კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ორიგინალური ხერხით გამოსძალეს თაღლითებმა ანტიკვარების გამყიდველს ფული

ანტიკვარების მაღაზიაში მომხდარი ორიგინალური გამოძალვა თაღლითთა დაპატიმრებით დასრულდა. სამი გამომძალველის მიერ დაგეგმილ დანაშაულს ანალოგი, ალბათ, არც მოეძებნება. საგულისხმოა, რომ სამიდან ორი თაღილითი, ცოლ-ქმარი იყო, ხოლო მესამე – მათი ახლო ნათესავი. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დაკავებულთაგან ყველაზე ხანგრძლივად – 12 წელსა და 6 თვეს, ციხეში ქალბატონი ანჟელა გ. გაატარებს. რაც შეეხება მის ქმარსა და ქმრის მამიდაშვილს, თითოეულს 4 წელი და 3 თვე ერგო. მათი სასჯელი ამით არ ამოიწურება: ცოლ-ქმარს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 8 000 ხოლო მათ ნათესავს – 3 500 ლარი დაეკისრა. მთავარი კი ამ საქმეში მათ მიერ შემუშავებული გეგმაა, რომლითაც ანტიკვარების გამყიდველი ცოტა ხნით, მაგრამ, მაინც გაასულელეს.
ოქროულობისა და ძვირფასი ნივთების გამყიდველმა, ვინმე მარინა ქ-მ, 22 ოქტომბერს ვინმე ანჟელა გ-ს უძვირფასესი ბრილიანტის საყურე მიჰყიდა. საგულისხმოა, რომ ქალბატონი ანჟელა მასთან საქართველოში სტუმრად ჩამოსულ ვინმე იზაბელა ვ-სთან ერთად მივიდა, რომელიც გამყიდველს თავის ახლობლად გააცნო. პირველი ვიზიტისას მყიდველებმა ძვირფასეულობა შეათვალიერეს, დოკუმენტაცია გააფორმეს და 5 900 ლარი საყურის საფასურიც გადაიხადეს. მეორე დღეს, ანჟელა და იზაბელა ბრილიანტების წამოსაღებად ერთად კი მივიდნენ, მაგრამ, ანჟელამ ამჯერად გარეთ დალოდება ამჯობინა, გამყიდველთან კი ჩამოსული სტუმარი შეუშვა, რომელმაც განუცხადა, რომ ნაყიდი სამკაულის წასაღებად იყო მისული და, მართლაც, მარინა ქ-სგან საყურე მან წამოიღო.
საინტერესო დეტალი: საყურე რეალურად არა ანჟელა გ-მ, არამედ, საქართველოში სტუმრად ჩამოსულმა იზაბელა ვ-მ შეიძინა და საფასურიც მან გადაიხადა. თუმცა, მთელი რიგი კანონების დაცვით, ნივთი ფორმალურად ანჟელას სახელზე გაფორმდა, მაგრამ, უანგაროდ კი არა, ამ პროცედურაში სტუმრისგან ანჟელამ 200 ლარი იხეირა.
ამ ამბიდან ორი თვის შემდეგ, ანუ, მას მერე, რაც რელური მყიდველი საქართველოდან წავიდა, ანჟელა გ-მ, მეუღლესთან - ნიკოლოზ გ-სთან და მის მამიდაშვილ ნუკრი პ-სთან ერთად, გამყიდვლის „დაბოლება” გადაწყვიტა. კერძოდ, ანჟელამ ოქროულობის გამყიდველს საქმეზე შეხვედრა დაუთქვა, მაგრამ, მოუცლელობის გამო, მათი საუბარი ვერა და ვერ შედგა. ანჟელამ ხერხს მიმართა: საქმეში ქმარი და მისი მამიდაშვილი ჩართო. ვინაიდან მარინა ქ-ს საცხოვრებელი იცოდა, დილით, მისი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქმარი და მისი მამიდაშვილი გაგზავნა, რომლებიც ქალს სამარშრუტო ტაქსების გაჩერებაზე დახვდნენ და დააშანტაჟეს: უთხრეს, რომ, ვინაიდან სარეგისტრაციო ჟურნალში ანჟელას ხელი მოწერილი არ ჰქონდა, შესაბამისად, ნივთები ოფიციალურად მიღებულად არ ითვლებოდა და, მოსთხოვეს, საყურეში გადახდილი თანხა უკან დაებრუნებინა.
საკითხის გასარკვევად შეშინებული გამყიდველი მაშინვე ანჟელას დაუკავშირდა და დასთან ერთად თავად მივიდა მასთან სახლში, სადაც ჯერ მხოლოდ ცოლ-ქმარი დახვდა. მისვლისთანავე ისინი ქალს აიძულებდნენ, თანხა მათთვის უკან დაებრუნებინა. მარინა ქ-მ კი იცოდა, რომ კანონი არ დაურღვევია, მაგრამ, ამის მიუხედავად, დაეჭვდა, შესაძლოა, მართლაც შევცდიო და მორიგდნენ: ცოლ-ქმარი საყურეს დაუბრუნებდა, მარინა კი – თანხას და ამაში დასარწმუნებლად, გამყიდველმა მათ 4 000 ლარი მაშინვე უკან დაუბრუნა. არადა, ცხადია, ცოლ-ქმარი ატყუებდა, რადგან ნაყიდი ძვირფასი ნივთი რეალურად უკვე საბერძნეთში მყოფ იზაბელა ვ-ს ჰქონდა, რომლის საფასურიც მან გადაიხადა.
ასეა თუ ისე, მარინა ქ-ს კლიენტთან სტუმრობა ამით არ დასრულებულა. წინასწარ გათვლილი გეგმის თანახმად, ვითომ შემთხვევით, როცა ცოლ-ქმართან სახლში მარინა ქ. იმყოფებოდა, ანჟელას ქმრის მამიდაშვილი გამოჩნდა, რომელმაც სტუმარს თავი სამართალდამცველ სტრუქტურაში მომუშავე ერთ-ერთ მაღალი თანამდებობის პირად წარუდგინა. ვინაიდან „შემოსწრებული სტუმარიც” საქმის კურსში იყო, მარინა ქ. მან საბოლოოდ დაარწმუნა, რომ დანაშაული ჰქონდა ჩადენილი. მეტი დამაჯერებლობისთვის, კანონებიც კი განუმარტა. თუმცა, „მაღალჩინოსანმა“ იქვე დაამშვიდა, საქმეს მოვაგვარებო და პირობა დადეს: ორი თვის ვადაში მარინა ქ. ცოლ-ქმარს გადახდილ საფასურს სრულად დაუბრუნებდა, მაღალჩინოსანს კი საქმის მოგვარებისთვის დამატებით ოქროს ძეწკვს აჩუქებდა. ერთ სიტყვით, ვინაიდან მარინა ქ-მ 4 000 ლარი ცოლ-ქმარს უკვე გადაუხადა, დარჩენილი 1 900 ლარის გადახდას ორ თვეზე ადრე დაჰპირდა.
მართლაც, ამ საუბრიდან რამდენიმე დღეში, ძვირფასი ნივთების გამყიდველმა სამართალდამცავი სტრუქტურის „თანამშრომელს” დაურეკა და მასთან მისვლა შესთავაზა. გარდა ცოლ-ქმრისთვის დარჩენილი ვალისა, მარინა ქ. მას დაპირებული ოქროს ძეწკვის მიცემასაც დაჰპირდა. 17 ნოემბერს გახარებული ნუკრი პ. მასთან მაღაზიაში მივიდა, სადაც მარინა უცნობ პიროვნებასთან ერთად დახვდა, რომელსაც, ასევე „თანამშრომლად” და მარინას ახლობლად გაეცნო.
მაღაზიაში მეგობრული საუბარი გაიბა. ამ ლაპარაკში კი მარინა ქ-მ „მაღალჩინოსანს“ კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მის ნათესავ ცოლ-ქმართან დაკავშირებული პრობლემა, რაც შეიძლება მალე მოეგვარებინა. მათ ამჯერად ერთმანეთის ბინის ტელეფონის ნომრებიც ჩაიწერეს და დათქვეს, რომ ერთმანეთს უახლოეს დღეებში დაუკავშირდებოდნენ. სახლის ტელეფონის ნომრები კი იმისთვის იყო საჭირო, რომ, „მაღალჩინოსნის“ თქმით, შესაძლოა, მათი მობილურით საუბარი ვინმეს მოესმინა... ამის შემდეგ, გამყიდველმა ოქრო ამჯერად „მაღალჩინოსანზე“ გააფორმა და ერთად წავიდნენ დაპირებული ოქროს ძეწკვის ასაღებად, რომელიც ერთ-ერთი ლომბარდიდან უნდა გამოეტანათ. სამკაული იმაზე ძვირფასი აღმოჩნდა, ვიდრე ნუკრი პ. ელოდა, მაგრამ, გულზე დაკიდების მოერიდა და ოქრო, რომელიც თავის კოლოფში იდო, ჯიბეში შეინახა. ის იყო, პარტნიორები ერთმანეთს უნდა დამშვიდობებოდნენ, რომ ისინი ნამდვილმა პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. იქვე გაიჩხრიკა ნუკრი პ, რომელსაც პოლიციამ მის სახელზე შევსებული ოქროს ძეწკვის გადაფორმებისთვის საჭირო დოკუმენტები და ოქროს სამკაული უპოვა. მისი დაკავების შემდეგ კი, პოლიციამ ცოლ-ქმარსაც „ჩაავლო“, რომლებიც არა მხოლოდ მარინა ქ-მ, მათმა ნათესავმაც ამხილა.
თაღლითების შესახებ ცხადია, პოლიცია საქმის კურსში მარინა ქ-მ მას შემდეგ ჩააყენა, რაც საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. საქმე ისაა, რომ, რეალურად, ბრილიანტი მან კანონის სრული დაცვით გაყიდა. მოცემულ შემთხვევაში, მყიდველის, ანუ თაღლითი ანჟელას ხელმოწერა საჭირო არ იყო, რადგან გასაყიდი ნივთი კერძო პირს ეკუთვნოდა და, ოფიციალურად ბალანსზე არ ერიცხებოდა.
როგორც მოგვიანებით დაზარალებულმა გამყიდველმა განმარტა, მას შემდეგ, რაც მუქარა დაუწყეს, თავიდან იფიქრა, შესაძლოა, მართლაც შეჰქმნოდა პრობლემები პრეტენზიულ მყიდველებთან. ამიტომ, გადაწყვიტა, თანხა მათთვის უკან დაებრუნებინა, თავად კი გაყიდული საქონელი მიეღო, რადგან მისი გაყიდვა არანაირი პრობლემა არ იყო.
მისი თქმით, სწორედ ამ განზრახვით შეხვდა ცოლ-ქმარს და, კიდევ რამე რომ არ მომხდარიყო, ანუ, მათთან მორიგი დავის თავიდან ასაცილებლად, და გაიყოლა, რომ თანხის გადაცემის მომენტს დასწრებოდა. მისი თქმით, „შემოსწრებულმა“ პოლიციის თანამშრომელმა თავისი ქცევით რწმენა გაუმყარა, რომ, შესაძლოა, მის საქმიანობას მართლაც მისდგომოდა ჩრდილი და, ამიტომ, დაჰპირდა რომ საკითხის გაუხმაურებლობის სანაცვლოდ, მას ოქროს ნივთს მისცემდა. თუმცა, პარალელურად, ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს მიაწოდა...
ცოლ-ქმრისგან განსხვავებით, მატყუარა „პოლიციის თანამშრომელმა” თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ. მისი ჩვენების თანახმად, ბიძაშვილმა ერთ-ერთ შეხვედრაზე სთხოვა გაყოლა, მაგრამ, ვის უნდა შეხვედროდა და რა მიზნით – არ იცოდა. ერთადერთი, რაც მის მოვალეობაში შედიოდა, ის იყო, რომ, თუ ნიკოლოზ გ-ს ვინმე ფიზიკურად გაუსწორდებოდა, დახმარებოდა. განსასჯელის ჩვენებით, ისინი ხანდაზმულ ქალბატონთან მივიდნენ, მაგრამ რაზე ისაუბრეს, მისთვის უცნობი დარჩა. თუმცა, რამდენიმე დღეში, როდესაც ის ნიკოლოზ გ-სთან მივიდა, ის ქალი მათთან დახვდა. ბოლოს კი მასპინძლებს სთხოვა, მასთან მარტო დაეტოვებინათ.
დაკავებული არ მალავს, რომ მისმა ქცევამ, განსაკუთრებით კი კანონების ახსნა-განმარტებამ, მარინა ქ-ს აფიქრებინა, რომ მართლაც სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენელი იყო. ამიტომ, ისარგებლა შემთხვევით და გამყიდველს სხვათა შორის გამოჰკითხა, რა პროცედურები იყო გასავლელი, ბებიამისის ანტიკვარული საათი რომ ჰქონოდა. მისი თქმით, მარინა იმდენად შეშინდა, რომ, ბებიის კი არა, თავისი ოქროს ნივთის ჩუქება შესთავაზა, რაც შეასრულა კიდეც...
რაც შეეხება ანჟელა გ-ს, მან დუმილის უფლება გამოიყენა, ხოლო მისმა ქმარმა კი, სრულიად სამართლიანად ჩათვალა როგორც საკუთარი, ასევე მეუღლის საქციელი. მისი თქმით, ბრილიანტი ანჟელას სახელზეც გაფორმდა, მაგრამ მარინა ქ-მ ბოლოს ისინი უცხოეთის მოქალაქე, იზაბელა ვ-ს გაატანა. აქედან გამომდინარე, განსასჯელი აცხადებდა, რომ მათ აბსოლუტურად სამართლიანი მოტივაცია გაუჩნდათ, რომ გადახდილი 5 900 ლარი მოეთხოვათ. განსასჯელმა თავხედურად განაცხადა, ეს თანხა რამე ბიზნესში რომ დამებანდებინა, აბა, იანგარიშეთ, რამხელა შემოსავალს მივიღებდიო...
ასეა თუ ისე, თავის მართლებამ არ გაჭრა. სასამართლომ სამივე განსასჯელი გამომძალველად ცნო, რაც ნიშნავს: „სხვისი ქონებრივი უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულისთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების ან სხვა ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რამაც, შეიძლება, არსებითად დააზიანოს მისი უფლებები”.
როგორც დაზარალებულმა ახსნა, მას სწორედ სახელის გატეხისა და მასზე არასწორი ცნობის გავრცელების შეეშინდა. ამიტომ, სამივე განსასჯელმა პასუხი ამ მუხლით აგო...

скачать dle 11.3