კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

სერაფიმე როუზი: კაცობრიობა სულიერად იმდენად გაღატაკდა, რომ მართალია, თავს ქრისტიანულ საზოგადოებად მიიჩნევს, მაგრამ სინამდვილეში, ეშმაკისეულ „სასწაულთა“ საუკუნისთვის ემზადება. სწორედ ეს არის უკანასკნელი ჟამის მოახლოების ნიშანი.
მიტროპოლიტი ანტონი: ყოველი ადამიანი ერთადერთია, განუმეორებელია. თითოეული ადამიანი უკიდურესად ღირებულია ღმერთთან მიმართებაში, სხვა ადამიანებთან მიმართებაში. უღმერთოს ხანდახან ავიწყდება ადამიანი, როგორც ცალკეული პიროვნება და ფიქრობს მასზე, როგორც საზოგადოების ან კაცობრიობის ნაწილზე.
წმიდა სილუანი: ამაყ სულს არ ეცხადება უფალი, ამაყმა სულმა თუნდაც მთელი წიგნები დაიზეპიროს, ვერასოდეს შეიმეცნებს უფალს, რამეთუ იგი თავისი სიამაყით არ მისცემს თავის თავში ადგილს სულიწმიდის მადლს, ხოლო ღმერთი შეიცნობა მხოლოდ სულიწმიდის მადლით.
ნიკოლოზ სერბი: ბედი – ეს ფიქრია უფლისა, ყველაფერი მომხდარის შესახებ, მაგრამ არა ისეთი პასიური და უძლური, როგორც – ადამიანისა, არამედ აქტიური და გადამწყვეტი. ვიღაც დილით უახლოეს ქალაქში აპირებდა გამგზავრებას, მაგრამ ღამით სიკვდილი წამოეწია და შორეულ, ზეციურ ქალაქში გადაიყვანა. ხალხი ამბობს: ასეთია ბედი მისი. ვიღაცამ გოგონა შეიყვარა, მოხდა კი ისე, რომ სხვაზე იქორწინა. კვლავ ამბობენ: ბედი! მხოლოდ გონიერი და ყოვლისგანმგებელი უფლისგან წამოსულმა, შორსმჭვრეტელმა და არა ბრმა ბედმა უწყის მიზეზი ყოველივესი. ის, ვინც ამბობს – „ბრმა ბედისწერა“, აღიარებს, რომ არ ესმის შემთხვევის მიზეზი და აზრი – მოწყალე და მართალი უფლის გარეშე არაფერი ხდება.
ბერი პაისი: ნუ ესწრაფვი, გახდე ბერი, რადგან, რომ თავად ეს ზრახვა არის მარცხი. ასევე, ნუ ისურვებ იყო ბერი, თუ იქამდე მორჩილი არ ყოფილხარ.
გაბრიელ ეპისკოპოსი: ამქვეყნად სრულყოფილი ბედნიერება არ იპოვება, რამეთუ, აქ დრო ნუგეშისთვის არ გვეძლევა. აქ მაღალი ღირსება შრომას და ნაკლულებას, მწუხარებასა და სიძნელეებს გააჩნია. სიმშვიდეს გულისთქმები ახლავს, განდეგილობას – მწუხარებანი და მოწყენილობა, ქორწინებას – დანაკარგები და საზრუნავები, მეგობრობას – უსიამოვნებანი და გაუტანლობა, მართლმორწმუნეობას – სიმწარე და ღმერთის განწესებით, ადამის ყოველი შთამომავალი ძეძვსა და ეკალს ჰპოვებს ცხოვრების გზაზე. მრავალი მაგალითი ადასტურებს, რომ ნეტარება ამქვეყნად ფრიად ნაკლულოვანია.
კათოლიკე იაკობი: ნუ იტყვით, ძმანო, ერთურთის ძვირს; ვინც ძმის ძვირს იტყვის და განსჯის თავის ძმას, რჯულის ძვირს იტყვის და განსჯის რჯულს; ხოლო თუ რჯულს განსჯი, სჯულის აღმსრულებელი კი არ ხარ, არამედ მსაჯული. რჯულმდებელი და მსაჯული კი ერთია, რომელსაც ძალუძს თქვენი ცხონებაც და წარწყმედაც. შენ კი ვინა ხარ, რომ განსჯი მოყვასს?
ეფრემ ასური: მოთმინებით გადაიტანეთ ყველა ის განსაცდელი – ჭირნი და მწუხარებანი, რომელნიც კი ამქვეყნიურ ცხოვრებაში შეგემთხვათ და მადლი შესწირეთ მათ გამო უფალს უდიდესი სიმდაბლით, რათა ჭეშმარიტი სიხარული იგემოთ თქვენი მოთმინებისთვის.
მარკოზ მოღვაწე: როგორც წვიმა, რომელიც მიწაზე იღვრება, მცენარეებს მათთვის დამახასიათებელ თვისებებს ანიჭებს: ტკბილს – სიტკბოს, მკვრივს – სიმკვრივეს, ასევე მადლიც, რომელიც მორწმუნეთა გულებში იღვრება, მათ სათნოებათა შესაბამის მადლს ანიჭებს, ისე, რომ თავად არ იცვლება.

скачать dle 11.3