კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა „დამალოთ“ კონდიციონერი 10 000-ლარიანი ჯარიმის თავიდან ასაცილებლად და რატომ არის რეგიონებში თბილისზე დაბალი საჯარიმო სანქციები

გასულ კვირას საქართველოს მთავრობის ინიციატივით თბილისში მერიის ახალი ინიციატივა ამოქმედდა, რასაც მოსახლეობის დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ცვლილებები შეეხება გარკვეული ტიპის სამშენებლო სამუშაოებს, რომელთა შესასრულებლად მოქალაქეებს არქიტექტურის სამსახურის დასტური სჭირდებათ, ამ სამსახურის უფროსი ბატონი არის ბოჭოიძე აცხადებს, რომ კანონმდებლობა უფრო ლიბერალური გახდა და სამომავლოდ საჯარიმო ტარიფებიც შეიცვლება, თუმცა, მანამდე, საკუთარ სახლში თანხმობის გარეშე გაკეთებული კარი, კიბე და ფანჯარა, შესაძლოა, 10 000 ლარიც დაგიჯდეთ, თუ კანონის მოთხოვნას დაივიწყებთ, საკუთარი სიმშვიდისთვის ხუთ დღეს არ გაიმეტებთ და ორ სავალდებულო ფურცელზე უარს იტყვით.

– ბატონო არის, რატომ გახდა საჭირო ახალი ცვლილებების შეტანა გარკვეული ტიპის სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით?
– ბოლო წლებში ჩვენ უფრო და უფრო ვცდილობთ, რაც შეიძლება მარტივი გახდეს ჩვენი მოსახლეობისთვის ბიუროკრატიული ბარიერები. ადრე მოქმედი კანონმდებლობით, მშენებლობის ნებართვის გაცემისთვის დაახლოებით 36 სხვადასხვა ტიპის დოკუმენტი იყო საჭირო, ცვლილებების შედეგად კი ამ დოკუმენტების რაოდენობა 12-მდე ჩამოვიდა და შეიცვალა არა მხოლოდ დოკუმენტაციის ოდენობა, არამედ მშენებლობის ნებართვის მიღების პროცედურა უკვე შინაარსობრივადაც გამარტივებულია. როცა დამკვეთს არქიტექტურის სამსახურში შემოაქვს პროექტი, ჩვენ ვითხოვთ ინფორმაციას მხოლოდ შიდა ტიხრებზე და კიბის უჯრედზე, დანარჩენი დეტალები, მათ შორის, შიდა დაგეგმარება, როგორც ადრე იყო, ახლა სავალდებულო აღარაა. თუ ადრე სავალდებულო იყო სამშენებლო მოედნის გეოლოგიური კვლევის ექსპერტიზის დასკვნები, რომელიც საქმეში იდებოდა, ეს თემაც მოხსნილია. გარკვეული ტიპის სამშენებლო სამუშაოებზე უკვე ნებართვაც კი აღარ არის საჭირო.
– როგორც ვხვდები, ეს ეხება კარისა და ფანჯრის თემას, რამაც თბილისში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
– მოგახსენებთ. თუ ადამიანს სურს, ყრუ კედელში გაჭრას ფანჯარა, კარი, მოაწყოს კიბის უჯრედი ან მოახდინოს ფასადის ისეთი რეკონსტრუქცია, რომლითაც არ იზრდება შენობის ფართობი, მას არ სჭირდება მშენებლობის ნებართვის აღება არქიტექტურის სამსახურში, საკმარისია მხოლოდ ესკიზური ვარიანტის წარმოდგენა. მთავარ, სავალდებულო დოკუმენტებად ითვლება შენობის არსებული სურათი, ფოტომონტაჟი, რისი გაკეთებაც გსურთ და ინფორმაცია მესაკუთრის შესახებ. იგივე ეხება კიბის უჯრედის მოწყობასაც. თუ თქვენ გინდათ ფასადის ფერის შეცვლა იმავე ფერით, ამაზე თანხმობა არ გჭირდებათ, მაგრამ, თუ კედელი არის თეთრი და გინდათ შეღებოთ რუხ ფერად, ამაზე თანხმობაა საჭირო. თუ არ იცვლება ფანჯრის, კარის, კიბის უჯრედის ფორმა და ზომა, ამას არანაირი წერილობითი თანხმობა და ნებართვა არ სჭირდება, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ შენობა არ მიეკუთვნება ისტორიული ძეგლების ნუსხას. თუ ადამიანს აქვს კერძო მიწის ნაკვეთი, სადაც სურს, მოაწყოს აუზი, ამაზეც არ იქნება საჭირო ნებართვა – თანხმობას მივცემთ ესკიზის წარმოდგენისთანავე; იგივე ხდება მცირე სამუშაოების შესრულების დროსაც, ოღონდ, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზე აშენებული ნაგებობის ფართი არ უნდა აღემატებოდეს 60 კვადრატულ მეტრს.
– ამბობთ, პროცედურა გავამარტივეთო, რა მნიშვნელობა ექნება, თუ ყველაფერი მაინც უნდა შეთანხმდეს, პროცედურას ფორმალურად ნებართვას ვუწოდებთ თუ თანხმობას?
– ნებართვა ნიშნავს არქიტექტურულ პროექტს სრული სამშენებლო დოკუმენტაციით: გეგმით, ფასადით, ჭრილით, ექსპერტების დასკვნებით, კონსტრუქციებით და ასე შემდეგ, სადაც ერთი ხაზის გამორჩენაც კი, საკმაოდ ბევრ პრობლემას იწვევდა; დღეს საკმარისი იქნება მხოლოდ მესაკუთრეობის დამადასტურებელი საბუთისა და ვიზუალის წარმოდგენა და ჩვენ ამის საფუძველზე ვიძლევით თანხმობას მაქსიმუმ ხუთ დღეში, რომ ეს სამშენებლო სამუშაო ასეთი ფორმით შესრულდეს. ახლა საჭირო აღარაა ყველა დეტალის სანტიმეტრებით გაზომვა, პროცედურა არის უფასო, მოქალაქე ჩვენთან არც ერთ თეთრს არ იხდის. საკმაოდ პრობლემური აღმოჩნდა კონდიციონერების დამონტაჟების თემაც. ყველას სურს, რომ კონდიციონერი მიმაგრებული ჰქონდეს ფასადზე. ადამიანებს უნდათ, რომ სახლში ჰქონდეთ კონდიციონერი – ეს ბუნებრივია, მაგრამ, ფასადი არ უნდა დაამახინჯონ. წარმოგიდგენიათ, რუსთაველზე ყველა ოფისმა თავისი კონდიციონერი გარეთ რომ გამოიტანოს, როგორი დასანახი იქნება? კონდიციონერი შეიძლება იყოს გარეთ, მაგრამ, ისე უნდა იყოს შეფუთული, რომ შენობის იერსახე არ დაამახინჯოს – ეს ჩვენგან საკმაოდ მკაცრი მოთხოვნაა. ჩვენ ვთავაზობთ ისეთ ალტერნატიულ გზას, რომლითაც ის დამალული იქნება.
– კონდიციონერის შემთხვევაში, ჯარიმა რამდენია?
– თუ დარღვევა ფასადის მხრიდან აქტიურად აღქმადი არაა, ჯარიმა შეადგენს 1 000 ლარს, თუ დარღვევა დაფიქსირდა ძველ თბილისში ან ცენტრალურ გამზირზე, ჯარიმა შეადგენს 10 000 ლარს, თუმცა, კონდიციონერზე გადახდილი ჯარიმის პრეცედენტი მე არ მახსოვს – მოხსნის მოქალაქე კონდიციონერს და პრობლემაც ამოიწურება, ჯარიმამდე არც ერთხელ არ მისულა საქმე.
– როგორც წესი, თუ ადამიანი დაზიანებულ ფანჯარას ახლით შეცვლის, შეეცდება, ის უკეთესიც იყოს, თუნდაც ცოტა მოზრდილი, ზომა-წონა და ფასადის ფერი მისხალ-მისხალ უნდა შეთანხმდეს თქვენს სამსახურთან?
– ჩვენ ხომ არ ვეუბნებით მოქალაქეს, რომ არ შეცვალოს კარი თუ ფანჯარა. იმ შემთხვევაში, თუ ეს კარი ან ფანჯარა არ არსებობს, უნდა გვაჩვენონ ის, რისი გაკეთებაც სურთ. სამეზობლო მიჯნაზე, დღეს მოქმედი წესით, არ შეიძლება, გადიოდეს ფანჯარა – ერთი თვითნებური ფანჯრის გამოჭრაც კი ქმნის პრობლემებს. ამიტომაც, ეს საკითხი შეთანხმებული უნდა იყოს ჩვენს სამსახურთან. თბილისში არის ადგილები, სადაც დღეს, შეიძლება, გაიჭრას ყრუ კედელი და ამან ქუჩის იერსახეზე არ იმოქმედოს, მაგრამ, ადრე თუ გვიან, ის ყრუ ქუჩა, შეიძლება, ცენტრალურ ქუჩად იქცეს. წლების წინ ვაჟა-ფშაველას გამზირი საერთოდ არ არსებობდა, მაგრამ, იქ ვიღაცას რომ არ ეფიქრა იმ მშენებლობის რეგულაციაზე, ახლა სხვა მდგომარეობა გვექნებოდა.
– თქვენი სამსახურის თანხმობა გარკვეულ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული.
– ფოტომონტაჟის გაკეთება შეუძლია ყველას, ვისაც კომპიუტერზე მიუწვდება ხელი, ასე რომ, ეს არაა ძვირად ღირებული ფუფუნება, ამ დოკუმენტაციის გაკეთება არ დაჯდება ახალი ფანჯრის ღირებულების 5 პროცენტიც კი. თუ მონიტორინგის დროს აღმოჩენილი შემთხვევისას, ზედამხედველობის სამსახურმა მოითხოვა ცნობა არქიტექტურის სამსახურიდან, ჩვენ ამ ცნობას ერთ-ორ დღეში გავცემთ. აქ მოსვლაც კი არაა საჭირო, მოქალაქეს შეუძლია, ინტერნეტის მეშვეობით მოგვწეროს მოთხოვნა და პასუხი ელექტრონული გზით მიიღოს.
– როგორც ითქვა, საკმაოდ მაღალი იქნება საჯარიმო სანქციები.
– საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებული აჟიოტაჟი უსაფუძვლოა, საჯარიმო სანქციას სჭირდება ცვლილებების შეტანა კანონში, რაც ჩვენს კანონმდებლობაში არ შესულა და, თუ მოხდება სატარიფო ცვლილებები, ეს აუცილებლად იქნება ლიბერალური.
– ათსართულიანი შენობის აშენებისა და ფანჯრის გაჭრისთვის ერთი და იგივე ოდენობის ჯარიმა არ უნდა იყოს.
– გეთანხმებით, რომ ეს ასე არ უნდა იყოს და ამ თემაზე მუშაობენ ექსპერტები და სპეციალისტები. ისინი მოამზადებენ პროექტს, რომელიც შეთავაზებული იქნება საკანონმდებლო ორგანოში და დარწმუნებული ვარ, რომ ცვლილებები ლიბერალური იქნება, მაგრამ, იმაზე შევთანხმდეთ, რომ შესაბამისი დარღვევისთვის უნდა არსებობდეს შესაბამისი სანქცია. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით მოსახლეობის ინფორმირებას, მაგრამ, კანონის არცოდნა არავის არ უნდა ათავისუფლებდეს პასუხისმგებლობისგან. თუ სამშენებლო ცვლილება ზომებში არ ცდება 10 სანტიმეტრს, რასაც ითვალისწინებს კანონმდებლობა, ახალი ფანჯარა თუ კარი, ძველის იდენტურად შეიძლება ჩაითვალოს და ეს პრობლემას არ ქმნის.
ამ ეტაპზე ყრუ კედელში კარის გაჭრა ითვლება უკანონო მშენებლობად, ამ დარღვევისთვისაც, ისევე, როგორც უნებართვო მშენებლობისთვის, არსებობს ჯარიმა, 10 000 ლარის ოდენობით. თუ სამშენებლო ცვლილება ზომებში არ სცდება 10 სანტიმეტრს, რასაც ითვალისწინებს კანონმდებლობა, ახალი ფანჯარა თუ კარი ძველის იდენტურად შეიძლება ჩაითვალოს და ეს პრობლემას არ ქმნის.
– 11 სანტიმეტრი „საბედისწერო” შეიძლება აღმოჩნდეს მოქალაქისთვის?
– თერთმეტი – უკვე კი (იცინის), თუმცა, ზედამხედველობის სამსახური მოქალაქეებს ისე არ აჯარიმებს, როგორც საპატრულო პოლიცია გვაჯარიმებს შუქნიშნის წითელ ფერზე გავლის დროს; ზედამხედველობის სამსახური აძლევს მოქალაქეს გონივრულ ვადას – ერთი ან ორი თვის განმავლობაში, რათა მან იმ ფორმით აღადგინოს ის ფანჯარა, რა ფორმითაც არსებობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიწერება ჯარიმა. ჩვენი კანონმდებლობა მაქსიმალურად ლიბერალურია. რუსეთში უნებართვო მშენებლობებზე ადამიანებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრებათ. არის ქვეყნები, სადაც ამ თემასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი კონტროლი აქვთ დაწესებული, ჩვენთანაც, თუ არ დარეგულირდა მშენებლობების სფერო, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. ჩვენ ყველას გვახსოვს ის დრო, როცა სრული ქაოსი იყო და არანაირი ნორმა არ არსებობდა, არავინ კითხულობდა, ვინ რას აშენებდა. ეს დრო ჩვენს ქალაქში აღარასოდეს აღარ დაბრუნდება და იგივე ტენდენცია იქნება მთელ საქართველოში. პროცედურები მთელ საქართველოში გამარტივდა, მაგრამ, რეგიონებში, თბილისისგან განსხვავებით ჯარიმა დაბალია და 1 000 ლარს შეადგენს. თუმცა, რეგიონებში თავის ეზოში ყველა იმას აშენებს რაც უნდა და სავალდებულო, წერილობით თანხმობას ამისთვის არავინ იღებს.

скачать dle 11.3