მარიტა ჯანაშია ბანკის თანამშრომელი გახდა
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან, „ვითიბი” ბანკის სათავო ოფისში შესული მომხმარებელი სასიამოვნოდ გაოცებული დარჩება, როდესაც საქმიან ფორმაში გამოწყობილ მოღიმარ ლამაზმანს დაინახავს. ულამაზესი მოდელი, „ელიტ მოდელ ლუქის” გამარჯვებული, მარიტა ჯანაშია „ვითიბი” ბანკის, ეგრეთ წოდებული, „მითერი”, დამხვედრი კონსულტანტი და ბანკის სახეა. მარიტას, რომელიც თეატრალურ უნივერსიტეტში დრამის ფაკულტეტზე სწავლობს, საბანკო საქმიანობასთან შეხება არ ჰქონია, მაგრამ, კომუნიკაბელურობა და ადამიანების კეთილგანწყობის მოპოვების უნარი, დარწმუნებული ვარ, საკმაოდ ეხმარება მუშაობაში. ერთი სიტყვით, მარიტას ამ პოსტზე დანახვა ბანკის საკმაოდ სწორი ფიარ-ნაბიჯია.
აქვე უნდა მოგაწოდოთ ჯანაშიების ოჯახთან დაკავშირებული ერთი საინტერესო ინფორმაციაც: ჩვენი ჟურნალის საშუალებით უკვე გიამბეთ, მარიტას მამის, მხატვარ ბექა ჯანაშიასა და მისი წარმატებების შესახებ. სულ ცოტა ხნის წინ, ბატონ ბექას პერსონალური გამოფენა ჰქონდა ესპანეთში, კუნძულ მარბელაზე, რომელმაც საოცარი წარმატებით ჩაიარა. როგორც გავიგეთ, ბექა ჯანაშიას ნახატებმა ესპანელი სახვითი ხელოვნების მოყვარულები აღაფრთოვანა.