კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ჯალალაშვილი-ჯალალი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჯალალი, რომელიც არაბული წარმოშობისაა და ქართულად სახელს, დიდებას, ძლიერებას ნიშნავს.
1843 წლიდან ჯალალაშვილები კოდაში ცხოვრობენ.
ამავე ძირისაა გვარები: ჯალადიშვილი, ჯალალი, ჯამარიშვილი.
საქართველოში 110 ჯალალაშვილი ცხოვრობს.
100 – ჯალადიშვილი;
89 – ჯალალი;
26 – ჯამარიშვილი.
ოქრიაშვილი
ისტორიული წყარო მიგვანიშნებს, რომ გვარის ფუძემდებელს სახელად ოქრია ერქვა. ოქრია მამაკაცის საკუთარი სახელია და ოდითგანვე ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში.
სახელი ოქრია და გვარი ოქრიაშვილი ერთსა და იმავე რეგიონში გვხვდება, კერძოდ, ქვემო ქართლში.
ოქრი ერტისში მცხოვრებ აზნაურად არის მოხსენიებული ფეოდალ ბარათაშვილების გაყრის საბუთში.
თაყა ბარათაშვილის მიერ თამაზა ალავერდაშვილისადმი მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნში მოიხსენიება იასე ოქრიაშვილი.
ოქრიაშვილთა გვარში მოხსენიებული თაყაიშვილების გვარი გაჩნდა თაყა ბარათაშვილისგან, ალავერდაშვილი კი – ქვემო ქართლის მებატონის, მემამულე ალავერდა იაგულიშვილისგან.
საქართველოში 678 ოქრიაშვილი ცხოვრობს: დმანისში – 248, თბილისში – 234, ბოლნისში – 123. არიან სხვაგანაც.
წითელაური – წითელაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი წითელა.
წითელაური სათემო გვარი იყო ფშავში.
1882 წელს დიდ ენაგეთში მცხოვრები არსენ ხუციშვილის შვილის, ევას მიმრქმელად მოიხსენიება გოლოეთელი გაბრიელ წითელაური.
1884 წელს გოლოეთში მოიხსენიება ზაქარია წითელაური. მან შვილი მოუნათლა თანასოფლელ გიორგი ბასალაშვილს.
ამავე ძირისაა გვარები: წითელაძე, წითელაშვილი.
საქართველოში 275 წითელაური ცხოვრობს;
628 – წითელაძე;
43 – წითელაშვილი.
გოჩაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გოჩა.
გოჩა გოჩაშვილი მოიხსენიება 1736 წელს ყმებისა და მამულის ნასყიდობის წიგნში, რომელიც ზაზა სოლოღაშვილს ქსნის ერისთავისთვის, შანშესთვის მიუცია.
1721 წლის აღწერით, გოჩაშვილი იყო მებატონე და ცხოვრობდა თრიალეთში.
გოჩაშვილები მეფის შთამომავლები არიან.
ამავე ძირისაა გვარი გოჩიაშვილი.
საქართველოში 611 გოჩაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 249, გორში – 187, ქარელში – 90. არიან სხვაგანაც.
გოგბერაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გოგიბერი (გოგი+ბერი).
ანალოგიურად ნაწარმოები გვარებია: გოგიბერაშვილი, გოგობერიშვილი, დოლაბერიძე, ედიბერიძე, კახაბერიძე, მაცაბერიძე, სულაბერიძე და ასე შემდეგ.
მოსე გოგბერაშვილი 1843 წლის აღწერაში მოიხსენიება სოფელ თონეთში.
საქართველოში 900 გოგბერაშვილი ცხოვრობს: თერჯოლაში – 329, ზესტაფონში – 236, თბილისში – 114. არიან სხვაგანაც.
რუაძე
გვარის ფუძე უნდა იყო სახლობა-საქმიანობის აღმნიშვნელი სიტყვა. მათი მიწათმოქმედი წინაპრები მიწების გაწყლოვანებას ხელოვნური მეთოდებით ცდილობდნენ – უნდოდათ, წყლის არხები გაეყვანათ. როგორც ჩანს, ისინი ამ საქმეში დახელოვნებულები იყვნენ.
რუ ქართულ განმარტებით ლექსიკონში ასეა ახსნილი: „სარწყავად გაყვანილი პატარა არხი, ასეთ არხში მიმდინარე წყალი“. ლოგიკურად, რუაძეების გვარი სწორედ ამ ხელობის მიხედვით მიუღიათ.
ერთ-ერთი მოსაზრებით, თითქოს რუა იყო საკუთარი სახელი და სწორედ მან დაუდო სათავე რუაძეთა გვარსო.
ისტორიულ წყაროებში გვხვდება საკუთარი სახელები: რუამა, რუამ, რუმა, მაგრამ, არც ერთი მათგანი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ასე მარტივად გადაწყდეს გვარის ეტიმოლოგიის საკითხი.
საქართველოში 770 რუაძე ცხოვრობს: გურჯაანში – 611, თბილისში – 84, რუსთავში – 34. არიან სხვაგანაც.
გუგულაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გუგულა.
„სოფელ ჩხიკვათში მცხოვრები ვასილ გუგულაშვილი ნათლავს ქალიშვილს – ნინას. მიმრქმელი არის თანასოფლელი, იოსებ დავითაშვილი“.
საქართველოში 580 გუგულაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 213, კასპში – 137, გურჯაანში – 98. არიან სხვაგანაც.
გონგაძე-გონგლაძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელის, გონას კნინობითი ფორმა – გონგა.
1731 წლის ხარჯის გამომღებთა ნუსხაში – ნაბახტევში მოიხსენიება გონგაძე.
1843 წელს სოფელ ფარცხისშიც მოიხსენიებიან გონგაძეები.
ამავე ძირისაა გვარი გონგლაძე.
საქართველოში 436 გონგაძე ცხოვრობს: თბილისში – 192, წყალტუბოში – 75, თეთრი წყაროში – 72. არიან სხვაგანაც.
618 – გონგლაძე.
ინაშვილი-ინაძე-ინაური-ინალიშვილი
გვარის ფუძეა სახელი ინა.
გიორგი ინაშვილი მოიხსენიება 1711 წელს, ბერუკა აბრამიშვილის მიერ დომენტი ბენიათიშვილისადმი მიცემულ ნასყიდობის წიგნში.
ვარდისუბნელმა დიმიტრი ინაშვილმა 1818 წელს თანასოფლელ სოლომონ კედელაშვილს მიათხოვა ქალიშვილი – სოფა.
1874 წლის აღწერით, სოფელ შავსაყდარში მოიხსენიებიან – პეტრე, დიმიტრი, გიორგი, ლაზარე და მიხეილ ინაშვილები.
ამავე ძირისაა გვარები: ინაძე, ინაური, ინაიშვილი, ინალიშვილი.
საქართველოში 1 013 ინაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 467, დუშეთში – 133, სიღნაღში – 128. არიან სხვაგანაც.
283 – ინაძე;
481 – ინაური;
191 – ინალიშვილი.
გრიგოლაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გრიგოლი, რომელიც ბერძნული წარმოშობისაა და ქართულად მღვიძარს, ფხიზელს ნიშნავს. მისი მოფერებითი, კნინობითი ფორმებია: გიგა, გიგო, გიგლა, გიგოლი.
1721 წელს მუხათში მოიხსენიება კირაოზა გრიგოლაშვილი.
საქართველოში 703 გრიგოლაშვილი ცხოვრობს: ქუთაისში – 183, თბილისში – 177, წყალტუბოში – 81. არიან სხვაგანაც.
ხანიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ხანია.
1721 წლის აღწერით, სამაჩვეთში მოიხსენიება თეიმურაზ იარალაშვილის ყმა – ვახუშტი ხანიაშვილი.
საქართველოში 379 ხანიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 126, სიღნაღში – 90, ყვარელში – 59. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

скачать dle 11.3