ზაგალო დააყაჩაღეს
მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი ფეხბურთში, როგორც ფეხბურთელი, მწვრთნელი და მთავარი მწვრთნელის თანაშემწე, ლეგენდარული ბრაზილიელი, 80 წლის მარიო ზაგალო რიო-დე-ჟანეიროს ქუჩაში დააყაჩაღეს. ოთხმა ბოროტმოქმედმა ზაგალოს ავტომობილი გააჩერეს და პისტოლეტის მუქარით, განთქმულ მწვრთნელს საფულე და ოქროს ძეწკვი წაართვეს. ყაჩაღები ავტომობილის წართმევასაც აპირებდნენ, თუმცა ერთ-ერთმა მათგანმა მსხვერპლში ცნობილი ფეხბურთელი იცნო და საბოლოოდ ავტომობილი ხელუხლებელი დარჩა. ზაგალოსთან ერთად, ავტომობილში მისი მეუღლე და შვილი ისხდნენ. პოლიციის ცნობით, არც ერთი მათგანი არ დაშავებულა.