კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაძლებს თუ არა რამდენიმე დღე მოურწყავად აბუსალათინი და რით მრავლდება ეს მცენარე

 „ფლორა ინტერნაციონალის” ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკთან, ბატონ ამირან ბიწაძესთან გავარკვევთ, შესაძლებელია თუ არა მცენარეების დატოვება ბინაში მოურწყველად, განსაკუთრებით – აბუსალათინის. თუ როგორ მოვუაროთ ამ მცენარეს, სად დავდგათ ის ზამთარსა და ზაფხულში და რა ტემპერატურა შევურჩიოთ, ამ ყველაფერს ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ. – ბატონო ამირან, როგორი მცენარეა აბუსალათინი და სად ხარობს ის?
– აბუსალათინი პალმისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. ის გარე კლიმატისთვის ერთწლიანია, ოთახის პირობებში კი, მრავალი წელი ხარობს. ის ზომიერი სარტყელის ტროპიკული მცენარეა.
– მაინც რამდენ წელს შეგვიძლია, გავახაროთ ეს მცენარე?
– ოთახის პირობებში ოთხი წელი ხარობს, შემდეგ კი ნაყოფს ტოვებს, რითაც შეგიძლიათ, აბუსალათინი ხელახლა გაახაროთ. მისი ნაყოფისგან მზადდება ზეთები, საცხები და საპნები. ამ მცენარეს ქართულ მედიცინაშიც აქტიურად იყენებენ.
– რას გვირჩევთ, გარე პირობებში გავახაროთ აბუსალათინი თუ უმჯობესია, ბინაში გვქონდეს?
– ეს მცენარე ორივე კლიმატში თავს მშვენივრად გრძნობს. თუმცა, თუ გსურთ, რომ აბუსალათინმა დიდხანს იცოცხლოს, მაშინ ბინაში გაახარეთ. გაითვალისწინეთ, თუ აბუსალათინი ზამთარში გარე კლიმატში იზრდება და ტემპერატურა 3 გრადუსი ყინვა მაინც იქნება, ამ შემთხვევაში, მცენარე დაიღუპება. ის არ იფუთება გარე კლიმატში და ყინვის შემთხვევაში, ვერ გადაარჩენთ.
– თუ შესაძლებელია, რომ ზამთრის ყინვების დროს მცენარე შინ შევიტანოთ და გადავარჩინოთ?
– ოქტომბრამდე აბუსალათინი შეგიძლიათ, გადაიტანოთ ქოთანში, დაგვიანების შემთხვევაში, გადარგვა და ოთახში შეტანა შეუძლებელი იქნება.
– რა ზომის იზრდება აბუსალათინი და კომპაქტურია თუ არა ის ოთახის პირობებისთვის?
– ბინაში ის დაახლოებით, ორ მეტრამდე სიმაღლის იზრდება, ხოლო ღია გრუნტში, ბაღში – ოთხ მეტრამდე. ეს მცენარე არ ისხვლება, სასურველ ფორმას თავად იღებს და ამიტომ, ბინაში თქვენ ვერ განსაზღვრავთ მის ზომას.
– რამდენ ხანში ერთხელ გადავრგათ აბუსალათინი და როგორი ნიადაგი შევურჩიოთ?
– შეგიძლიათ ის საერთოდ არ გადარგოთ. თუ თავიდანვე ქოთანში ჩარგავთ და ბინაში ამყოფებთ, შეგიძლიათ, წლების განმავლობაში ასე დატოვოთ და გაახაროთ. გარე კლიმატში, ბაღში ჩარგვის შემთხვევაშიც, ანალოგიურად ხდება, მხოლოდ თუ სურვილი გექნებათ და ბაღიდან ქოთანში გადაიტანთ, ეს შემოდგომაზე უნდა მოხდეს. მას უყვარს მჟავეტუტოვანი ნიადაგი, რომლის შემადგენლობაშიც უნდა შედიოდეს, როგორც წიწვოვანის მიწა, ასევე ფოთლოვანისაც და ცოტაოდენი ჟანგი.
– თუ მცენარეს ბაღში ჩავრგავთ, ამ შემთხვევაშიც უნდა შევურჩიოთ მისთვის სასურველი ნიადაგი?
– აბუსალათინი ამ მხრივ არაა პრეტენზიული და ბაღში ნიადაგის სწორად შერჩევა არ სჭირდება. ჩარგეთ თქვენთვის სასურველ მიწაში.
– ხომ არ გვირჩევთ, ამ მცენარისთვის დამატებითი კვების შეტანას ნიადაგში და სასუქებით განოყიერებას?
– აბუსალათინს არ სჭირდება დამატებით კვება, რადგანაც დათესვიდან თვე-ნახევარში ის უკვე ზრდასრულ ფორმას აღწევს.
– რით გავამრავლოთ აბუსალათინი?
– ის მრავლდება მხოლოდ თესლით, რადგანაც არანაირი ამონაყარი არ აქვს და ვეგეტაციური გამრავლების საშუალებები მასზე არ მოქმედებს.
– რაც შეეხება ტემპერატურას და როგორი ადგილი შევურჩიოთ ოთახში ამ მცენარეს?
– ზამთარში ოთახში უნდა იყოს 20-25 გრადუსი და თან, დადგით ის ნათელ ადგილას, ფანჯარასთან, ზაფხულში კი – აივანზე, ან ეზოში.
– თუ ზაფხულში, ტემპერატურა ძალია მაღალია, როგორ მოვიქცეთ, ეს ხომ არ იმოქმედებს აბუსალათინზე?
– აბუსალათინი ტროპიკული მცენარეა და ის 55 გრადუს სიცხესაც კი უძლებს. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა და მეტია მზის მცხუნვარება, მით უკეთესად ხარობს ის. გახსოვდეთ, თუ მცენარის წითელფოთლიან სახეობას მზე არ მოხვდა, ფოთოლი მწვანე დარჩება და აღარ გაუწითლდება.
– რა სიხშირით მოვრწყათ ეს მცენარე?
– აბუსალათინი წყლის მოყვარული მცენარეა. ზაფხულში მორწყეთ დღეში ორჯერ. მისი ნიადაგი აუცილებლად ნესტიანი უნდა იყოს. ზამთარშიც მას ყოველდღიურად სჭირდება მორწყვა.
– მავნებლების დასევის საფრთხე ხომ არ ემუქრება?
– ამის ნუ შეგეშინდებათ. მას არანაირი მავნებელი არ მიეკარება, რადგანაც თავადვე არის მავნებელი – შხამს გამოყოფს.
– შესაძლებელია, ამ მცენარეს ხელით შევეხოთ?
– ხელით შეხება, ან გახახუნება, საფრთხეს ნამდვილად არ შეგიქმნით. უბრალოდ, თავად მცენარეს მწერი არ მიეკარება, ფოთოლში შხამის შემცველობის გამო.
– კიდევ რა გავითვალისწინოთ ამ მცენარის გახარებისას?
– აბუსალათინი ცნობილია მედიცინის თვალსაზრისითაც. გარეგნულად ყავის ხეს წააგავს, თუმცა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ მისი ნაყოფი საჭმელად უვარგისია და შესაძლებელია, მისმა გასინჯვამაც კი, თქვენი მოწამვლა გამოიწვიოს.
– რას გვირჩევთ, ამ თვეში როგორ მოვუაროთ აბუსალათინს?
– მორწყეთ ხშირად, დადგით გარე კლიმატში და სხვა დამატებითი მოთხოვნა მას არ ექნება.
– ახლა მოსახლეობა ძირითადად დასასვენებლად მიემგზავრება. როგორ მოვიქცეთ, თუ ბინაში აბუსალათინი გვაქვს, შესაძლებელია თუ არა მისი დატოვება? გაძლებს რამდენიმე დღე უწყლოდ?
– ზოგი მცენარის დატოვება ნამდვილად შეიძლება – ჩადგამთ წყლიან ჭურჭელში და თქვენი მცენარე კვლავ ჯანმრთელი დაგხვდებათ. თუმცა, ასე ვერ მოიქცევით აბუსალათინის შემთხვევაში. ის წყლის მოყვარულია, ზაფხულში დღეში ორჯერ სჭირდება მორწყვა და უყურადღებოდ ვერ დატოვებთ. ამიტომ, გირჩევთ, მცენარე მეზობელს ან ნათესავს დაუტოვოთ, რათა უწყლობით არ დაგეღუპოთ.

скачать dle 11.3