კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ახალი კლიპის პრეზენტაცია ბათუმში


13 აგვისტოს, ბათუმში, „აკვაპარკის” ტერიტორიაზე, მომღერალ ბაია გიორგაძის კლიპის – „ბათუმი ლურჯი ზღაპარია” – პრეზენტაცია გაიმართა. სიმღერის ტექსტი და მუსიკა თავად შემსრულებელს ეკუთვნის. კლიპის რეჟისორმა კობა ბრეგვაძემ გადაიღო, დამდგმელი ოპერატორი კი გიორგი კაიშაურია. გადაღებები მიმდინარეობდა ბათუმის პიაცაზე, პორტსა და „აკვაპარკში”. მომღერალმა რამდენიმე წლის წინ დაამთავრა კონსერვატორია, არის რამდენიმე სიმღერის ავტორი. ფრანგი კომპოზიტორის, გლუკის მუსიკაზე შექმნილი კლიპი, „ღმერთი და სიყვარული” მან ბრიტანეთის პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწინებას მიუძღვნა, საელჩომ კი საზეიმოდ გადასცა ის ახალდაქორწინებულებს. შედეგად ბაიამ მიიღო მადლობის წერილი ბუკინგემის სასახლის პრეს-ცენტრის ხელმძღვანელის, რიჩარდ პალმერისგან, სადაც ეწერა: „სულ ორმა ადამიანმა შეძლო, ღირსეული სიმღერა მიეძღვნა სამეფო ოჯახისთვის, ეს არის სერ ელტონ ჯონი და თქვენ, ქართველო ბაია.” სულ ცოტა ხანში მომღერალი გეგმავს, მსმენელს თბილისზე შექმნილი სიმღერა წარუდგინოს.

скачать dle 11.3