კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ახდენს თუ არა ადამიანის სიმთვრალეზე გავლენას არასწორად დაკრეფილი და დაწურული ყურძენი და როდის ჯობია ხილის დაკრეფა-შენახვა

რთველისთვის საქართველოში განსაკუთრებულად ემზადებიან. ბოლოს და ბოლოს, საქართველო ხომ ვაზის ქვეყნად არის აღიარებული. მთვარის ფაზებს კი ყოველთვის აქცევდნენ ყურადღებას და ოდითგანვე, სწორედ მთვარის ფაზების მიხედვით, არკვევდნენ – როდის ჯობდა თესვა, მოსავლის აღება, დაწურვა, დაბინავება, გადატანა სპეციალურ შესანახ ჭურჭელში და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ეს ტრადიცია დღეს დავიწყებას მიეცა, თუმცა, სოფლად, ასაკოვანი ადამიანები მთვარის ფაზებს დღესაც დიდ ყურადღებას აქცევენ და მისი მითითებით ეწევიან სოფლის მეურნეობას.
თუ რომელ პერიოდშია კარგი და სასურველი ყურძნის კრეფა-დაბინავება, რას უნდა მიაქციოთ მოსავლის აღების დროს ყურადღება და რატომ უნდა დააკვირდეთ ამ პერიოდში მთვარის ფაზებს, ამ თემასთან დაკავშირებით, კომენტარი ვთხოვეთ, ასტროლოგს, ბატონ მიხეილ ცაგარელს.

მიხეილ ცაგარელი: ასტროლოგია სწავლობს ბიოლოგიურ ორგანიზმებზე ციური სხეულების ზეგავლენას. ბიოლოგიურ ორგანიზმს კი არა მარტო ადამიანი, არამედ მცენარე და კონკრეტულად, ვაზიც ეკუთვნის. ასე რომ, საუკუნეების განმავლობაშია შემჩნეული მცენარის დამოკიდებულება მთვარის ფაზებზე. საქართველო ვაზის ქვეყანაა და გასაკვირი სულაც არ არის, რთველს ჩვენში განსაკუთრებულ მნიშვნელობას რომ ანიჭებენ. შესაბამისად, ქართველი მევენახე გამოარჩევს დღეებს, როცა მოსავლის აღება იკრძალება, ან პირიქით – კარგია. მთვარე, მოსავლის აღებაზე, ყურძნის დაწურვაზე, ღვინის დალევასა და ნაბახუსევზეც კი „აგებს პასუხს”. ამიტომ, გირჩევთ, მეტი ყურადღებით მოეკიდოთ მოსავლის აღება-დაბინავებას, რათა შემდგომში ბარაქაც ნახოთ და საკუთარი ხელით მოყვანილი ყურძნით დაწურული ღვინით ისიამოვნოთ.
– მოსავლის აღება-დაბინავების დრო დადგა. რა უნდა გაითვალისწინოს ამ დროს ადამიანმა მთვარის ფაზების მიხედვით?
– გეტყვით, რომ საუკუნეების განმავლობაშია შემჩნეული მცენარეების დამოკიდებულება მთვარის ფაზებზე. მთვარის ფაზები უდიდეს ზეგავლენას ახდენს მცენარეებსა და ზოგადად, ნათეს კულტურებზე. ჩვენი წინაპრები სწორედ მთვარის ფაზების მიხედვით არკვევდნენ, როდის ჯობდა მოსავლის აღება, მკა, თესვა, ყურძნის კრეფა თუ ღვინის გადაღება. ეს ცოდნა აქტუალურობას დღესაც არ კარგავს. სოფლად მცხოვრებ არაერთ ადამიანს ვიცნობ, რომლებიც დღესაც მთვარის ფაზების მიხედვით მოქმედებენ სასოფლო-სამეურნეო საკითხებში. ეს ცოდანა კი ეყრდნობა ასტროლოგიურ პრინციპებს, რომელიც ბიოლოგიურ ორგანიზმებზე ციური სხეულების ზეგავლენას სწავლობს. მთვარეს აქვს ოთხი ფაზა, კერძოდ, აღმავალი მთვარე, რომელშიც შედის 14 დღე და იწყება ახალი მთვარიდან – ეს ფაზაც იყოფა ორ ნაწილად. შემდეგი 14 დღე არის დაღმავალი მთვარის ფაზა, ანუ სავსე მთვარიდან ახალ მთვარემდე. ეს ფაზაც ორ ნაწილად იყოფა, ანუ ერთი თვის განმავლობაში არის აღმავალი და დაღმავალი მთვარის ფაზები. აღმავალ მთვარეზე მცენარე მეტად წვნიანია, დაღმავალ მთვარეზე კი წვენი ფესვებისკენ მიდის. აღმავალ ფაზაში, ანუ ახალი მთვარიდან ორი კვირის განმავლობაში დაკრეფილი ხილი თუ ყურძენი, საღადაც გამოიყურება და წვნიანიცაა. ამ ორი კვირის შემდეგ კი ნაყოფს წვენი აკლდება, იფიტება და მისი მოკრეფა არ არის რეკომენდებული. თუმცა, თუ მისი შენახვა გსურთ, მაშინ ხილი დაღმავალ ფაზაში უნდა მოკრიფოთ და ის გვიან გაზაფხულამდე გაძლებს.
– როდის არის ახალი მთვარე, რომ ეს ყოველივე გავითვალისწინოთ?
– უახლოეს მომავალში, ახალმთვარეობა გვაქვს 29 აგვისტოს და 27 სექტემბერს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ არსებობს მთვარის სატანური დღეები, რომლებსაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება მოსავლის აღება-დაბინავების პროცესში. ეს დღეებია ახალი მთვარიდან მეორე, მესამე, მეხუთე, მეცხრე, მეთორმეტე, მეცამეტე, მეცხრამეტე და ოცდამეცხრე. ამ დროს მთვარიდან დედამიწაზე მოდის ნეგატიური ენერგია, რაც ხელს უწყობს ჯანმრთელობის გაუარესებას, კონფლიქტებს, ტრავმებს, ავარიებს, გუნება-განწყობის გაუარესებას. ეს, ასევე, ნეგატიურად აისახება მცენარეებზეც, რადგან მათი დამოკიდებულება მეტად ფაქიზია მთვარის ენერგიების მიმართ. იმ დღეებში, როცა მთვარიდან მოდის ნეგატიური ენერგია, თავისთავად, ის ამ ენერგიით ავსებს ხილს, მაგალითად, ვაზს და ის წვენი, რომელიც გამოიყოფა ყურძნის მტევნიდან, გაჯერებულია მთვარის ნეგატიური ენერგიით. ახალი მთვარის დღე ძალიან მძიმეა. ამის დამადასტურებელია სატანური დღეები, როცა მძიმე, ნეგატიური ენერგია მოდის კოსმოსიდან. ამიტომ, ჩემი რჩევაა, ამ დღეებში არ დაკრიფოთ ყურძენი, არც დაწუროთ ის და არც შეინახოთ. სხვათა შორის, ნეგატიურ დღეებში დაკრეფილ-დაწურული ყურძენი ადამიანის ცუდი სიმთვრალის გარანტიაცაა. მაგალითად, მზის დაბნელების დღეებში დაწურულ ღვინოში დიდი აგრესია და ნეგატიური ენერგია დევს. თუ მას ახალ მთვარეზე ან სატანურ დღეს დალევთ, მაშინ პათოლოგიური სიმთვრალე ნამდვილად გელით. ანუ, ღვინო ამ დროს აგრესიას დებს თქვენში და აუცილებლად გახდება ის სხვებთან ჩხუბის, აყალმაყალისა და დაპირისპირების მიზეზი. ასე რომ, არასასურველ დროს დაკრეფილ-დაწურული ყურძენი და მისი ნაჟური საწამლავად გექცევათ. ასევე, თუ ახლა აპირებთ ვაზის მოჯიშებას, გეტყვით, რომ ვაზი უნდა ჩაიყაროს ახალ მთვარეზე. ამ დროში იგულისხმება ახალ მთვარემდე თორმეტი საათი და ახალი მთვარიდან თორმეტი საათი. ანუ, ახალი მთვარიდან თორმეტი საათი რომ გავა, ამის შემდგომი დღე და მეორე დღე კარგია ვაზის ჩასაყრელად. ვაზის გასხვლა კი სასურველია კლებადი მთვარის დროს. ამ დროს გაითვალისწინეთ, რომ ეს არ ეხება ახალგაზრდა, სამ წლამდე ვაზს. ის უნდა გასხლათ ახალი მთვარიდან თორმეტი საათის შემდეგ, რათა მისმა სითხემ თავისუფლად იდინოს და არ ჩადგეს. გასხვლა და გაფურჩქვნა რეკომენდებულია სავსე მთვარიდან ახალ მთვარემდე პერიოდში, სასუქით ნიადაგის განაყოფიერება კი – დაღმავალ მთვარეზე.
– ამბობენ, ვაზი კარგად გრძნობს იმ ადამიანის ენერგეტიკას, ვინც მას უვლის, მასზე ზრუნავს და მასთან შეხებაშიაო. ეს სიმართლეა?
– რასაკვირველია, სიმართლეა. ვაზი კარგად გრძნობს ადამიანის ენერგეტიკას, ამიტომ, მასთან აუცილებლად კარგი განწყობით უნდა მიხვიდეთ, ელაპარაკოთ, მოეფეროთ, წაუღიღინოთ კიდეც. ის ამას გრძნობს და თავადაც დადებითი ენერგიით გპასუხობთ. აქვე, იმასაც გეტყვით, რომ თეთრი ყურძნისგან დაწურული ღვინო ინ ენერგიის მატარებელია, ამიტომ ის არ არის დიდი აგრესიის მომტანი და არც გულს აწვება. შესაბამისად, მისი ხანგრძლივად სმა ადვილად ასატანია ადამიანის ორგანიზმისთვის. შავი ყურძნისგან დაწურული შავი ღვინო კი იან ენერგიის მატარებელია და ამიტომ, ამ ღვინით ქეიფი და თრობა, ცოტა არ იყოს, სარისკოა. თუმცა, გარკვეული დოზით მისი მიღება წამალია, დიდი რაოდენობით სმა კი – საწამლავი. მოკლედ, რთველი იწყება, მევენახეები ემზადებიან ამ სასურველი პროცესისთვის და ჩემი ასტროლოგიური რჩევაა, არ გამართონ რთველი და არ აიღონ მოსავალი 30 და 31 აგვისტოს; 3, 7, 10, 11, 17, 27 სექტემბერს. აი, 1, 2, 4, 5, 6, 8, 9, 12, 13, 14, 15, 16, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25 და 26 სექტემბერი კი, ყურძნის მოსავლის აღებისა და დაბინავებისთვის საუკეთესო პერიოდია.
– როდესაც ყურძენს წურავენ, მისგან დარჩენილი მასალით არაყს ხდიან. ეს რომელ პერიოდში უნდა მოხდეს?
– შეგიძლიათ, არაყი ნებისმიერ დროს გამოხადოთ და არც კი გაითვალისწინოთ ასტროლოგია – არც ცაში აიხედოთ, მთვარეზე დასაკვირვებლად. არაყი ენერგეტიკულად სუსტი პროდუქტია და მასში ფერმენტები საერთოდ არ გვხვდება, ღვინოში კი ის 250-მდეა.

скачать dle 11.3