კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იაპონიის ცუნამიმ ანტარქტიდას აისბერგები „მოატეხა“

სურათები, რომლებიც ამერიკის სააგენტო „ნასას“ თანამგზავრიდანაა მიღებული, გვიჩვენებს, რომ მარტში იაპონიაში მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგები საგრძნობი იყო ანტარქტიდაში, სადაც ტალღებმა, რომლებიც შელფურ მყინვარზე იმსხვრეოდა, მას უზარმაზარი აისბერგები მოატეხა.
თანამგზავრული დაკვირვებების მონაცემებით, მეცნიერებმა შეძლეს, დაედგინათ, რომ მარტში მომხდარმა წყალქვეშა მიწისძვრამ ანტარქტიდის ზულცბერგერის ყინულოვანი შელფის შემოგარენში, წყლის დონის 30 სანტიმეტრით აწევა გამოიწვია, რაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ მიწისძვრიდან 18 საათის შემდეგ, შელფიდან რამდენიმე აისბერგი მომწყდარიყო, მათ შორის უდიდესი, ნიუ-იორკის მანჰეტენზე დიდია. ყინულის ლოდების სისქე დაახლოებით 80 მეტრს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ ზულცბერგერის შელფიდან აისბერგები უკანასკნელი 46 წლის განმავლობაში არ მომწყდარა. გავიხსენოთ, რომ 2011 წლის 11 მარტს მომხდარი მიწისძვრა, რომლის მაგნიტუდა მინიმუმ 8,9 ბალს შეადგენდა, მიიაგის პრეფექტურის ზღვის ნაპირებიდან 130 კილომეტრზე მოხდა. მაშინ იაპონიის ნაპირებს თავს დაატყდა 10 მეტრის სიმაღლის ტალღები.

скачать dle 11.3