კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჟაკლინ კენედის ინტერვიუს გამოუქვეყნებელი ჩანაწერი – კენედის მკვლელობაში ვიცე-პრეზიდენტის მონაწილეობა და ოჯახური ღალატი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯონ ფიცჯერალდ კენედის ქვრივმა, შესაძლოა, ქმრის მკვლელობაში მონაწილეობისთვის ვიცე-პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონს დასდოს ბრალი, რომელმაც სახელმწიფოს მეთაურის სიკვდილის შემდეგ, პრეზიდენტის პოსტი დაიკავა. ჟაკლინს წერილობითი მემუარები არ დაუტოვებია. იგი 1994 წელს გარდაიცვალა, თუმცა მხოლოდ ახლა ირკვევა, რომ 1964 წელს მან თავისი მოგონებები ვიდეოფირზე ჩაწერა. ამ მოგონებებს სექტემბერში პირველად გადასცემს ტელეარხი „ABC“.
ჩანაწერი შვიდსაათიანი ინტერვიუა გარდაცვლილი ქმრის მრჩეველთან, ისტორიკოს არტურ შლეზინგერ-უმცროსთან. ამბობენ, თითქოს, ინტერვიუში ჟაკლინ კენედი ამბობს, რომ ლინდონ ჯონსონი პრეზიდენტის მკვლელობის ორგანიზაციისთვის ტეხასელ ნავთობის მაგნატებს შეეკრა. ასევე, ყვება ცოლქმრულ ღალატზე ოჯახში: ქმრის კავშირზე თეთრი სახლის 19 წლის პრაქტიკანტ გოგონასთან და, აგრეთვე, საკუთარ ურთიერთობაზე კინოვარსკვლავ უილიამ ჰოლდენთან.
ვიდეოჩანაწერი ნებისმიერ შემთხვევაში საინტერესო იქნება თუნდაც იმით, რომ პირველად გამოქვეყნდება. ჩანაწერები ინახებოდა პრეზიდენტ ჯონ კენედის ბიბლიოთეკის სეიფში, ქალაქ ბოსტონში. ჟაკლინ კენედიმ მოითხოვა, რომ ჩანაწერები მისი სიკვდილიდან მხოლოდ 50 წლის შემდეგ გამოექვეყნებინათ. ჟაკლინის ქალიშვილის, 53 წლის ქეროლაინ კენედის სიტყვებით, დედამისმა შლეზინგერს სთხოვა, არ გამოექვეყნებინათ ჩანაწერები, რადგან ეშინოდა მეორე შეთქმულების – მის ოჯახზე შურისძიებისა. მაგრამ, ქეროლაინმა დაარღვია დედის ნება: „საჭირო არაა, 2044 წელს დაველოდოთ. დიდი პატივია, ვნახოთ ის მილიონობით ადამიანთან ერთად, რომლებიც აღფრთოვანებულნი არიან ჩემი მშობლებით“, – განაცხადა მან.

скачать dle 11.3