კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ხის დარგვა ეკრძალება ადამიანს საკუთარი ხელით და რატომ არ უნდა მოუქნიოთ ცული ეზოში გამხმარ კაკლის ხეს

ადრე ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობდნენ, ვიდრე დღესდღეობით. პარაფსიქოლოგთა და ეზოთერიკოსთა აზრით, სიცოცხლის ხანგრძლივობასა და მცენარეებთან კონტაქტს შორის პირდაპირი კავშირია. თურმე, სწორედ მათთან ურთიერთობისას შეუძლია ადამიანს გაიხანგრძლივოს სიცოცხლე, თავი აარიდოს პრობლემებს, გამორიცხოს უდროოდ სიკვდილის ალბათობა და უბრალოდ, მოიპოვოს ჰარმონიული ცხოვრება ამქვეყნად. როგორც ეზოთერიკოსი, ქალბატონი ნინელი ამბობს, ხეებთან ურთიერთობით ადამიანი ბევრ რამეს სწავლობს. ზოგ ხესთან კონტაქტი სასარგებლოა, ზოგთან კი – მომაკვდინებელი. თუ როგორ გავარკვიოთ რომელი მცენარეა ჩვენთვის სიკეთის მომტანი და რომელი სახიფათო, რა უნდა გავითვალისწინოთ მათი დარგვის დროს და რაში გვეხმარება ის ჩვენ, ამ თემებზე დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარი, ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდით.

ნინელი: ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა დღეს საკმაოდ და თვალშისაცემად შემცირებულია. არადა, თუ გადავხედავთ ჩვენს წინაპრებს, ისინი საშუალოდ, 80-90 წლამდე ჯანმრთელად და შრომისუნარიანად გამოიყურებოდნენ. ასე რომ, რეალურად, წინათ დღეგრძელი ადამიანები ბევრნი იყვნენ, ახლა კი – ნაკლებად. ამ თემაზე მეცნიერები, ეზოთერიკოსები და პარაფსიქოლოგები ბევრს ფიქრობენ, იკვლევენ და სათანადო დასკვნებს დებენ. სხვათა შორის, თავად ვარ ამ საკითხით დაინტერესებული და კვლევებში ჩართული. ბევრი მეუბნება, ალბათ, ისე გიყვარს სიცოცხლე, რომ მის გახანგრძლივებაზე ასე ბევრს ფიქრობო (იცინის). დიახ, სიცოცხლე მიყვარს, მაგრამ სიკვდილისაც არ მეშინია. უბრალოდ, ძალიან მაინტერესებს, როგორ გადავალ ამ ცხოვრებიდან იმ ცხოვრებაში, ანუ სხვა, ჩვენთვის წარმოუდგენელ ცხოვრებაში.
– რა შეიძლება ჩაითვალოს სიცოცხლის ხანგრძლივობის შემამცირებელ ფაქტორად?
– რა და, დღეს ადამიანები ჩაკეტილები არიან საკუთარ ბინებში, დილიდან საღამომდე მუშაობენ ოფისებში, გამოკეტილები არიან ოთხკუთხა სივრცში და ვერც კი ამჩნევენ, ამით როგორ იმოკლებენ სიცოცხლის ხანგრძლივობას. ძველად, ხალხი გარკვეულ დროს ატარებდა ბუნების წიაღში, რადგან იცოდა, რომ მისგან სასიკეთო ენერგიებს იღებდა, იმუხტებოდა დადებითი ემოციებით და ასე შემდეგ. ჩვენი სიცოცხლის გენის გახანგრძლივება, სწორედ ბუნებასთან, კერძოდ კი, კონკრეტულ ხეებთანაა კავშირში და ეს, როგორც გითხარით, სულაც არ არის ახალი აღმოჩენა.
– ესე იგი, მართალია, რომ ნებისმიერმა ადამიანმა სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, საჭირო ენერგია ხეებისგან უნდა მიიღოს?
– რასაკვირველია, სწორედ ამას ვამბობ. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ და, ხეებს მართლაც გააჩნიათ სხვადასხვა სიდიდისა და ნიშნის ბიოენერგეტიკული ველები. სხვათა შოორის, ცნობილი ექსტრასენსები ენერგიას გარკვეული ხეებისგან იღებენ. კერძოდ, იმუხტებიან ხის ენერგიით და ავადმყოფი ადამიანების გამოსაჯანმრთელებლად და მათ სამკურნალოდ არა საკუთარ, არამედ მის ენერგიას ხარჯავენ. მაგალითად, ასეთია მუხის ხე. თუ ადამიანს საკუთარი ენერგიის დიდი დოზით ხარჯვა უწევს, აუცილებელია, ის უნდა შეივსოს, რათა თავადაც არ დაუძლურდეს. ამიტომ, ამისთვის მუხის ხესთან კონტაქტი და მისი ენერგიით დამუხტვა, უბრალოდ აუცილებელია. აქვე იმასაც გეტყვით, რომ მუხა ხასიათდება, დაახლოებით ორ მეტრზე მეტი დადებითი ენერგეტიკული ველით. რაც შეეხება სხვა ხეებს, მაგალითად, კაკლის ხეს გააჩნია ერთი მეტრის ენერგეტიკული ველი, წიწვოვან ხეებს – მეტრ-ნახევარი, არყის ხეს – სამოცდაათი სანტიმეტრი და ასე შემდეგ.
– ამბობენ, ენერგეტიკული თვალსაზრისით, ყველაზე გამოუსადეგარი და ადამიანისთვის საშიში ხე ალვაა და მისი ეზოში ან სახლის მახლობლად დარგვა და გახარება არ არის რეკომენდებულიო. ამაზე რას იტყვით?
– ეს სრული სიმართლეა და ამ საკითხთან დაკავშირებით უამრავი კვლევაც ჩატარდა. ალვის ხეს უარყოფითი ენერგია აქვს, ანუ ის ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, ხე-ვამპირია, რომელიც შთანთქავს მის ახლომახლო მყოფ ადამიანთა ენერგიას. ალვა, ჩვენგან იმ ბიოენერგიის ნაწილს ითვისებს და გვართმევს, რაც წარმატებისა და წინსვლის გარანტია. ასე რომ, თუ არ გსურთ, უარყოფითი ენერგიით აავსოთ ორგანიზმი, მაშინ ამ ხესთან კონტაქტი მინიმუმამდე შეამცირეთ. ასეთი ექსპერიმენტი ჩატარდა: ერთ-ერთ ადამიანს სთხოვეს, დაახლოებით 10-15 წუთით მიყრდნობობდა ალვის ხეს. მართლაც, როდესაც ამის შემდეგ მისი ბიოველი გასინჯეს, ის საგრძნობლად დაბალი აღმოჩნდა. აი, მის აღდგენას მუხის ხესთან კონტაქტით კი დაახლოებით 2-3 საათი დასჭირდა. ეს ფაქტია და მას ვერავინ უარყოფს. იმისთვის, რომ მუხისგან დადებითი ენერგიებით დაიმუხტოთ, მას ზურგით უნდა მიეყრდნოთ, დაახლოებით 10-15 წუთით და თვალებდახუჭულმა, არაფერზე იფიქროთ. ამ დროს არ შეიძლება კითხვა, საუბარი ან რაიმე ნეგატიურზე ფიქრი, რადგან ამას ხე გრძნობს და თქვენს მიმართაც ასევე უარყოფითად განეწყობა. მუხას დახმარება უნდა სთხოვოთ და საამისოდ განაწყოთ, სხვაგვარად, ის თქვენს დახმარებაზე უარს იტყვის. თავად მე, ყოველ შაბათ-კვირას ვცდილობ, გავიდე ბუნებაში და ამ ხესთან მქონდეს კონტაქტი. ვერ წარმოიდგენთ, რამხელა ენერგიას ვიძენ წიწვოვანი და მუხის ხეებთან კონტაქტით. მათგან მიღებული ენერგია მთელი კვირის განმავლობაში მეხმარება, მეტად შრომისუნარიანს მხდის და დადებითი ემოციებით მავსებს. კახეთში, კომუნისტების დროს, ბევრი ალვის ხე დაირგო და მიაჩნიათ, რომ ისინი ქარის ზემოქმედებისგან იცავდა გაშენებულ ვენახებს, ამ დროს არც კი უფიქრიათ იმაზე, თუ რა დიდი ზარალი შეიძლებოდა მას მოეტანა იმ ადამიანებისთვის, ვინც ვენახში მუშაობდა. ერთ-ერთ სოფელში გახლდით, რომელიც ალვის ხეების გარემოცვაშია და მინდა გითხრათ, ვერც ერთ ოჯახში ვერ ვნახე ბარაქა და კეთილდღეობა. ჩემი აზრით, ეს ნამდვილად იმის შედეგია, რომ მათ ვამპირი ხეები აცლიან ძალას და უარყოფითი ენერგიით მუხტავენ, რაც, საბოლოო ჯამში, მათი წარუმატებლობის, უბარაქობის და ხელმოცარულობის მიზეზია. გირჩევთ, მეტი იაროთ ტყეში, ისუნთქოთ წიწვოვანისა და მუხნარის არომატი. ეს ყოველივე ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო და აუცილებელია.
– ქალბატონო ნინელი, პირად საუბარში ახსენეთ კაკლის ხის დარგვა საკუთარ ეზოში უბედურების მომტანიაო. ეს როგორ გავიგოთ?
– ეს პირდაპირი გაგებით უნდა მიიღოთ. კერძოდ, საკუთარ ეზოში თუ კარ-მიდამოში, საკუთარი ხელით კაკლის დარგვა სასტიკად იკრძალება, რადგან მისი პირველი ნაყოფის მოსხმას, ოჯახში მარჩენალი მამაკაცის სიკვდილი მოაქვს. ანუ, კაკლის ხე ხარობს და ამის სანაცვლოდ, ოჯახიდან მამაკაცი იღუპება. აბა, ჰკითხეთ, სოფლად მცხოვრებ, ხანში შესულ ადამიანებს, რატომ არ რგავენ მამაკაცები საკუთარ ეზოში კაკალს? აუცილებლად გიპასუხებენ, ეს ცუდის ნიშანიაო. მაგრამ, თუ მას მეზობელი, ნათესავი ან უცხო დარგავს თქვენს ეზოში, მაშინ საშიში აღარ არის. ასევე, არაფრის დიდებით არ შეიძლება საკუთარ ეზოში კაკლის ხის მოჭრა. ასე, სიცოცხლის წლებს მოიკლებთ. მართალია, გამხმარი ხის გაჩერება არ შეიძლება კარ-მიდამოში, მაგრამ თქვენ ნუ მოუქნევთ მას ცულს, ჯობია ეს საქმე სხვას დაავალოთ, ანუ ოჯახის წევრს არა. კაკლის ხესთან მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რადგან მას ადამიანისთვის, როგორც სიკეთის, ასევე უბედურების მოტანა შეუძლია. საერთოდ კი, თუ ხეებთან კონტაქტის დროს ზემოთქმულს გაითვალისწინებთ, მაშინ მერწმუნეთ საკუთარ თავს და ჯანმრთელობას ძალიან დაეხმარებით. ცნობისთვის კი, აბა, დააკვირდით, სტატისტიკურად, რატომ ცოცხლობენ სოფლად ადამიანები გაცილებით მეტხანს, ვიდრე დიდი ქალაქის მცხოვრებნი? იმიტომ, რომ მათ მეტი კონტაქტი აქვთ ხეებთან, სუნთქავენ მათგან ბოძებულ ჟანგბადს და მათთან შეხებით დადებითი ენერგიით იმუხტებიან.

скачать dle 11.3