კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როუზი გათავისუფლდა

ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ექსვარსკვლავი – ჯალენ როუზი ციხიდან გაათავისუფლეს. კალათბურთელი სასჯელს ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო იხდიდა ოკლენდის შტატის ციხეში, რომელიც მკაცრი მოპყრობით არის ცნობილი პატიმრების მიმართ. ამა წლის მარტში როუზი საპატრულო ეკიპაჟმა გააჩერა. კალათბურთის ექსვარსკვლავმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცველებს და უარი განუცხადა ალკოტესტის ჩატარებაზე. რის გამოც იგი დააკავეს და ექსპერტიზაზე წაიყვანეს. იქ მას არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა დაუმტკიცდა. როუზი მოლიპულ გზაზე გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა თავის სპორტულ ავტომობილს და სწორედ ამ ფაქტის გამო გააჩერა იგი საპატრულო ეკიპაჟმა. ჯალენ როუზს ერთთვიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, თუმცა მხოლოდ 16 დღე გაატარა სატუსაღოში. 38 წლის როუზი 13 წლის განმავლობაში თამაშობდა NBA-ში, ამჟამად კი სპორტულ არხ „იესპიენზე” ანალიტიკოსად მუშაობს.

скачать dle 11.3