კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გულმოოხებული

„ერთ დათვი მაინც გავზარდე…“

თურქული ინტერნეტპორტალის ცნობით, გასულ კვირას საქართველოს საზღვართან ახლოს, თურქეთის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ სოფელში დათვი თავს დაესხა თურქეთის მოქალაქეს და მძიმედაც დატორა. თავდაპირველად დათვს ძაღლები მიესივნენ, მათ ყეფაზე მეზობლებიც გამოჩნდნენ და თანასოფლელიც გადაარჩინეს, თუმცა, იგი მძიმედაა დაჭრილი. თურქეთის სოფლის მცხოვრებლების თქმით, ამ ბოლო დროს დათვები საგრძნობლად მომრავლებულან და ადამიანების საცხოვრებლებთანაც საკმაოდ ახლოს მიდიან.
რაც მთავარია, კავკასიური მურა დათვები თურქეთის ტერიტორიაზე საქართველოდან, კერძოდ, აჭარის მთებიდან გადადიან. რაკი ეს სახეობა „წითელ წიგნშია“ შეტანილი, მასზე ნადირობა იკრძალება: გარდა ფულადი ჯარიმისა, დათვის მოკვლისთვის პატიმრობაცაა გათვალისწინებული. ამ ხელშეწყობის წყალობით, მურა დათვები საგრძნობლად მომრავლებულან, მიუხედავად იმისა, რომ მათზე არალეგალურად მაინც ნადირობენ, რაც, სხვათა შორის, ამ ოთხფეხებს აიძულებს, თავი თურქეთის ტერიტორიას შეაფარონ. თუმცა, ამ ბოლო დროს, განსაკუთრებით, ნაკრძალის სიახლოვეს, მურა დათვები აჭარის მოსახლეობასაც ავიწროებენ ოღონდ, ძირითადად, მოსავალს ეტანებიან: თხილსა და სიმინდს, ადამიანს კი თავს მხოლოდ 10 წლის წინათ დასხმიან.
ჩვენ, ბუნებრივია, მეტად ვწუხვართ თურქეთის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და ვერც ჩვენს მურა დათვებს მოვუწონებთ ადამიანებზე თავდასხმებს, თუმცა, რაკი ცოდვა გამხელილი ჯობს, უნდა ვაღიარო, რომ მაინც სასიამოვნოა, ჩვენთან ნაშობი, თუნდაც, ოთხფეხი, შიშის ზარს თუ დასცემს შემოგარენს.

скачать dle 11.3