კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გამოცდილების გაზიარებამოწყურებულები

ანუ ვერნაკმარები

მაშინ, როდესაც ესტონური პროფკავშირის მუშაკები თავიანთ ქართველ კოლეგებს სოლიდარობას უცხადებენ და საქართველოსავე ხელისუფლებას მშრომელებისა და მათი უფლებების დამცველი საქართველოს პროფკავშირების დაცვისკენ მოუწოდებენ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია (საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებთან ერთად!) ლიტვის სეიმის გამოცდილებას ეცნობა. თუმცა, რაღა ეცნობა, უკვე გაეცნო: ამ მიზნით, ქართველი პარლამენტარები ვიცე-სპიკერ ბ-ნ მაჭავარიანის თაოსნობით ლიტვას ესტუმრა და საკუთარი ორთავ თვალით იხილეს (ოფიციალურ ნიუსში გვამცნეს: „დეტალურად გაეცნენო“), თუ როგორ მუშაობს უახლესი ტექნიკით აღჭურვილ პლენარულ სხდომათა დარბაზში ხმის მიცემისა და გახმოვანების ტექნიკა (თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენ ისეთი რჩეულებიც გვყავს, დღიდან გაპარლამენტარებისა ხმა რომ არ ამოუღიათ და ხმებსაც ისე აძლევენ, პლენარულ სხდომებს არც ესწრებიან, თუ მთლად ულტრათანამედროვეს არა, ვითომ, ამ საქმეს საშუალოდ თანამედროვე ტექნიკას ვერ ვაკმარებდით?!).
ისიც შევიტყვეთ, რომ ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტის მოტივის როლი პარლამენტის ქუთაისში გადატანას შეუსრულებია, რაკი ჩვენი ახალი საკანონმდებლო ორგანოს შენობის უახლესი ტექნიკით აღჭურვაა ჩაფიქრებული. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ გასულ კვირას, მაგალითად, ბათუმის ახლად აშენებულ ოპერის თეატრს წვიმამ გამოუარა, თუ, მაინცდამაინც, უახლესი ტექნიკისკენ მიუწევდათ გული, პარლამენტარების ნაცვლად, არ აჯობებდა, ისინი გაეგზავნათ, საქართველოს პარლამენტის ახალ შენობაში გახმოვანებისა და ხმის მიცემის ტექნიკა რომ უნდა დაამონტაჟონ?!

скачать dle 11.3