ორგანიზმის გამწმენდი ერთდღიანი დიეტა
8-9 საათი: ნახევარი ჩაის ჭიქა მაწონი გააზავეთ ამდენივე ბორჯომთან (ან სხვა მინერალურ წყალთან) და დალიეთ ყლუპ-ყლუპად.
11-12 საათი: 1 ჩაის ჭიქა უცხიმო მაწონი ან კეფირი.
15-16 საათი: ნახევარ-ნახევარი ჩაის ჭიქა უმი სტაფილოსა და კომბოსტოს ახალგამოწურული წვენი (ერთმანეთში შერეული).
18-19 საათი: 1 ჩაის ჭიქა ასკილის ნაყენი ან ნახევარ-ნახევარი ჩაის ჭიქა პიტნისა და მწვანე ჩაის ნაყენი დაატკბეთ 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლით და დალიეთ ყლუპ-ყლუპად, ნელ-თბილი.
21-22 საათი: 1 ჩაის ჭიქა მინერალური წყალი, რომელშიც უნდა გაურიოთ ნახევარი ლიმონის წვენი. დალიეთ ყლუპ-ყლუპად.
ეს ერთდღიანი, გამწმენდი დიეტა, საკმარისია, ჩაიტაროთ კვირაში ერთხელ. ის იწვევს როგორც ცხიმების წვას, ისე ორგანიზმიდან ზედმეტი სითხისა და წიდების გამოდევნას და ნებისმიერ დიეტას სამჯერ უფრო ეფექტურს ხდის.
თუ დღის განმავლობაში ძალიან გაგიჭირდათ საჭმლის გარეშე, ანუ, ისე მოგშივდათ, რომ ფეხზე ვეღარ დგახართ, შეგიძლიათ, მიირთვათ 1 ცალი გათლილი კიტრი (უმარილოდ), ან ერთი ნაჭერი საზამთრო.
ერთდღიანი გამწმენდი დიეტა შეგიძლიათ, ჩაატაროთ კვირაში ერთხელ, მთელი წლის განმავლობაში და უფრო მეტხანსაც და, გვერწმუნეთ, სპეციალური გასახდომი დიეტის გარეშეც კი, ნელ-ნელა „შემოიდნობთ“ ზედმეტ კილოგრამებს, თქვენი სხეული დაიხვეწება და, საბოლოო ჯამში, მიაღწევთ თქვენს საოცნებო წონას.