კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაიბრუნე სიხარული...

დაიბრუნე სიხარული...ცუდი პერიოდი გაქვთ? გინდათ, გამხიარულდეთ, მაგრამ აპათიამ შეგიპყროთ და მისგან თავის დახსნას ვერ ახერხებთ? თუ არ გსურთ, დეპრესიამდე მიხვიდეთ, დროა, რაღაც შეცვალოთ და დაიბრუნოთ სიხარული. მიიღოთ სიამოვნება ერთი ჩვეულებრივი დღისგან, უპირველესად, უნდა გახსოვდეთ, რომ ამაში ვერავინ დაგეხმარებათ, საკუთარი თავის გარდა: შეხედეთ სამყაროს ბავშვის თვალებით – მათ უმნიშვნელო წვრილმანი ახარებთ, ყველაფერი უკვირთ და მშვენიერებასაც თქვენზე უკეთ ამჩნევენ; აფასებენ თითოეულ წუთს, რომელსაც ცხოვრება გვჩუქნის. თქვენც სცადეთ და... სასწაულიც მოხდება – დაინახავთ, როგორ შეიცვლება თქვენ გარშემო ყველაფერი; ნახავთ, როგორი ფერადი და მიმზიდველია ერთი შეხედვით ნაცრისფერი ყოველდღიურობა.
თუ რამდენიმე დღე გაქვთ თავისუფალი, თუნდაც ორი-სამი, წადით სადმე ქალაქგარეთ, ბუნებაში, ან, უბრალოდ, დაისვენეთ: მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას, გაისეირნეთ... სახლშიც შეიძლება მოიწყოთ პატარა დღესასწაული – არც სამუშაოზე იფიქროთ და არც პრობლემებზე. ცოტა ხნით ერთიც მოიცდის და მეორეც.
მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნება გიშველით, და კიდევ, თავდაჯერებულობა და რწმენის სიმტკიცე! მაგრამ, თუ დანებება და დინებაზე მიყოლა გირჩევნიათ, ესეც თქვენი ნებაა. ბევრი ადამიანი ცხოვრობს ასე, მაგრამ, ნუღარ იწუწუნებთ. სიხარული და ბედნიერება არც ისე შორს არის თქვენგან, უბრალოდ, ცოტა ხელი უნდა გაანძრიოთ.

скачать dle 11.3