კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მუზაგაღვიძებული

როდესაც მდინარეები ზვირთდებიან

უხვი ნალექი არც ახლად დაგებულ გზებს ინდობს, არც მოსახლეობის სახლებს, არც საკარმიდამო ნაკვეთებს, არც შინაურ ფრინველ-პირუტყვს და არც მოსავალს. რაკი სტიქიას ვერავინ აკონტროლებს, შესაბამისად, სახელმწიფო სამსახურები ზარალს ითვლიან და მოსახლეობას დახმარებასაც ჰპირდებიან (თუმცა ისიცაა, რომ ზარალის დათვლის პროცესი ბევრი გვინახავს, აი, ზარალის ასანაზღაურებლად გაცემული კომპენსაციისა, რბილად რომ ვთქვათ, უფრო ნაკლებად). თავის მხრივ, დატბორილ-წყალწაღებული მოსახლეობა ჩივის, რომ მდინარეების ადიდებას კალაპოტებისა და სანიაღვრე ხევების გაუწმენდაობა იწვევს, რაც უხვი ნალექის დროს კიდევ უფრო დამანგრეველს ხდის წყალდიდობის შედეგს.
შესაძლოა, იმ მარტივი მიზეზით, რომ სანიაღვრე ხევის გაწმენდა, რაკი ღვარცოფს არ გამოიწვევს ან მდინარის კალაპოტის გაწმენდა, რაკი ის ასე უკიდეგანოდ აღარ ადიდდება, სანახაობრივ ეფექტს არ იძლევა, ამ საქმეს, ვისაც ეხება, არ სწყალობს. თუმცა, მეორე მხრივ, არა მხოლოდ გარემოს დაცვის სამინისტრო ატარებს ხოლმე დასუფთავების აქციას (განსაკუთრებით, გარემოს პოლიეთილენის პარკებისგან მოცილების მიზნით), ამ საქმიანობას „პრისტავებიც“ (იგივე მანდატურები, ოღონდ ოკუპანტის ენაზე) ეწევიან (განსაკუთრებით, არასასწავლო პერიოდში, როდესაც „სასპრისტავო სასტავი“ არდადეგებზეა, თანაც, ხომ უნდა დაამტკიცონ არდადეგების პერიოდში ხელფასების აღების აუცილებლობა?!). ჰოდა, რაკი ასეთი ენთუზიასტები ყოფილან, ვფიქრობ, თუკი ორივენიცა თავიანთ ჟინიან ძალისხმევას სანიაღვრე ხევებისკენაც მიმართავენ, იქნებ წარღვნასაც დავენდეთ. როგორც ჩანს, ამ ჩვენი გარემოს დაცვას მხოლოდ ამ ჩვენი გარემოს დაცვის მინისტრის მიერ ბათუმში ჩატარებული კონცერტები არ შველის. ლოგიკა მარტივია: როდესაც სტიქია გიტევს, მუსიკალური საკრავები გვერდზე უნდა გადადო და, თუ პოლიეთილენის პარკებს არ აგროვებ, მდინარის კალაპოტები უნდა გაწმინდო თავის სანიაღვრე ხევებიანად!

скачать dle 11.3