კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ორმხრივი და სასარგებლო

რანი ვიქნებოდით ჩვენი მეგობრების გარეშე? – ამის წარმოდგენაც ძნელია. ვისთან უნდა მოიოხო გული, თუ არა დაქალთან? მაგრამ არიან დაქალები, რომლებიც მხოლოდ თავის გასაჭირზე და პრობლემებზე ყვებიან და თქვენი მოსმენა არ სურთ. ეს პრობლემაა, მაგრამ სანამ მასთან ჩხუბს გადაწყვეტთ, დამშვიდდით და მოძებნეთ გამოსავალი. რატომ უნდა დაკარგოთ ადამიანი, რომელსაც შეიძლება, ძალიანაც უყვარხართ, მაგრამ ურთიერთობა არ იცის. არადა, ასეთი საშუალება ნამდვილად არსებობს. წარმოიდგინეთ, შეხვდით და ის გეკითხებათ, როგორ მიდის შენი საქმეები?! მაგრამ პირის გაღებასაც ვერ მოასწრებთ, რომ იწყებს თავისი ამბის მოყოლას. სიტყვასაც ვერ ჩააკვეხებ. იძულებული ხარ, უსმინო და თავი უქნიო. ბუნებრივია, ღიზიანდებით. ასეთი გულახდილი საუბარი ხომ ორმხრივად სასარგებლო უნდა იყოს. ცალმხრივად თანაგრძნობა მოსაბეზრებელია. თუნდაც, მას თქვენზე სერიოზული პრობლემა ჰქონდეს. ბოლოს იქამდე მიხვალთ, რომ მასთან შეხვედრას საერთოდ გაექცევით და დაემალებით. ესეც რადიკალური ზომაა და არ გირჩევთ. არსებული სიტუაცია, რასაკვირველია, უნდა შეცვალოთ, მაგრამ ისე, რომ ურთიერთობა არ დააზარალოთ. დაიწყეთ იმით, რომ კორექტულად აუხსენით, როგორ გჭირდებათ მისი ყურადღება და თანადგომა. უთხარით, რომ მის აზრს პატივს სცემთ. მას ეს ესიამოვნება. შეეცდება, მეტად დაინტერესდეს თქვენი პრობლემებით.
შეგიძლიათ, ამის შესახებ მესიჯით მისწეროთ. ბევრ ადამიანს საკუთარი ფიქრისა და გულის ნადების გამოხატვა ასე უფრო უადვილდება. უფრო კარგად აყალიბებს აზრს და მშვიდადაც არის.
აუცილებელია, გაარკვიოთ, რატომ ვერ ახერხებთ საუბრისას, თემის შეცვლას და ყურადღების თქვენზე გადმოტანას. შეიძლება, ამაში თავად ხართ დამნაშავე. იქნებ, არ ცდილობთ, ან ცუდად ცდილობთ. იქნებ ის ვერც ხვდება, როგორ გჭირდებათ მისი თანადგომა. დაანახვეთ, მეგობარს რეალობა და თუ მართლაც უღირს რამედ ეს ურთიერთობა, ცდას არ დააკლებს.

скачать dle 11.3