კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ხდება ადამიანისგან სასიცოცხლო ძალისა და პოტენციალის „გამოქაჩვა“ და რატომ უნდა ერიდოთ ენერგოვამპირთან დავასა და კამათს

ადამიანი არის არა მხოლოდ მატერიალური სხეული, არამედ ენერგიების ნაკრებიც. ეს არის ტვინის ელექტრონული გამოსხივება, ანუ ნეიტრონები, რომლისგანაც ატომი შედგება. გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი, უახლესი ენერგია, რომელსაც ბიოენერგეტიკა ჰქვია.
ადამიანებს შორის ენერგიის გაცვლა-გამოცვლა ყოველ წუთს ხდება, თქვენ წარმოიდგინეთ, მაშინაც კი, როცა ადამიანს სძინავს. ჩვენი ენერგეტიკული ველის ურთიერთობას გარშემო მყოფთა ველებთან ქვეცნობიერად ვგრძნობთ და მათზე განწყობით ან ფიზიკური ცვლილებებით ვრეაგირებთ.
მაგალითად, თუ კონკრეტულ პიროვნებასთან ურთიერთობა ადვილად გამოგდით, მის გვერდით ყოფნა გსიამოვნებთ და დისკომფორტს არ გიქმნით, ესე იგი, გამოდის რომ თქვენ შორის ენერგეტიკული ცვლა კარგად მიმდინარეობს. მაგრამ, თუ გრძნობთ, რომ კონკრეტულ ადამიანთან ურთიერთობისას, ღიზიანდებით, უეცარი თავის ტკივილის შეგრძნება გეუფლებათ, იღლებით და ითრგუნებით, ესე იგი, ის პიროვნება თქვენზე უარყოფითად მოქმედებს და ენერგიას გართმევთ.
ნებისმიერი ჩვენგანისთვის ბიოენერგია ისევე აუცილებელია, როგორც სისხლი, ლიმფა ან ჰაერი. მძიმე ავადმყოფობის გადატანის შემდეგ, ადამიანი უნებურად კარგავს მას და მისი აღდგენა სიცოცხლისთვის აუცილებელია. სხვათა შორის, ბიოენერგიის გამოცლას ორგანიზმიდან ემოციური გადაღლა უფრო ადვილად ახერხებს, ვიდრე ფიზიკური. ადამიანს ისე ვერაფერი აუძლურებს, როგორც გაღიზიანება, გაბრაზება, სიძუნწე, ეჭვიანობა და დანაშაულის შეგრძნება. ენერგეტიკულ ველში სწორედ ეს ჩამონათვალი ქმნის ეგრეთ წოდებულ ხვრელებს, საიდანაც ძალა გამოედინება. დაკარგულ ენერგიას კი ადამიანები ოჯახის წევრების, ნათესავების, ახლობლებისა და, უბრალოდ, გამვლელების ხარჯზე ივსებენ.
მშვიდ და მხიარულ ადამიანებს გაწონასწორებული ბიოველი აქვთ. მისი დარღვევა ძალიან ძნელია. თუმცა, ენერგოვამპირი სწორედ ასეთ ადამიანებს ირჩევს სამიზნედ, ცდილობს, მსხვერპლი გამოიწვიოს და წონასწორობიდან გამოიყვანოს. ასეთ მდგომარეობაში ისინი, სიბრაზესთან ერთად, ემოციურად აღელვებენ მსხვერპლს და ენერგიის დიდ ნაწილსაც ადვილად ართმევენ.
თუ მტრული თავდასხმის მსხვერპლი გახდით, არ დაიბნეთ, ამ დროს სასწრაფოდ დაიკრიფეთ ხელები გულმკერდზე, თუ ზიხართ, ფეხები გადააჯვარედინეთ და ასე დაბლოკეთ თქვენი ორგანიზმიდან ენერგიის გადინება. ასეთი წესით თქვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფთ და დაიცავთ საკუთარ პოტენციალს. არავის მისცეთ საშუალება, თქვენგან ენერგია წაიღოს. თუ ვინმესთან ყოფნა არ გსიამოვნებთ, ნუ აიძულებთ თავს, ეს აიტანოთ, რაიმე მოიმიზეზეთ და სასწრაფოდ გაეცალეთ.
იმისთვის, რომ ადამიანისგან მეტი სასიცოცხლო ძალა და პოტენციალი გამოქაჩო, ყველაზე მარტივი და უტყუარი საშუალებაა მასთან ჩხუბი და დავა. დავის და ჩხუბის შემდეგ, გამანადგურებელი გამოცარიელება ენერგიის დაკარგვითაა გამოწვეული, რომელიც მოწინააღმდეგემ საკვებად წაიღო. ამ დროს ფრთხილად უნდა იყოთ და საკუთარ თავს თავადვე დაეხმაროთ. მსხვერპლად და ქურდად რომ არ იქცეთ, საკუთარ ენერგეტიკულ პოტენციალს თვალყური ადევნეთ, აკონტროლეთ, რეგულარულად შეავსეთ და ემოციები მართეთ. ასევე, ეცადეთ, ხშირად დაიმუხტოთ დადებითი ემოციებით.
ენერგეტიკული ბალანსის მიღწევა შეიძლება იოგას, რელაქსაციისა და მედიტაციის დახმარებით. ასევე, ამ დროს ძლიერმოქმედი საშუალებაა ლოცვა. დამუხტვა შეუძლია ფიზიკურ დატვირთვასაც. კარგია დილით, სუფთა ჰაერზე, ბალახზე, ფეხშიშველი სიარული, ცეცხლის და გამდინარე წყლის ყურება, ბუნებაში სეირნობა.
მეგობრობაში ჩადებული ენერგია არასოდეს იკარგება. ამიტომ, საღამოს მეგობრების წრეში გატარება ჯანმრთელობისთვის, უბრალოდ, აუცილებელია.

скачать dle 11.3