კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„სამართლიანობის დოქტრინა“

ანუ დავეწიეთ და გავუსწარით ამერიკას!

ჩვენი ოკეანისგაღმელი პარტნიორის ხელისუფლებამ ოფიციალურად თქვა უარი ეგრეთ წოდებულ „სამართლიანობის დოქტრინაზე“. ეს ამაღელვებელი სახელწოდების მქონე შეზღუდვა აშშ-ში 1949 წელს დაწესდა და ტელევიზიებისა და რადიოსადგურებისგან საკვანძო საკითხების დაბალანსებულად გაშუქებას მოითხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მედიასაშუალებების მფლობელები ლიცენზიებს უნდა დამშვიდობებოდნენ. თუმცა, სულ ახლახან, კავშირგაბმულობის ფედერალური კომისიის თავკაცმა ამერიკელ საზოგადოებას ამ შეზღუდვის გაუქმებაც აცნობა და ზედაც 82, როგორც თავად შენიშნავს, „მოძველებული ნორმა“ მიაყოლა (ბიზნესზე ზეწოლის შემცირების მიზნითო).
მეორე მხრივ, კარგა ხანია, „სამართლიანობის დოქტრინა“ ამერიკელი კონსერვატორების თავდასხმის ობიექტიც ყოფილა, რადგან, მათი აზრით, სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს გადაცემების შინაარსის რეგულირებაში (ვფიქრობ, ურიგო არ იქნებოდა, აშშ-ელი კონსერვატორები ჩვენს მთავრობასაც რომ დასხმოდნენ თავს) და საინფორმაციო საშუალებების განვითარების ამ თავბრუდამხვევ ეპოქაში ასეთი ჩარევა უსაგნოა (მე ვიტყოდი, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების გათვალისწინებითაც, ოღონდ, სწორედაც რომ, აშშ-ში).
სხვათა შორის, „თავისუფლების დოქტრინამდეც“, ანუ 1949 წლამდეც არსებობდა ნორმა (რა თქმა უნდა, იმავე აშშ-ში), რის მიხედვითაც, წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკოსებს ეთერი თანაბრად უნდა დასთმობოდათ, რაც კვლავ ძალაშია.
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენი ელექტრონული მედიასაშუალებების აბსოლუტური უმეტესობა, დაბალანსების თვალსაზრისით, ტყემალზე ზის, უნდა ვივარაუდოთ, რომ 1949 წლამდე ჯერაც ვერ მიგვიღწევია, ან უკვე გავუსწარით (მე მაინც მგონია, რომ პირველია).

скачать dle 11.3