კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გალაქტიკებით დახატული კიდევ ერთი ნიშანი

ამერიკელმა სპეციალისტებმა, რომლებიც ორბიტული ტელესკოპებით – „ჰაბლითა“ და „ჩანდრათი“ მუშაობდნენ, გამოაქვეყნეს კოსმოსური „ძახილის ნიშნის“ სურათი, რომელიც შექმნილია ორი ერთმანეთს შერწყმული გალაქტიკისგან, აგრეთვე, „მოკაშკაშე სამკაულის“ ფოტო – პლანეტარული ნისლეული.
გალაქტიკა „VV340“ მეეტლის თანავარსკვლავედში, დედამიწიდან 450 მილიონი სინათლის წლის მანძილზე იმყოფება და სინამდვილეში ორი გალაქტიკისგან შედგება. ერთ-ერთი – „ჩრდილოეთისა“ დედამიწისკენ წიბოთია მომართული და ძახილის ნიშნის ჯოხს წააგავს, ხოლო მეორეს, „სამხრეთისას“, ბრტყელი მხრიდან ვხედავთ და წერტილის სახით ჩანს.
სწავლულთა აზრით, რამდენიმე მილიონი წლის შემდეგ, ეს გალაქტიკები ერთმანეთს შეერწყმება, როგორც ჩვენი გალაქტიკა – ანდრომედას ნისლეულს.
პროექტი მიმდინარეობს კვლევების პროგრამის – „კაშკაშა ინფრაწითელი გალაქტიკების“ – ჩარჩოებში. კოსმოსური ტელესკოპები: ოპტიკური „ჰაბლი“, რენტგენული „ჩანდრა“, ინფრაწითელი „სპიტცესი“ და ულტრაიისფერი „გალექსი“, აგრეთვე, დედამიწის ტელესკოპები, ერთობლივ გადაღებებს აკეთებენ, შემდეგ კი მიღებულ მონაცემებს აერთიანებენ. მთლიანად 200 ასეთი გალაქტიკის კვლევა იგეგმება, რათა გაირკვეს, რატომ ასხივებენ ისინი ასე ძლიერად ინფრაწითელ დიაპაზონში – ასეულჯერ უფრო მეტად, ვიდრე სხვა გალაქტიკები.
ახალმა დაკვირვებებმა საშუალება მისცა სწავლულებს დაედგინათ, რომ „ჩრდილოეთის“ გალაქტიკა, ისევე, როგორც „სამხრეთის“, თავის თავში სწრაფად მზარდ ზემასიურ შავ ხვრელებს მალავს, ხოლო „სამხრეთის“ გალაქტიკაში ახალი ვარსკვლავების წარმოქმნის ინტენსიური პროცესები მიმდინარეობს.

скачать dle 11.3