კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთან ერთად ცხოვრობს მარიკა ვერულაშვილის ქალიშვილი ლონდონში და რატომ ვერ შეცვალა ის არაქართულმა გარემომ ექვსი წლის განმავლობაში

სალომე ცნობილაძე ჟურნალ „თბილისელების“ სტუმარი პირველად არ არის. მის შესახებ არაერთხელ სმენია ჩვენს მკითხველს. სალომე 18 წლისაა და ბოლო ექვსი წელია, უცხოეთში განაგრძობს სწავლას. მას საკმაოდ გადატვირთულ რეჟიმში უხდება ლონდონში ცხოვრება, მისთვის სწავლა უპირველესია. სწავლობს კოლეჯში, მე-13 კლასის მოსწავლეა და მომავალი წლისთვის უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ემზადება. სალომეს ცხოვრება ათი თვის წინ რადიკალურად შეცვალა ერთმა ადამიანმა – მას 17 წლის შემდეგ დედამ, ყველასათვის ცნობილმა ადამიანმა, მარიკა ვერულაშვილმა, ძამიკო აჩუქა. მზრუნველი დაიკო ცდილობს, პატარა ძმასთან, რაც შეიძლება, მეტხანს იყოს და დღეები, რომლებსაც საქართველოში ატარებს, მას დაუთმოს.

– საქართველოში როდის დაბრუნდი?
– არდადეგები ივნისის ბოლოს დაგვეწყო და მეორე დღესვე თბილისში წამოვედი. ახლა უფრო ძნელია ჩემთვის იქ ყოფნა, რადგან გიორგის (ძმის, – ავტორი) გარეშე თითქმის ვეღარ ვძლებ. ამჟამად ბაკურიანში ისვენებს ბებოსთან ერთად. მარიკაც იქ არის ძირითადად და მეც ძალიან მინდა მათთან ყოფნა. მიუხედავად დიდი სურვილისა, ხშირ შემთხვევაში. მათთან ერთად დასვენება არ გამომდის, რადგან გაკვეთილებზე დავდიოდი.
– არც აქ არ ისვენებ სწავლისგან?
– რაღაც წიგნები ჩამოვიტანე და აქ განვაგრძობ სწავლას. ერთი წელი დამრჩა უნივერსიტეტში ჩაბარებამდე და, ახალ სასწავლო წელს რომ არ გამიჭირდეს, მირჩევნია, სანამ ლონდონში დავბრუნდები, აქაც ვიმეცადინო. დღეში ერთი საათი გაკვეთილზე ყოფნა დისკომფორტს არანაირად არ მიქმნის. ასე რომ, მირჩევნია, დასვენების პერიოდის რაღაც მონაკვეთი სწავლასაც დავუთმო. წინა წლებში მინიმუმ ექვსჯერ მაინც ვახერხებდი წლის განმავლობაში თბილისში ჩამოსვლას, მაგრამ ამჯერად ვეღარ ვახერხებ დროის სიმცირის გამო.
– როგორც აღნიშნე, მომავალ წელს უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ემზადები. რა სპეციალობით განაგრძობ სწავლას?
– აუცილებლად ბიზნესის განხრით წავალ. ეკონომიკაც მქონდა არჩეული ბიზნესთან ერთად, მათემატიკა, ფრანგული, სტატისტიკა. ამ საგნებიდან რაც ყველაზე კარგად მესმის, ეს მათემატიკა და ბიზნესია.
– ხშირ შემთხვევაში მათემატიკა ბევრს უჭირს.
– კი, ძალიან ბევრს უჭირს მათემატიკა, მაგრამ ჩემთვის ის ისეთი საგანია, რომელიც მიყვარს და მესმის.
– რამდენი წელია, რაც საქართველოდან წახვედი?
– უკვე მეექვსე წელია.
– გამოდის, რომ, ფაქტობრივად, 12 წლიდან ოჯახს ხარ მოწყვეტილი.
– მანამდეც ვიყავი წასული, მაგრამ ასე გადაბმულად რაც წავედი, მეექვსე წელია. შევეჩვიე და საერთოდ არ მიჭირს. როგორც აქაურობა მენატრება, ისევე მენატრება იქაურობაც, თუმცა, თბილისი – უფრო მეტად.
– ადრე თუ მხოლოდ მარიკა გენატრებოდა, დღეს, ალბათ, პატარა გიო გენატრება ყველაზე მეტად.
– ადრე მარიკას ვურეკავდი – დე, როგორ ხარ-მეთქი; ახლა პირველად იმას ვეკითხები: დე, ბავშვი როგორ არის?
– თქვენ შორის 17-წლიანი შუალედია. ფაქტობრივად, ამდენი წლის შემდეგ დედისერთას სტატუსი გიომ ჩამოგართვა.
– ბევრს უკითხავს მარიკასთვის, სალომე ხომ არ ეჭვიანობსო. მინდა, ყველას ვუთხრა: საერთოდ არ ვეჭვიანობ გიოზე, პირიქით, ამ ადამიანთან საერთოდ სხვანაირი გრძნობა მაკავშირებს. ძალიან საყვარელია. რა ეჭვიანობაზეა ლაპარაკი, როცა საერთოდ ყველა ადამიანზე მეტად მიყვარს. მაგრამ, ამ ეტაპზე დედიკო მთლიანად მისია. სანამ თბილისში ჩამოვიდოდი, მარიკა იყო ჩემთან ჩამოსული ჩემი დაბადების დღისთვის. რომ მითხრა, ხუთი დღით ვრჩებიო, ძალიან ბევრი მომეჩვენა, რადგან გიო პატარა იყო და მის გარეშე გაუჭირდებოდა.
– შენ თუ გაგითენებია პატარა ძამიკოსთვის ღამე?
– რომ ტირის, ვნერვიულობ და ვერ ვიძინებ. როცა მისი ტირილი მესმის, თვალს ვერანაირად ვერ მოვხუჭავ. თუმცა, ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება, რადგან მტირალა ბავშვი არ არის. ერთი ჩვევა ის აქვს, რომ ღამით იღვიძებს და თამაში უნდა.
– შენ როგორი ბავშვი იყავი?
– როგორც მარიკა მეუბნება, ცელქი ბავშვი ვყოფილვარ. თან, ძალიან ადრე დავიწყე ლაპარაკი. ძალიან პატარა ვიყავი, ლექსების წიგნი ზეპირად რომ ვიცოდი. დავდიოდი და ოცდაოთხი საათი ამ ლექსებს ვეუბნებოდი ყველას.
– გამოდის, წიგნი თავიდანვე გყვარებია.
– ჰო, მარიკა გაოგნებული იყო. თან, თურმე, ძალიან ადვილად ვიმახსოვრებდი ლექსებს ზეპირად.
– პატარა გიოს ვის პატივსაცემად დაარქვით ეს სახელი?
– გიორგი სოსოს ბაბუის სახელია და მის პატივსაცემად შეარჩიეს. ამას ისიც დაერთო, რომ მარიკა და სოსო უწმიდესთან იყვნენ სტუმრად და სწორედ იქ გადაწყვიტეს ერთად, რომ ბავშვს გიორგის დაარქმევდნენ.
– პატარა გიო უკვე 10 თვის არის. ვის ჰგავს?
– ყველა ამბობს, გიო სოსოს ჰგავსო. მათ შორის მეც ვამსგავსებ მამა-შვილს ერთმანეთს. სოსოს ბავშვობის ფოტოები რომ ვნახე, მივხვდი, რომ გიო მას მართლა ძალიან ჰგავს, თუმცა, რაღაც მომენტებში მარიკასაც ჰგავს და მეც. წარმოიდგინე, მარიკასთვის და სოსოსთვის გიო როგორი საყვარელი არსებაა, მგონი, დღემდე ორივე გაოგნებულია. მოკლედ, მთელი ოჯახი გიოზე ვართ გადართულები.
– ერთ-ერთ ინტერვიუში თქვი, რომ შენ და სოსო ძალიან მეგობრობთ. მას შემდეგ, რაც გიორგი გაჩნდა, ხომ არ შეიცვალა თქვენი ურთიერთობა?
– არა, რას ამბობ, პირიქით, ჩვენ ისევ ისეთი კარგი მეგობრები ვართ. სოსო ძალიან მიყვარს, საოცრად კარგი, თბილი და კეთილი ადამიანია. ერთმანეთს ძალიან შევეჩვიეთ, რაც მთავარია, ერთნაირი რაღაცეები მოგვწონს. თავიდანვე ისე აეწყო, რომ არ გამჭირვებია მასთან ურთიერთობა, ძალიან უპრობლემო ადამიანია.
– არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ ბავშვის გაჩენის შემდეგ, მარიკა ძალიან სწრაფად ჩადგა ფორმაში, რაც ბევრისთვის მიუღწეველია.
– მინდა გითხრათ, რომ მარიკა ისეთ ფორმაშია, ერთად რომ ვართ, ვეღარ ხვდებიან რომელი, დედაა და რომელი – შვილი. წონაში ძალიან დაიკლო და კარგად გამოიყურება. მართალია, მარიკა გახდა, მაგრამ ახლა მე ვყავარ დიეტაზე და კვებას მიკონტროლებს. ერთად დავადექით დედა-შვილი ფორმაში ჩადგომის გზას – ვვარჯიშობთ, ვცურავთ და დიეტაზე ვართ.
– შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება? გამიკვირდება, ასეთ ლამაზ გოგოს გვერდით თაყვანისმცემელი რომ არ ჰყავდეს.
– პირად ცხოვრებაში არაფერი არ ხდება, ყველაფერი ძველებურად არის. დილის 8-ის ნახევარზე სახლიდან გავდივარ და საღამოს 8 საათისთვის ვბრუნდები კოლეჯიდან. როგორ უნდა მოვასწრო ამ ყველაფერთან ის, რომ კიდევ ვინმეს მივაქციო ყურადღება – არ ვიცი, შეიძლება, საერთოდ გადავიწვა.
– როცა საქართველოდან უცხოეთში წახვედი სასწავლებლად ბავშვი იყავი და იქ ბებიასთან ერთად ცხოვრობდი. როგორც ვიცი, უკვე მეორე წელია, სრულიად დამოუკიდებლად განაგრძობ ცხოვრებას ინგლისში. არ გაგიჭირდა?
– ინგლისში ჩემს ბავშვობის მეგობართან, ქეთი ყარალაშვილთან ერთად ვცხოვრობ. ჩვენგან ძალიან ახლოს ცხოვრობს ბიძაჩემი და პრობლემა არ მაქვს. რომ ვუთხრა, მოდი-მეთქი, ორ წამში ჩემთან არის. როცა ბებია იყო ჩემთან ერთად, კარგი იყო – მე არაფერი მეხებოდა, ყველაფერს ის მიკეთებდა. ახლა კი მე თვითონ ვუვლი ჩემს თავს. თუმცა, რომ გითხრა, გამიჭირდა-მეთქი, არა.
– სწავლას ინგლისში განაგრძობ თუ სხვა ქვეყანაში?
– უნივერსიტეტში აუცილებლად ინგლისში განვაგრძობ სწავლას, თუმცა, რომელში – ჯერ არ ვიცი, შერჩევის პროცესში ვარ. ძალიან რთული წელი მაქვს წინ. მეცამეტე კლასში ვარ. 12 გამოცდა ჩავაბარე და ძალიან დავიღალე. მარიკას ვუთხარი, რომ ჩამოვალ, ჩემი ოთახის კარი გამიღე და უნდა დავიძინო-მეთქი. სახლიდან თითქმის სულ არ გამოვდივარ.
– საბოლოოდ თუ გეგმავ საქართველოში დაბრუნებას?
– რომ ამბობენ, იმდენი ხანია, უცხოეთში ვარ, ვეღარ დავბრუნდებიო, მე ასე არ ვფიქრობ, რადგან ძალიან მინდა დაბრუნება. ორი დღეც რომ მქონდეს თავისუფალი, მაშინაც თბილისში მოვდივარ. ვერ წარმომიდგენია, ერთ დღესაც, გავიღვიძო და ვთქვა, საქართველოში არ მინდა დაბრუნება-მეთქი.
– რა შეიცვალა შენში? ფაქტობრივად, ზრდასრულ ადამიანად იქ ჩამოყალიბდი.
– უფრო დამოუკიდებელი, უფრო ყურადღებიანი და დაკვირვებული გავხდი ბევრი რაღაცის მიმართ. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, რაც, ალბათ, ბებიაჩემისა და მარიკას დამსახურებაა. ბებიასთან ერთად პარიზში ორი წელი ვცხოვრობდი, მერე ლონდონში გამომყვა. რაც ახალგაზრდობაში არ უმოგზაურია, ახლა მოიარა მთელი დედამიწა.

скачать dle 11.3