კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საოჯახო პორტრეტი

ახლა ჩიტი გამოფრინდება! – თუმცა, ეს სულაც არ არის საჭირო ოჯახური პორტრეტის შესაქმნელად. რა არ გყოფნით ურთიერთობაში? ცოტას თქვენ მოინდომებთ, ცოტას ჩვენც დაგეხმარებით... წარმოიდგინეთ ის პოზა, რომელშიც ცოლ-ქმარი საღამოობით ტელევიზორს უყურებთ ხოლმე. ოღონდ, არ თქვათ, რომ ტელევიზორს საერთოდ არ უყურებთ, მით უმეტეს – ერთად. თუ ასეა, მდგომარეობა საკმაოდ მძიმე და სერიოზული გქონიათ.
მაგალითად, გიყვართ, როცა ერთმანეთისთვის თავები გაქვთ მიდებული? – ეს საკმაოდ ბუნებრივი სურვილია იმათთვის, ვისთვისაც გვერდით მჯდომი ადამიანი ძვირფასია. მის მიმართ თბილი, მშობლიური განცდა აქვს. ანუ, ყველაფერი წესრიგშია.
გვერდიგვერდ სხედხართ, მაგრამ ერთმანეთს არ ეხებით – ასე ხდება, როცა ადამიანები დიდხანს ცხოვრობენ ერთად და ამის გამო ცოტას ნანობენ; საკუთარ ქორწინებაზე მხოლოდ კარგს ლაპარაკობენ, მაგრამ გაურბიან სიტყვას „სიყვარული“. არც ჩხუბობთ, არც სკანდალებს აწყობთ... უბრალოდ, ერთად ცხოვრობთ ყოველგვარი მძაფრი ემოციებისა და ვნებების გარეშე.
მშვიდად სხედხართ, ხელიხელჩაჭიდებული, ან, უბრალოდ, ხელი გიდევთ მის ხელზე? – ეს სიახლოვის სურვილის ყველაზე ბუნებრივი და გულწრფელი გამოხატულებაა. როცა კაცს უჭირავს ქალის ხელი, აქაც ყველაფერი ნათელია. ის ლიდერია, ქალი – ემორჩილება, თანაც, დიდი სიამოვნებით. თუმცა, ურთიერთობაში რომანტიკა არ გყოფნით.
გვერდიგვერდ სხედხართ, მაგრამ მშვიდად არა. ვერაფრით ისვენებთ: ხან მკერდზე ადებთ თავს, ხან მხარზე ეხუტებით, ხან ის ცდილობს თავის მკლავებში მოგიქციოთ... თქვენ შეგიძლიათ, არასოდეს უთხრათ ერთმანეთს – „მიყვარხარ“... თუმცა, ეს ხომ ისედაც ნათქვამია... თქვენ იდეალური, სრულიად ჰარმონიული წყვილი ხართ...

скачать dle 11.3