კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ამერიკელი მშრომელების აღშფოთება

ჩვენი სიმშვიდის სადარაჯოზე

გასულ კვირას Daily Mail-მა გვამცნო, რა თქმა უნდა, სანდო წყაროზე დაყრდნობით, რომ ჩვენი სულზე უტკბესი პარტნიორი ქვეყნის პირველ ლედის, არც მეტი, არც ნაკლები, 10 მილიონი აშშ დოლარი გაუფლანგავს (თანხის ოდენობის უკეთ წარმოსადგენად გეტყვით, რომ აშშ-ში ოთხსულიანი ოჯახისთვის სიღარიბის ზღვარი 20 050 აშშ დოლარია, ჩვენთან – 3 000 ლარამდე). მეორე მხრივ, ქართული პოლიტცხოვრების ლოგიკით, ამ საქმეს მთლად გაფლანგვასაც ვერ დავარქმევთ, რადგან აშშ-ის პრეზიდენტის მეუღლეს ეს თანხა 2010 წლის განმავლობაში დასვენებისთვის დაუხარჯავს. ზემოხსენებული გამოცემის ინფორმაციის წყარო აღშფოთებულია, რადგან მისი ქვეყნის პირველი ლედი, თურმე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში ჩერდება და ამიტომაც ასკვნის, რომ „ეს შემზარავია“. ამერიკული შემზარაობა კი ასეთ რამეს გამოუწვევია: „მიშელი საკუთარი პრივილეგიით სარგებლობს და მშრომელი ამერიკელების ფულს დასვენებებში ხარჯავს.“
ჩვენ არ ვიცით, რა ახსნას მოუძებნის ამ აღშფოთებას თეთრი სახლი ან როგორ აისახება ამერიკულ მშრომელთა აღშფოთება ბარაქ ობამასთვის ხმის მიცემა-არ მიცემაზე მომავალ არჩევნებში (თუმცა, ალბათ, არც ღირს თავის ატკიება, რადგან ამერიკელი მშრომელები თავს არ დაიჩაგრავენ), თუმცა, ვფიქრობ, ნათელია ის სიკეთე, რაც ქართველი მშრომელებისთვის საჯარო ინფორმაციის მოპოვების გართულებას (რიგ შემთხვევაში, საერთოდაც, მოპოვების შეუძლებლობას) მოაქვს: მათ არ იციან და ვერც ვერასოდეს გაიგებენ, რა დაჯდა, თუნდაც, „ქეთოსა და კოტეს“ დადგმა, აღარაფერს ვიტყვი, რა ოდენობის თანხა იხარჯება პატიოსან გვამთა მივლინებებსა და კეთილმოწყობაზე, ამიტომაც მშვიდად არიან!

скачать dle 11.3