ბრაიანტის თავდაცვის ინსტინქტი
პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი და „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” ლიდერი, კობი ბრაიანტი სან-დიეგოს ერთ-ერთ ეკლესიაში უცნობ პიროვნებას დაესხა თავს. ბრაიანტის თქმით, მას მოეჩვენა, რომ ის მამაკაცი მისი და მისი მეუღლის გადაღებას ცდილობდა მობილური ტელეფონის ფოტოკამერით. მან კი უბრალოდ, აპარატის წართმევა სცადა, და ის შემთხვევით დაშავდა. მოგვიანებით, დაზარალებულს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. თუმცა, მის მობილურში ბრაიანტის არც ერთი ფოტო არ აღმოჩნდა. სან-დიეგოს პოლიციამ უკვე დაიწყო გამოძიება და შესაძლოა, კალათბურთის ვარსკვლავს ხულიგნობის მუხლით წაუყენონ ბრალდება.