კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: ისეთი თმა მაქვს, როცა სალონში შევდივარ, თუ მუსი და ლაკი არ გამოიყენა სტილისტმა, ვერანაირ ვარცხნილობას ვერ მიკეთებს, მაგრამ შემდეგ ჩემი თქმა თითქოს კვდება და დიდი ძალისხმევა მჭირდება მის „გასაცოცხლებლად“. რის მიხედვით უნდა შევარჩიო ჩემი თმისთვის მუსი, ლაკი და ბალზამი?
პასუხი: არა მარტო თქვენი კატეგორიის თმისთვის, არამედ, საერთოდ ყველამ, ვარცხნილობის გასაკეთებლად უნდა გამოიყენოს ისეთი საშუალებები, რომლებიც შეიცავს კალენდულის ექსტრაქტს, სალბს და ვიტამინ B5-ს, რადგან ეს ნივთიერებები კვებავს დაზიანებულ თმას და უზრუნველყოფს ვარცხნილობის ხანგრძლივად შენარჩუნებას.
კითხვა: როგორ მოვიშორო ბუსუსები ზედა ტუჩზე?
პასუხი: საერთოდ, ბუსუსებისა და კანზე ჭარბი თმის მოშორების ყველაზე ეფექტური საშუალებაა ლაზერული ეპილაცია: 4-5 სეანსის შემდეგ შორდება თმის 95 პროცენტი და 6-დან 12 თვემდე ეს პრობლემა აღარ შეგაწუხებთ (თუ, რა თქმა უნდა, კარგ სპეციალისტთან მიხვალთ). მაგრამ ამ პროცედურას აქვს თავისი მინუსებიც: სეანსიდან 2 კვირის განმავლობაში არ შეიძლება მზეზე ყოფნა, რათა თავიდან აიცილოთ პიგმენტაცია, გარდა ამისა, შედეგი მინიმალური იქნება, თუ შავგვრემანი კანი გაქვთ.
კითხვა: ცოტა პრეტენზიული თმა მაქვს და ტრიქოლოგმა საბავშვო შამპუნის გამოყენება მირჩია. რატომ?
პასუხი: საბავშვო შამპუნს აქვს რბილი ტექსტურა და ამიტომ, უფრო მეტად, რეკომენდებულია თხელი და ურჩი თმისთვის, რომელიც ადვილად იბურდება და კარგავს ფორმას. ასეთი შამპუნით დაბანის შემდეგ თქვენი თმა „დაწყნარდება“, მაგრამ, არ ექნება სასურველი მოცულობა.