კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თავშექცეულები

ანუ უჩვენოდ…

რაკი ბედის (თუმცა, რაღა ბედის, უფრო ჩრდილოელი მეზობლისა და დიდი გეოპოლიტიკური თამაშების) მუხანათობით აფხაზეთში არჩევნები უჩვენოდ ტარდება, ისღა დაგვრჩენია, თავი კომენტარებით შევიქციოთ. ასეც ვიქცევით (მათ შორის, ბუნებრივია, პირადად მეც, თუმცა, ვაღიარებ, სხვა თავშესაქცევს ვამჯობინებდი). ამ საქმეს გვერდი ვერც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელმა შოთა მალაშხიამ აუქცია, ანუ, მანაც შეგვაწია კომპეტენტური სიტყვა: „ვინც უნდა გახდეს აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი, რეალურად არაფერი შეიცვლება და ნებისმიერი მათგანი რუსეთის მარიონეტი იქნება“. თუმცა, კომისიის თავმჯდომარე დასძენს, რომ „იმას, რაც დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ხდება, ძნელია, საარჩევნო პროცესი ეწოდოს. რეალურად ადგილი აქვს კლანებს შორის დაპირისპირებას როგორც აფხაზეთში, ასევე მის გარეთ, კერძოდ კი – მოსკოვში.“
ძნელია თუ ადვილია, აფხაზეთის ტერიტორიაზე აგერ უკვე მესამე „პრეზიდენტს“ გამოიცვლიან და ოფიციალური თბილისი შეთანხმებულია (რასაკვირველია, ერთმანეთთან), რომ იქ პროქართველი კანდიდატები, უბრალოდ, არ არსებობენ. მეორე მხრივ, სავარაუდოდ, იმიტომ რომ შეთანხმებული არიან, ბ-ნი მალაშხია ბრძანებს, რომ აფხაზეთში „ცვლილებები დამოკიდებულია არა ანქვაბზე, შამბაზე ან რომელიმე სხვა სეპარატისტ ლიდერზე, არამედ დასავლეთისა და რუსეთის მოლაპარაკებებსა და მთავარი ღირებულებითი საკითხების გადაწყვეტაზე (მე კი გულუბრყვილოდ მეგონა, რომ „ქორწილში“, ადრე თუ გვიან, „ჩვენც დაგვპატიჟებდნენ“).“
ხოლო, რაკი „ყველაფერი დასავლეთისა და რუსეთის მოლაპარაკებაზე“ ყოფილა „დამოკიდებული“, მაშინ, სრულიად გაუგებარია, რატომ თავკაცობს ბ-ნი მალაშხია (პროფესიით და გაპარლამენტარებამდე მოქმედი ნევროპათოლოგი) აგერ უკვე მეორე მოწვევაა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით საპარლამენტო კომისიას – კონფლიქტების თემაზე დოკუმენტური ფილმების გადასაღებად და წიგნების დასაწერად (მის ანგარიშზე დოკუმენტურ ფილმთა ციკლი და ორი წიგნია)?!

скачать dle 11.3