კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უნდა გაითვალისწინოთ პროდუქტების შინაურ პირობებში დაკონსერვებისას და რა საფრთხეს უქმნის ადამიანს ამ სეზონის ვირუსულ-ინფექციური დაავადებები

ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში, ანუ იმ დროს, როცა კურორტებიდან დასვენებული ბრუნდებით, მთელი რიგი ინფექციური დაავადებების შესაძლო რისკი იზრდება. მათ შორის არის ენტეროვირუსები. ამიტომ, ამ პერიოდში განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ნებისმიერ დაავადებას ახლავს თანმდევი სიმპტომები, რომელთა უგულებელყოფა და მიყურადება არ შეიძლება. რადგან, როგორც ინფექციონისტი-გასტროენტეროლოგი ბატონი თეიმურაზ ქველიძე ამბობს, დაგვიანებული მკურნალობა, არ არის გამორიცხული ფატალური შედეგით დასრულდეს. ასევე, ახლა ის დროა, როცა მოსახლეობა საზამთროდ იმარაგებს დაკონსერვებულ პროდუქტს. მათი არასწორად შენახვა და მოხმარება კი, სავალალო შედეგების რისკს ზრდის.

– რომელი ინფექციური დაავადებების ალბათობა იზრდება ამ პერიოდში, ანუ ზღვიდან და მთიდან დაბრუნების შემდეგ?
– ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში, იზრდება ენტერო-პათოგენური მიკრობებით გამოწვეული ინფექციებით დაავადების საფრთხე, მაგალითად, როგორიცაა: შიგელოზი, სალმონელოზი, ეშერიხიოზი, სტრეპტო-სტაფილოკოკური ინფექციები და ასე შემდეგ. რადგან ამ პერიოდში მიკრობთა გამრავლებისთვის იქმნება ისეთი ოპტიმალური პირობები, როგორიცაა გარემოს მაღალი ტემპერატურა, ტენიანობა და სხვა. ამ პერიოდში სარისკო და საფრთხილოა ხორცის, რძისა და მისი ნაწარმის, კრემიანი ნამცხვრებისა და ბოსტნეულის მიღება, თუ კარგად არ არის დამუშავებული და შენახული. ზემოთ ნახსენები მიკრობებით დაბინძურებული საკვების მიღებისთანავე, ადამიანი ავადდება ნაწლავთა ინფექციებით და ამით საფრთხეს უქმნის საკუთარ ჯანმრთელობას.
– რას უნდა მიაქციოს ამ დროს ადამიანმა განსაკუთრებული ყურადღება, რომ მისი კლინიკური ნიშნები არ გამორჩეს და ამით ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას?
– მისი კლინიკური გამოვლინებაა ძლიერი სისუსტე, შემცივნება, სხეულის მაღალი ტემპერატურა, გულისრევა და ღებინება, ასევე, მუცლის მოვლითი ტკივილი, ნაწლავთა გახშირებული მოქმედება ანუ ფაღარათი, სითხის შემცველი, სუნიანი ფეკალური მასით. ამ დროს თუ ავადმყოფმა დროულად არ მიმართა ექიმს, ვითარდება ინფექციურ-ტოქსიკური ან ჰიპოვოლემიური შოკი.
– ექიმთან მისვლამდე როგორ უნდა მოხდეს პირველადი დახმარების აღმოჩენა ავადმყოფისთვის?
– ექიმთან მისვლამდე, ავადმყოფმა უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე, რეჰიდრონი, მინერალური წყალი, მაგალითად, „ბორჯომი” ან „ნაბეღლავი” და ჭამოს პურის ორცხობილა. ხოლო შემდგომ დღეებში უნდა დაიცვას დიეტა. უნდა ჭამოს უცხიმო ხაჭო, ყველი, გაწურული მაწონი და მოერიდოს ცხიმიან და ცხარე საკვებს.
– ამ დროს ბევრი ანტიბიოტიკებს სვამს. თქვენი, როგორც სპეციალისტის აზრით, ეს რამდენად უსაფრთხო და რეკომენდებულია?
– გეტყვით, რომ კატეგორიულად მიუღებელია, ექიმის ნებართვის გარეშე, ანტიბიოტიკების, მაგალითად, ლევომიცეტინის, ფტალახოლის, ბისეპტოლის და სხვათა, ასევე, ანტიდიარელური პრეპარატის, დიდი რაოდენობით, თვითნებურად მიღება. ასეთი თვითმკურნალობით იკარგება დრო და მძიმდება ავადმყოფის მდგომარეობა. შედეგად კი შესაძლოა, მეტად მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდეთ.
– კერძოდ, რომელი პროდუქტების მიღებას უნდა მოერიდოს მოსახლეობა ამ პერიოდში და რა უნდა გავითვალისწინოთ ამ საკითხთან დაკავშირებით?
– ზოგადად, ცხელ თვეებში, მოსახლეობა უნდა მოერიდოს კრემიანი ნამცხვრების, მალფუჭებადი ან ისეთი პროდუქტების მიღებას, რომლებიც არასათანადო პირობებში ინახება, რადგან მათი მიკრობებით, კერძოდ, სტაფილოკოკებით დაბინძურებისას, არ იცვლება ორგანო-ლიპიდური თვისებები ანუ საკვებს არ ეცვლება გემო. ამდენად, მათი მიღება მოწამვლის საფრთხეს ზრდის. აქვე, იმასაც გეტყვით, რომ აუცილებელია, მოსახლეობამ უპირობოდ დაიცვას პირადი ჰიგიენა, კერძოდ, საგულდაგულოდ გარეცხოს და დაამუშაოს საკვები პროდუქტები – ეს იქნება ხილი, ბოსტნეული თუ ხორცის პროდუქტი. მათ შორის, ეს ეხება ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა ბანანი, საზამთრო, ნესვი, მწვანილი და კვერცხი. სხვათა შორის, მოსახლეობის უმრავლესობა, ბანანს, ნესვს და საზამთროს არ რეცხავს და ისე ჭრის. არადა, ეს დაავადების რისკს საკმაოდ ზრდის. ასევე, როცა ხმამაღლა ვამბობ, აუცილებელია საჭირო ოთახიდან გამოსულმა ადამიანმა ხელი დაიბანოს-მეთქი, გაოცებულები მიყურებენ, ამის გაფრთხილება რაღა საჭიროაო. არადა, მერწმუნეთ, ნამდვილად საჭიროა.
– შემოდგომით, გარდა ბაქტერიული ინფექციებისა, იზრდება ენტეროვირუსით დაავადების საფრთხეც. რა გამოვლინებები აქვს ამ დაავადებას, რა გზით ხდება ადამიანის დაინფიცირება და როგორ დავიცვათ თავი?
– მართალია, გარდა ბაქტერიული ინფექციებისა, წლის ამ პერიოდში, განსაკუთრებით შემოდგომის დასაწყისში, ხშირია ენტეროვირუსული დაავადებები, რომელთა გამომწვევია ეგრეთ წოდებული, ნაწლავთა ვირუსები, კერძოდ, როგორებიცაა, კოკსაკი და ეხნო. მათი კლინიკური გამოვლენა მრავალგვარია. არ არის გამორიცხული განვითარდეს მენინგიტი, კუნთების, გულის, კანისა და ნაწლავთა ლორწოვანის დაზიანება და ასე შემდეგ. ენტეროვირუსით დაინფიცირება ხდება ჰაერწვეთოვანი გზით. განსაკუთრებით ხშირად ავადდებიან ბავშვები და ხანდაზმულები. აღნიშნულს ხელს უწყობს სხეულის გადაციების ფაქტორი. ინკუბაციური პერიოდი ანუ ვირუსის გამრავლება ორგანიზმში, ხდება რამდენიმე საათიდან 1-2 დღეში. კლინიკური ნიშნებია: ცხელება, ფარინგიტი, გულისრევა და ფაღარათი, ზოგჯერ მუცლის ტკივილიც.
– ამ დროს დაგვიანებული მკურნალობა საშიშია სიცოცხლისთვის?
– ნებისმიერი დაავადების დროს, განსაკუთრებით ნაწლავთა ინფექციებისას, საჭიროა, დროულად მიმართოთ ექიმს, რადგან ფაღარათისა და ღებინების დროს, მოკლე დროის მონაკვეთში, ვითარდება სხეულის გაუწყლოვანება, შემდგომი გართულებული ჰიპოვოლემური შოკით. ეს უკანასკნელი კი სიცოცხლისთვის ძალიან სახიფათოა.
– წელს, სტატისტიკურად, ამ სეზონისთვის დამახასიათებელმა, რომელმა დაავადებებმა იმატა?
– წლევანდელ ზაფხულს შედარებით მოიმატა შიგელიოზის შემთხვევებმა, რაც ზოგჯერ დაკავშირებული იყო სასმელი წყლის ფეკალური მასებით დაბინძურებასთან. ამის თავიდან ასაცილებლად, სასურველია, გადადუღებული წყლის მოხმარება, როგორც სასმელად, ასევე პროდუქტების გასარეცხად. ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია კურორტზე, ზღვაზე ან სოფლად ყოფნის დროს.
– ახლა ის პერიოდია, როცა მოსახლეობა ზამთრისთვის იმარაგებს პროდუქტებს და მათ აკონსერვებს. იმისთვის, რომ მისი მიღება ზამთარში უსაფრთხო იყოს, რა რჩევას მისცემთ მოსახლეობას?
– დიახ, შემოდგომაზე მოსახლეობა ხშირად ბინის პირობებში აკონსერვებს საკვებ პროდუქტებს, რაც ზოგჯერ ბოტულიზმის დაავადების გამომწვევი მიზეზი ხდება. ამიტომ, გირჩევთ, საკვები პროდუქტის დაკონსერვებისას, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოთ და ის ყველა წესის დაცვით შეინახოთ. ბოტულიზმის დაავადების კლინიკური ნიშნებია: ძლიერი ზოგადი სისუსტე, ღებინება, პირის სიმშრალე, მხედველობის დაბინდვა და გაორება, ყლაპვის გაძნელება, შემდგომში ჰაერის უკმარისობა, რაც ხშირად სავალალო შედეგით მთავრდება. ამ დროს თვითმკურნალობა თვითმკვლელობის ტოლფასია. აუცილებელია, დროული გამოკვლევა და მკურნალობის სწორი კურსის დაწყება, შესაბამის სპეციალისტთან.

скачать dle 11.3