კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გამონაყარი ორგანიზმის დაავადების შესახებ უტყუარ ინფორმაციას იძლევა

სახის თითოეული ნაწილი ორგანიზმის გარკვეულ ორგანოს უკავშირდება, კერძოდ: სახის ქვედა ნაწილში გამონაყარი ენდოკრინული პრობლემების ნიშანია; ასევე, შესაძლოა, საკვერცხეების დაავადებითაც იყოს გამოწვეული. ასეთი დარღვევები ამ ორგანოების დაძაბვაზე მეტყველებს.
თუ გამონაყარი შუბლზე, ცხვირზე ან ზედა ტუჩზე გამოგდით ხშირად, ეს ნაწლავების დაავადების ბრალია. ამიტომ, თუ ნაწლავის პრობლემებს დროულად მიხედავთ, გამონაყარიც გაქრება.
თვალის უპეების შესიება საშარდე ბუშტის ანთებას მოასწავებს. თვალების ქვემოთ შავი რგოლები ღვიძლის პრობლემების ბრალია, ხოლო ქვედა ქუთუთოებთან მოლურჯო შეფერილობის რგოლები – თირკმელების დაავადების ნიშანი.
სხეულზე გამონაყარიც გარკვეულ ინფორმაციას გვაწვდის: ზურგის ზედა ნაწილში გამონაყარი მიანიშნებს იმას, რომ წესრიგში არ არის ლიმფური ქსოვილები; გამონაყარი ზურგის შუა ნაწილში კი ღვიძლის ფუნქციის დარღვევაზე მეტყველებს. ღამის განმავლობაში ღვიძლი აქტიურად მუშაობს. ამ ორგანოს მთავარი მიზანი ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაა. სწორედ ეს ტოქსინები ხდება გამონაყარისა და სახის ფერის ცვლილების მიზეზი, ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ ძილის ხარისხსა და სწორ კვებას.
დილით მინერალური წყლის დალევა კი, უბრალოდ აუცილებელია.

скачать dle 11.3