კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის ეგონა ბიჭოლა მულტიმილიონერი არაბი შეიხი და ვინ გააყოლეს მას ცოლად

ბიჭოლას ცხოვრებაში საჩუქრები ყოველთვის მასშტაბური და საინტერესოა. არც მისი დაბადების დღე იყო გამონაკლისი, როდესაც სიურპრიზად მთელი ზაფხული მიიღო. საგზურები ეგვიპტესა და იბიცაზე მან სრულყოფილად გამოიყენა, ახლა კი უკვე ბათუმს მიაშურა და ოქტომბერში ჩასატარებელი, კიევის მოდის კვირეულისთვის აქტიურ მზადებას სულ ცოტა ხანში დაიწყებს. 17 ოქტომბერს „ანუკი და ბიჭოლას” ჩვენებაზე დასასწრებად ბევრი თბილისელი ემზადება.

ბიჭოლა: წელს მქონდა დაუვიწყარი ზაფხული. ერთი დღით სიონშიც ვიყავი ასული – არ ვუღალატე ჩემს აგარაკს, სადაც ამდენი წელია, ვისვენებ. ჩემი მეგობრები არიან ტურისტული კომპანიები: „ინტერკონტინენტალი” და „აიემგლობალი”. „ინტერკონტინენტალმა” მაჩუქა საგზური ეგვიპტეში, ჰურგადაში, საოცარ, ზღაპრულ სასტუმროში. „აიემგლობალი” კი მთელი ჩემი დაბადების დღის ორგანიზატორიც იყო და თან, მაჩუქა დასვენება იბიცაზე. ეს საჩუქრები ისე გამოვიყენე, რომ, შემიძლია, ორი წელი გაუჩერებლად ვიმუშაო. ისეთი ენერგია დამიგროვდა და ძალების ისეთ მოზღვავებას ვგრძნობ, დარწმუნებული ვარ, მე და ანუკი კიდევ ერთხელ ავალაპარაკებთ ყველას. იბიცადან ვიყავი ჩასული ბარსელონაშიც, სადაც ყოველ ნაბიჯზე ქართველები გვხვდებოდნენ. ადამიანები მოდიოდნენ, მცნობდნენ და ისეთ სიტყვებს მეუბნებოდნენ, ისე მეფერებოდნენ, იმხელა სითბოს გამოხატავდნენ, გეფიცები, თვალზე ცრემლი მომადგა. ჩემთან ერთად იღებდნენ ფოტოებს ახალგაზრდები, ასაკოვანი ქალები, კაცები. ძალიან გვიყვარხარო, მეუბნებოდნენ. შოკში ვიყავი. ბარსელონასთან უკვე ისეთი თბილი მოგონებები მაკავშირებს, რომ იქ აუცილებლად დავბრუნდები. არ ვიცი, წაიკითხავენ თუ არა, მაგრამ, მინდა, თბილისიდან თბილი მოკითხვა შევუთვალო მათ. თან, ემოციურად ისედაც სავსე ვიყავი – ამ ქალაქის არქიტექტურამ, გაუდის ფორმებმა, გამაოგნა. ევროპის უამრავ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და შედარების საშუალება უკვე მაქვს.
– მაშინ, ბარემ ბოლოდან დაიწყე და იბიცაზე მომიყევი.
– ჩავედი და იქ დამხვდა მოსკოვში მცხოვრები უკრაინელი ქალბატონი, მატილდა სტავრი, რომელსაც ქართველი მეუღლე ჰყავს. მატილდა ჩემი უახლოესი მეგობრისგან გავიცანი და, ისე, უბრალოდ ვთქვი, თუ წელს ჩამოვედი, აუცილებლად გნახავ-მეთქი. მას იქ აგარაკი აქვს და მთელ ზაფხულს იბიცაზე ატარებს. ჩავედით და, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, იბიცა დავიპყარით. არ გამოგვიტოვებია არც ერთი წვეულება, არც ერთი კლუბი. სუპერ მარჩე, „პრივილეჯე” ძალიან მაგარი კლუბია, სადაც ვნახე პაფ დედი. რომ წამოვედი, სწორედ იმ დღეს ჰქონდა კონცერტი და ვერ დავესწარი. ვიყავი დევიდ გეტას წვეულებაზე. ერთი კვირა ვიყავით და შვიდი დღის განმავლობაში კლუბი არ გამოგვიტოვებია. ასეთი რეჟიმი გვქონდა: მივდიოდით რესტორანში, ვვახშმობდით და მერე მივდიოდით კლუბში. მთელი დღე მეძინა, პლაჟზე სულ ერთხელ ვიყავით და იმ ერთხელაც დახურულ პლაჟზე წავედით, სადაც მუსიკაა ჩართული, ხალხი საცუარაო კოსტიუმებში ცეკვავს და მთელი ამბავია. იქ გასარუჯად და დასასვენებლად არავინ ჩადის.
– აბა, ყველა სიგიჟისთვის ჩადის?
– ზუსტად. სრული სიგიჟეა. სხვათა შორის, ვიყავი ქალაქის ძველ ნაწილში – ულამაზესი ადგილებია სიძველის სუნით. ძველი ქალაქის ქუჩებში საკარნავალოდ გამოწყობილი ადამიანები დადიან, რომლებიც ყვირიან და აანონსებენ, თუ სად რა ხდება იმ ღამეს. ყველა კლუბს თავისი ფიარჯგუფები ჰყავს: ზოგი ოჩოფეხებზე დგას, ზოგი ნახევრად შიშველია, ზოგი ტრანსვესტიტია. მოკლედ, ერთხელ გაივლი და მიხვდები, სად გინდა იმ ღამით წასვლა. ღამით შედიხარ კლუბში და საერთოდ გავიწყდება, ვინ ხარ, საიდან მოხვედი. ალკოჰოლის ზემოქმედება და – მორჩა, უკვე მზად ვიყავით. მთელი ღამე ჩვენზე ბედნიერი არავინ იყო (იცინის).
– სვირინგი იქ გაიკეთე?
– ჰო, ეს ჩემი პირველი სვირინგია და რომ დავხედავ, სულ ეს ერთი კვირა გამახსენდება – იბიცა 2011, რომელიც მართლა ზემაგარი იყო. მე და მატილდა სულ ყურადღების ცენტრში ვიყავით, ყველას ცოლ-ქმარი ვეგონეთ: მე – ვიღაც არაბი, მულტიმილიონერი შეიხი, მატილდა კი – ჩემი უკრაინელი ცოლი.
– „fuck me I’m famous” - ეს წარწერა მაისურზე რას ნიშნავს?
– ეს არის დევიდ გეტას ცნობილი სლოგანი, რომელიც მის წვეულებებზე ყოველთვის ჟღერდება. „fuck me I’m famous”-ის მაღაზიებიც არსებობს, სადაც უამრავი აქსესუარი იყიდება, მათ შორის – მაისურებიც. გეტას ამ ფართიზე ათიათასობით ადამიანი იკრიბება. თითქმის ყველა ცნობილი დიჯეის წვეულებას დავესწარი სხვადასხვა კლუბში.
– სამაგიეროდ, გამოტოვე ენრიკე იგლესიასი ბათუმში.
– აბა! სამწუხაროდ, გამოვტოვე და ჩემი მოსაწვევებით ჩემი მეგობრები წავიდნენ. მე, ენრიკეს სამშობლოში ვიყავი, ენრიკე კი აქ იყო. იბიცას მერე წავედი ეგვიპტეში, სადაც წელი კი არა, უკვე სეზონიც არ გამომიტოვებია – ზამთარ-ზაფხულ ჩავდივარ. ამ ზაფხულს პირველად ვიყავი ჰურგადაში. გავგიჟდი ისეთი კლიმატია. საერთოდ არ გცხელა, რაც უნდა მაღალი იყოს ტემპერატურა. თუ იბიცაზე ოცდათორმეტ გრადუსში ხუთვაა, იქ ორმოც გრადუსზეც ჩვეულებრივად ხარ. ძალიან ბევრ მეგობართან ერთად ჩავედი და, ისეთი მაგარი იყო, ვერ აგიწერთ. ქალაქში ჩავდიოდით, ჟინჟილაკებს, რაღაცეებს ვყიდულობდით – მოკლედ, ფანტასტიკური დასვენება გამომივიდა, მაგრამ, ჯერ არ მინდა, რომ დამთავრდეს. თქვენი ჟურნალი რომ გამოვა, უკვე ბათუმში ვიქნები.
– მუშაობას როდის უნდა შეუდგე?
– უკვე დავიწყეთ კოლექციაზე მუშაობა – ჩავალთ კიევში. ძალიან ბევრი საქმე გვაქვს. დაახლოებით, უკვე მოფიქრებულია კონცეფცია, რომლითაც ყველას, ვინც ამ კოლექციას ნახავს, ავალაპარაკებთ. ისეთი იქნება, როგორიც ჯერ არ გინახავთ.

скачать dle 11.3