კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საექსპორტოდ გამზადებულები

ანუ აღარც „პრასი გვაქვენ“

მართალია, ერთი კილოგრამი სიმინდის ფქვილის ფასმა აგერ უკვე 3 ლარს მიაღწია, თუმცა ჩვენი სოფლის მეურნეობის მინისტრი გვაიმედებს, რომ საქართველო სიმინდის ექსპორტისთვის მზადაა! ოღონდ, ჯერჯერობით არ გვიმხელენ, ვინ და სად ელის ამ ჩვენს ამერიკულ ჰიბრიდულ სიმინდს (შეგახსენებთ, რომ ის საკვებად არ გამოდგება და ჰიბრიდული სიმინდის ბაზარზე ლიდერი ამერიკაა), სამაგიეროდ, უკვე ვიცით, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსავლის მინიმალური დანაკარგებით აღებას გეგმავს. მაგრამ, რაღა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, როდესაც მას ამ საქმეში ამერიკის მთავრობა ეხმარება (პრინციპით, მეგობარი გაჭირვებაში იცნობაო). სწორედ ამ დახმარების ეგიდით, შეერთებულ შტატებს გუმანში ორ-ნახევარი მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 10 ერთეული უნივერსალური კომბაინის გადმოცემა ჰქონია.
ადგილობრივი ხელისუფლება ირწმუნება, რომ კომბაინები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდება (რაკი სულ ათია, სავარაუდოდ, თითო-თითო ყველა რეგიონსაც ვერ უნდა ეყოს) და „შემოდგომაზე მოსახლეობა მოსავალს უახლესი ტექნიკის დახმარებით აიღებს“.
ჯერჯერობით არაფერი თქმულა, ყვითელი სიმინდის პატრონ ამ ჩვენს ფერმერებს ზემოხსენებული კომბაინები უფასოდ გადაეცემათ (ბუნებრივია, მოსავლის აღების პერიოდში) თუ ფასიანად, მაგრამ, ცნობილია, რომ ეს 300 ცხენის ძალის სიმძლავრის მქონე ტექნიკა აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა შეგვისყიდა.
ხოლო, რაკი, ჯერ ერთი, ეს უდანაკარგოდ აღებული ყვითელი სიმინდი არ იჭმევა, მისი თესლი შემოვიტანეთ (თუმცა, ჩვენიც თავზე საყრელად გვქონდა), კომბაინები გვიყიდეს და, შესაძლოა, რადგან აშშ ჰიბრიდული სიმინდის უმსხვილესი ექსპორტიორია, აღებული მოსავალიც გაგვაყიდინონ, რჩება შთაბეჭდილება, რომ ახლა უკვე აღარც „პრასი გვაქვენ“.

скачать dle 11.3