კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა რეკორდი მოხსნეს ერთად მარინა ხორავამ და ზვიად ციკოლიამ და როგორ აღმოჩნდნენ ისინი სრულიად გაუგებრად ერთად

მან საკუთარ თავს, საკუთარი სურვილით წაართვა დრო და მთელი ენერგია შვილების აღზრდაში ჩადო. თუმცა, დღეს მისი ორი, არაჩვეულებრივი ვაჟკაცი უკვე იმ ასაკშია, ის მალე მთელ თავის ენერგიას უკვე საქმეში ჩადებს. რაც მთავარია, ის ნიჭიერი, ენერგიული და ჭკვიანია. მან სწორედ ეს თვისებები დაინახა 10 წლით უმცროს მომავალ მეუღლეშიც, რომელიც, იმავდროულად, მისგან სრულიად განსხვავებული პიროვნებაა. ეს ორი საოცრად კარგი ადამიანი, დიზაინერები – მარინა ხორავა და ზვიად ციკოლია არიან.
მარინა ხორავა: აქტიურობა და ხშირი გამოჩენა, ჩემი სტილი არ არის. თუმცა, სინამდვილეში იმაზე მეტად აქტიური ვარ, ვიდრე ეს ჩანს. ამჟამად ჩემს საქმეს ვაკეთებ. ამის გარეშე „მე“ არ ვარ, რადგან ეს არის პროფესია, რომელიც ძალიან მიყვარს. ყოველდღიური შეკვეთები მაქვს. ეს ძირითადად არის საღამოს და საპატარძლო კაბები. ეს თემა მიყვარს, უფრო მეტად დიზაინერული და საინტერესო სამუშაოა.
– თუმცა, საკუთარ ქორწილში საქორწილო კაბა არ გცმია.
– ჩემი ცხოვრება აბსოლუტური პარადოქსია, ყველაფერი უკუღმა ხდება. დაგეგმილი და არსებული წესების მიხედვით ჩემს ცხოვრებაში არაფერი მომხდარა. აქედან გამომდინარე, ჩემი ქორწილიც რატომ იქნებოდა გამონაკლისი? მე ვიყავი შარვლიანი პატარძალი. წინა დღეს კოლექციიდან ჩამოვხსენი კოსტიუმი, შარვალი და წავედი საკუთარ ქორწილში. თუმცა, არც ეს დაგვიგეგმავს, იაპონიაში მივდიოდით და იაპონელების მოთხოვნა იყო, საბუთებში ცოლის სტატუსი მქონოდა. ანუ, იაპონელების მოთხოვნით „დაჩქარდა“ ჩვენი ქორწინება ოფიციალურად, თორემ ხელის მოწერას არც ვაპირებდით, ჯვრის დაწერა გვინდოდა. ჩემს კონსტიტუციაში წერია, რომ ნებისმიერ ურთიერთობაში, იქნება ეს მეგობარი, შვილი თუ სხვა ვინმე, აბსოლუტურად გულახდილები უნდა ვიყოთ – თუ ვართ ერთად, მაშინ უნდა ვიყოთ ერთად. მე ბავშვობის მეგობრებზე ვთქვი უარი და არ მიმაჩნია, რომ რამე შემეშალა, რადგან ბუტაფორიის სუნი მეცა. როდესაც ბუტაფორიის სუნი მცემს, არ აქვს მნიშვნელობა, რა ურთიერთობაა, მაშინვე მთავრდება. არც ერთ ოჯახში არ არის ყველაფერი დალაგებული, ამიტომ მეც ვუფრთხილდები ამას და ჩემი ქმარიც. ჩვენი ოჯახიც ჩვეულებრივი ოჯახია, პრობლემებით გაძეძგილი, მაგრამ არის რაღაცეები, რის გამოც გვიღირს ურთიერთობა – ეს არის სიყვარული, ერთგულება. ღმერთმა ქნას, ეს ბოლომდე იყოს, მაგრამ სადამდეც გვიხარია ერთად ყოფნა – მე, ჩემს ქმარს, მეგობრებს, იქამდე ვიქნებით ერთად. არ ვფიქრობ, რა იქნება მომავალში.
– ალბათ, არც წარსულით ცხოვრობ.
– მე წარსულის ადამიანი არ ვარ. დღეს ვცხოვრობ ასე – არ ვაკეთებ ისეთ რამეს, რაც არ უნდა გავაკეთო. ადრე რამდენჯერაც გავაკეთე ის, რაც არ უნდა გამეკეთებინა, მივხვდი, უბრალოდ, ნერვები და დრო დავხარჯე. ახლა კი ამ ნერვებს და დროს ვუფრთხილდები. ხვალინდელი დღითაც არ ვცხოვრობ, რადგან არ ვიცი, აქედან რომ გავალ, რა იქნება. ხვალინდელ დღეს უბრალოდ ვგეგმავ. 16 წლის ასაკში როგორც დავგეგმე, ისე ვიცხოვრე. მომავალს უბრალოდ ვგეგმავ, მაგრამ მხოლოდ მის იმედად არ ვცხოვრობ, დღევანდელი დღით ვცხოვრობ და თვალები კარგად მაქვს გახელილი. რამეზე თვალების დახუჭვა, გამორიცხულია.
– მაგრამ ოჯახი ისეთი რამ არის, ალბათ, საჭიროა რაღაცეებზე თვალის დახუჭვა.
– გააჩნია, რა თემაზე დახუჭავ და ვის რა მოსწონს. ეს ინდივიდუალურია. ოჯახში თვალის დახუჭვა, ჩემი საქმეა და ის, რაზეც მე მიღირს თვალის დახუჭვა, ბუტაფორიას არ უნდა ეხებოდეს, დანარჩენ შემთხვევაში, ვივლი თვალებდახუჭული. ანუ, ეს ნიშნავს, რომ მე იმ წამს მაწყობს თვალის დახუჭვა და ეს იმ ეტაპზე არ არის ჩემთვის მთავარი თემა.
– წლების განმავლობაში შენს კონსტიტუციას, ალბათ, დაემატა მუხლები.
– მუხლები ათასჯერ მაქვს შეცვლილი, რადგან დრო ცვლის ურთიერთობებს. მთავარი ხელშეუხებელია, მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე, იცვლება მუხლები და ქვესათაურები. ცხოვრებაში ახალი ადამიანები ჩნდებიან, შემოაქვთ ახალი ემოციები, პრობლემები. ამ დროს ძველი აღარ მუშაობს და შესაბამისად, ახალი მუხლი უნდა აამუშაო. ამას ცხოვრება მოგაფიქრებინებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ, ყველანი რეალურ სამყაროში ვცხოვრობთ და ზღაპარში ცხოვრება არ არის კარგი.
– გიცხოვრია ზღაპრების მიხედვით?
– მე ვეცადე, ჩემი ცხოვრება ზღაპართან გამეერთიანებინა, თუმცა ის, რომ 10 წლით უმცროსი მეუღლე მყავს და თან ისეთი, რომელსაც, თურმე, მთელი ცხოვრება ვხატავდი, ესეც ერთგვარი ზღაპარია. როდესაც ზვიკო გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, შემეძლო, არ გავყოლოდი, იმ დროს მე ვიყავი არა ქალი, არამედ ცხრა კაცი ერთად – ბიზნესმენი, ზვიკო კი პატარა ბიჭი იყო, მაგრამ მე მასში კარგი დავინახე, ჩემი ზღაპრების რაღაც ნაწილი რეალობად ვაქციე და ცოლად გავყევი. უბრალოდ, ზღაპარში ძალიან არ უნდა შეტოპო. მე ძალიან შევტოპე, რადგან ზღაპარი მომეწონა, მაგრამ ისევ გამოვედი.
– ქალებს რატომღაც გვიყვარს ზღაპრის გმირივით ცხოვრება.
– კი, მაგრამ კონკრეტული გმირი არ უნდა აირჩიო. უნდა იცოდე, შენ რა გმირი ხარ ცხოვრებაში. მე ჩემს ასაკზე უმცროსად გამოვიყურებოდი და ძალიან პატარა თაყვანისმცემლები მყავდა, ათი წლით უმცროსი კი მარტო ზვიკო იყო და რეკორდი მოვხსენით ერთად. ყოველთვის მეძახდნენ ფიფქიას, იმიტომ კი არა, რომ ვგავდი, ჩემს თაყვანისმცემლებს ეძახდნენ ჯუჯებს. თავს არც ერთ გმირს არ ვადარებ, ჩემი ცხოვრების წესით, ფიფქია ნამდვილად არ ვარ, არც წითელქუდასავით სულელი, რომ მგელს ენდოს.
– როგორი მეუღლე ხარ?
– ტრადიციების მიმდევარი არ ვარ, საკუთარი ტრადიციები მაქვს და იმის მიხედვით ვცხოვრობ. ჩემი მთავარი დევიზია: სხვას არაფერი გავუკეთო ცუდი, დანარჩენი ჩემი ნებაა და ამ ნებას მივყვები ძალიან დელიკატურად, ლამაზად, ყოველგვარი აგრესიის გარეშე. მაინც ვაკეთებ იმას, რაც მიმაჩნია, რომ უნდა ვაკეთებდე. ჩვეულებრივი დედა ვარ, მკაცრიც და მეგობრულიც. მე და ჩემი შვილები ერთმანეთს ჩვენ-ჩვენს საიდუმლოებებს ვუყვებით – ჩემს გამოცდილებას ვუზიარებ მათ და ისინიც ითვალისწინებენ. მიმაჩნია, რომ თუ დედა და მეუღლე ხარ – უნდა იყო დედა და მეუღლე. თუ გაქვს ოჯახი, უნდა გქონდეს ოჯახი და არა ბუტაფორია. თუ გყავს ქმარი, უნდა გყავდეს ქმარი და არა იმისთვის, რომ ქმარი ერქვას – ქუდი და შარვალი ეკიდოს საკიდზე. ეს ჩემთვის მიუღებელია. როგორც დიასახლისი, რა თქმა უნდა, ვაკეთებ სადილებს, მაგრამ ჩემი და და ჩემი მეჯვარე ცნობილი დიასახლისები არიან, ყველაფრის კეთება ათიანზე, ასიანზე იციან.
– რამდენიმე ხნის წინ „ფეისბუქზე“ ბუბამ სიურპრიზი გაგიკეთა.
– ყველას ვთხოვდი, ჩემს მოდელებთან დაკავშირებით რაღაც გაეკეთებინათ – ფოტოკოლაჟი, მაგრამ არ გამიკეთეს. ის, რომ მანჩინის მუსიკა მიყვარს და ოდრიზე ვაფრენ, იცოდა ბუბამ. დაინახა, ზვიკომ არ გამიკეთა, არც სხვამ და 40 წუთში 12 წლის ბავშვმა ისეთი ფოტოკოლაჟი გამიკეთა, რეჟისორების აღფრთოვანებული კომენტარები უნდა გენახა. ყველაფერი სიზუსტით იყო გაკეთებული. ზვიკოც სიურპრიზების მეფეა, ოღონდ თვითონ უნდა სიამოვნებდეს, მოსწონდეს ეს სიურპრიზი.
– შენსა და ზვიკოს შორის ასაკობრივ სხვაობას როდისმე ურთიერთობაზე ცუდად თუ უმოქმედია?
– არასდროს. ზვიკო აბსოლუტურად მეორე პლანეტაა. ზვიკოს სხვანაირი გემოვნება აქვს, თუნდაც ჩაცმის მხრივ. მაგრამ, როდესაც საქმე მორალს, ხელოვნებას, დიზაინს, შვილების გაზრდას ეხება, აბსოლუტურად ერთნაირი აზრი გვაქვს. ანუ, ვართ ორი სხვადასხვა გემოვნების, ყალიბის ადამიანი, ემოციებითაც განვსხვავდებით. მე შემიძლია, რაღაც მშვიდად, წყნარად გავაკეთო, მას კი ამ დროს ემოცია უშლის ხელს. საშინლად ემოციურია, რაღაცას რომ განიცდის, შეიძლება, იჩხუბოს, ინერვიულოს. ემოციურად უხარია და ემოციურად სწყინს. ანუ, მწუხარებასაც და სიხარულსაც ძლიერ ემოციურად გამოხატავს. ჩვენი ურთიერთობაც ასე იყო. ზვიკოს ისე უნდოდა ჩემთან ყოფნა, და იყო კიდეც ჩემთან, მიუხედავად იმისა, მინდოდა ეს მე თუ არა, რომ ამან გადამაწყვეტინა მისი ცოლობა. იყვნენ ადამიანები, ვისაც უნდოდა ჩემთან ყოფნა, ოღონდ ნებართვას თუ მივცემდი. ზვიკომ ყველაფერი ისე ლამაზად გააკეთა, თავის სურვილი ჩემს სურვილზე წინ ისე ლამაზად დააყენა, რომ არაფერი შეშლია. ჩვენ ისე აღმოვჩნდით ერთად, რომ ვერც მივხვდით. ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც მე შემეფერებოდა, ამიტომ ასე, გაუგებრად აღმოვჩნდით ერთად. ჩვენი შეხვედრა, ერთად ყოფნა იმ ფიქრის გარეშეც არ ყოფილა, რომ ძალიან ნიჭიერი შვილები გვეყოლებოდა. ზვიკო ძალიან ნიჭიერი იყო და უბრალოდ, არავინ ჰყავდა შემფასებელი, ჩემ გარდა. მე რომ ამას ვამბობდი, ყველა მეუბნებოდა, 16 წლის გოგოსავით იქცევიო. რომ გავყევი, ჩემი პირველი შეფასება სწორედ ეს იყო და ფული საერთოდ არ მაინტერესებდა. სულ ვამბობ, მირჩევნია, ვსვამდე ჩაის და სამაგიეროდ, ვიყო კანის ფესტივალზე. საერთოდ არ ვნანობ, ახლაც იგივეს გავაკეთებდი, უბრალოდ, კონსტიტუციაში ერთ მუხლს შევცვლიდი – საკუთარ თავსა და სურვილებს უფრო მეტ დროს დავუთმობდი.

скачать dle 11.3