კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მიზეზით დაიკარგა კავშირი ბებიასა და ბაბუას შორის და ვინ ეძებს თავის ფესვებს ოდესიდან თბილისში

25 წლის ალისა გერმანის ასული კომიშევა ეძებს დაახლოებით 78-80 წლის გელა ანზორის ძე გვასალიას.
ისტორია: ვეძებ ბაბუაჩემს (მამის მამას), დაახლოებით 78-80 წლის გელა ანზორის ძე გვასალიას. მამაჩემს, გერმანს, მამა არასდროს უნახავს, არც მე ვიცნობ ბაბუაჩემს, არც მისი ფოტოსურათი გვაქვს. ბებიამ, ანტონინა იურის ასულმა კომიშევამ ბაბუა ოდესაში 1966 წელს გაიცნო. იმ დროს გელა საქართველოდან ოდესაში დასასვენებლად იყო ჩამოსული. მათი ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა, მაგრამ გელა თავის სამშობლოში მარტო დაბრუნდა, ბებია კი ოდესაში დარჩა. მათი სიყვარულის შედეგად დაიბადა მამაჩემი, რომელიც დღემდე დედამისის გვარს ატარებს – ისიც კომიშევია, სინამდვილეში კი ჩვენ ქართველები ვართ, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ამბავი ბაბუაჩემმა არ იცის (ანუ, მას ოდესაში შვილი და შვილიშვილი რომ ჰყავს). ძალიან მინდა, ბაბუას პოვნა და მისი გაცნობა. დარწმუნებული ვარ, რომ მას კარგა ხანია, თავისი ოჯახიც აქვს, ალბათ, შვილებიც ეყოლება და შვილიშვილებიც. იგი ამჟამად დაახლოებით 78-80 წლის უნდა იყოს. მინდა გთხოვოთ, რომ მის მოძებნაში დამეხმაროთ და როგორმე დამაკავშიროთ ბაბუასთან. სამწუხაროდ, ბებიაჩემი 2005 წელს გარდაიცვალა, მან მთელი ცხოვრება ბაბუას სიყვარულით გაატარა. თუმცა, თავმოყვარე ქალი იყო და მისი პოვნა არ უცდია. მამაჩემსაც ძალიან უნდა, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ნახოს საკუთარი მამა, მაგრამ, კაცია და ამის შესახებ ბევრი ლაპარაკი არ უყვარს. მინდა, მას და საკუთარ თავს სიურპრიზი გავუკეთო და ვიპოვო ბაბუაც და მისი ნათესავებიც, რომლებმაც არც კი იციან ჩვენი არსებობის შესახებ.
ჟურნალისტის შენიშვნა: ალისა იმეილის საშუალებით დამიკავშირდა და ბაბუას პოვნაში მთხოვა დახმარება. სამწუხაროდ, ბაბუამისის ფოტო მას არ აქვს. მისი ინფორმაციით, გელა გვასალია 1966-1967 წლებში თბილისში ცხოვრობდა. იმედია, დაკარგული ბაბუა გამოეხმაურება ამ სტატიას და, ღმერთმა ქნას, ეს ისტორიაც კარგად დასრულდეს.
– გვიამბეთ თქვენი ისტორია, რა იცით ბაბუას შესახებ და როდის გადაწყვიტეთ მისი მოძებნა?
– დაახლოებით 1966 წელს ბაბუაჩემი თბილისიდან ოდესაში იყო ჩამოსული, როგორც ვიცი, (ბებიაჩემის სიტყვებიდან გამომდინარე), დასასვენებლად. ბებია მაშინ ლამაზი გოგონა იყო. გელაც წარმოსადეგი ახალგაზრდა ყოფილა. მათ შეუყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ დაქორწინება ვერ მოახერხეს. ბებიას თქმით, ამის მიზეზი თავად გელაში იყო – მას ცოლად სხვა ეროვნების ქალის მოყვანა არ უნდოდა. სწორედ ამიტომ, გელა ოდესიდან თბილისში მარტო დაბრუნებულა, ბებია კი ოდესაში დარჩა. 1967 წელს ბებიაჩემს, ანტონინას (ნინას) გაუჩნდა შვილი, მამაჩემი – გერმანი. მამაჩემი დღემდე დედის გვარზეა, რადგან, მოხდა ისე, რომ ბებია არ გათხოვდა და შვილიც მარტომ გაზარდა. მამაჩემისგან ვიცი, რომ ბებიას არასდროს გაულანძღავს, ცუდადაც კი არ უხსენებია გელა. მას ის მართლა უყვარდა. ეს იყო მისი ცხოვრების პირველი და უკანასკნელი სიყვარული. გელამ არც კი იცოდა, რომ ნინას მისგან შვილი გაუჩნდა, ანუ დღეს მან არ იცის, რომ ოდესაში ცხოვრობს მისი შვილი, რომელსაც ის არასდროს უნახავს. ძალიან მინდა, ვიპოვო ბაბუაჩემი და ამ ამბით მამა გავახარო. ბებია 2005 წლის ნოემბერში გარდაიცვალა. სანამ ცოცხალი იყო, ჩვენ სულ ვეკითხებოდით, ხომ არ მოძებნიდა თავის პირველ სიყვარულს, რაზეც ის გვპასუხობდა: არ მინდა, მას ცხოვრება ავურიო და არც ის მინდა, გავაგებინო, შვილი რომ მყავს მისგანო. ძალიან კარგი ქალი იყო ბებიაჩემი და, მისი გაგებით, რაოდენ ძლიერადაც არ უნდა გიყვარდეს ადამიანი, მას მხოლოდ ერთხელ უნდა მისცე არჩევნის უფლება. გელამ კი თავისი არჩევანი გააკეთა და ნინა მიატოვა. ჩვენ არ გვსურს, ბაბუას რაიმე ვუსაყვედუროთ, მისგან აბსოლუტურად არაფერი გვინდა, მხოლოდ მისი პოვნა და გაცნობა გვსურს. ნამდვილად არ გვაქვს გულში მის მიმართ წყენა. სამწუხაროდ, ბაბუას შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია მაქვს. ვიცი, რომ ის თბილისელი იყო, ჰყავდა სამი დედმამიშვილი, რომელთა სახელები ჩვენთვის უცნობია.
– როგორ ფიქრობთ, ბაბუათქვენს თუ ემახსოვრება 1966 წლის ამბავი, ან, რა რეაქცია ექნება, თუკი გაიგებს, რომ მას ჰყავს შვილი, რომლის არსებობის შესახებაც არაფერი იცოდა?
– ჩემი აზრით, მას ბებიაჩემი უნდა ახსოვდეს, ყოველ შემთხვევაში, თავის გვარსა და სახელს ხომ იცნობს და, მიხვდება, რომ ეს ისტორია სწორედ მასზეა. სამწუხაროდ, მისი ფოტოსურათი არ გაგვაჩნია, თორემ, მისი მოძებნა ნამდვილად გაგვიადვილდებოდა. იმედია, რომ ის ჯანმრთელადაა და აქვს ლამაზი, დიდი ოჯახი, რომლის გაცნობაც ასევე მინდა. ვიცი, რომ ეს სურვილი აუცილებლად ორმხრივი უნდა იყოს. მჯერა, ბაბუას შვილებსაც და შვილიშვილებსაც მოუნდებათ ჩვენი გაცნობა. ეს ცუდი ამბავი არ მგონია და, წესით, მათი რეაქციაც დადებითი უნდა იყოს. თუმცა, დრო გვიჩვენებს ყველაფერს.

скачать dle 11.3