კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დიეგო ფორლანი არჩევნის წინაშე

ურუგვაელი ვარსკვლავი კარიერის პიკზე იმყოფება. გასულ მსოფლიოს ჩემპიონატზე იგი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, წლევანდელ „კოპა ამერიკაზე” კი მან ფინალში გატანილი 2 გოლით მშობლიურ ნაკრებს მოგება მოუტანა. ასევე, აქტიურად საუბრობენ, რომ სულ მალე იგი იტალიური „ინტერის” ფორმას მოირგებს. მოკლედ, მისი სპორტული კარიერა აღმავლობის გზაზეა, რასაც ვერ იტყვი მის პირად ცხოვრებაზე. ივნისში ფორლანი თავის საცოლეს, ზაირა ნარას დაშორდა და მას მერე სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს, ჯერაც არ შეურჩევია ახალი სასიყვარულო ობიექტი. დიეგომ შვებულება მაიამიში გაატარა და მის გარემოცვაში ერთდროულად სხვადასხვა ეროვნების რამდენიმე ლამაზმანი შეამჩნიეს – ესპანელი ტამარა კამპილიო, „მის ურუგვაი“ – სტეფანი ორტეგა, არგენტინელი სილვინა ლუნა და ჰოლანდიელი ნინა ფრანსისკა.

скачать dle 11.3