კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე

კითხვა: როგორი პირობები უნდა შევუქმნათ ჯუჯა ბროწეულს, რომ ბინაში კარგად გაიხაროს?
პასუხი: ამ მცენარეს უყვარს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს კლიმატი. ამიტომ, ზაფხულობით კარგად განათებულ ადგილას დადგით. ზაფხულში მისთვის მისაღებია ოთახის ტემპერატურა 18-24 გრადუსი, ზამთარში კი დაახლოებით – 10 გრადუსი. ზაფხულობით მიწა მუდამ ტენიანი უნდა იყოს, ზამთარში – შედარებით იშვიათად მორწყეთ – ისე, რომ მიწა მთლიანად არ გამოშრეს. მას ნიადაგის რეგულარულად განოყიერებაც სჭირდება. ზამთარში ბროწეულს ფოთლები არ აქვს, ამიტომ არც განსაკუთრებული სინათლე სჭირდება. შეგიძლიათ, სადმე შეინახოთ, სანამ გაზაფხულზე ფოთლების ზრდა დაიწყება. ფოთოლცვენის შემდეგ, მცენარე სიგრილეში, დაახლოებით, 10 გრადუსზე უნდა გადაიტანოთ. ბროწეული კარგად ხარობს ზამთრის ბაღში. სიმაღლეში 40 სანტიმეტრი იზრდება. გვიან შემოდგომამდე შეგიძლიათ აყვავილოთ. ყვავილობის სეზონის მიწურულს შეიძლება, ნაყოფიც გამოიღოს, თუმცა ის საჭმელად უვარგისია.
კითხვა: რთულია თუ არა ოთახის პირობებში ცეროპეგიას გაზრდა?
პასუხი: ეს მცენარე ჭირვეული არ არის. უყვარს მზე. მიუხედავად იმისა, რომ ზრდის პერიოდში ტენი სჭირდება, შიგადაშიგ გამოშრობასაც იტანს. მრავლდება მომცრო ბოლქვებით, რომლებიც დროდადრო ღეროებზე ვითარდება. პირდაპირი მზის შუქი არ მოაკლოთ, თორემ მეჩხერი და ცუდი ფერის ფოთლები ექნება. ზამთარში მისთვის მინიმალური ტემპერატურა 8 გრადუსია, ხოლო ზაფხულში – 18. აქტიური ზრდის პერიოდში მიწა ტენიანი უნდა იყოს, მაგრამ – არა სველი. ზაფხულში ნიადაგი ორ კვირაში ერთხელ გაანოყიერეთ გაზავებული, ბალანსირებული, თხევადი სასუქით. ზამთარში კი ზედმეტად ნუ მორწყავთ. მცენარე საკიდ კალათში მოათავსეთ და მზიან ადგილას დაკიდეთ. ოთახის პირობებში ცეროპეგია ყვავილობს კიდეც. მისი პატარა, მაგრამ გამოკვეთილი ყვავილები, ორ საოცრად გრძელ, ნემსისებურ პარკუჭად იქცევა. მისი გახარება ძალიან იოლია და არც განსაკუთრებული პირობების შექმნას მოითხოვს.
კითხვა: როგორ მოვუარო კორდილინას?
პასუხი: კორდილინას უყვარს სინათლე. ამიტომ, დადგით ძალიან ნათელ ადგილას. დღეში ორი-სამი საათით მწველ მზეში ყოფნასაც აიტანს. ზაფხულში ნიადაგი ტენიანი უნდა იყოს. თუ ზამთარში ტემპერატურა დაბალია, იშვიათად მორწყეთ და მიწა მხოლოდ ოდნავ დაატენიანეთ. ამ იოლად მოსავლელ მცენარეს მინიმალური ყურადღებაც ჰყოფნის. ძველი, დამჭკნარ-დაჭმუჭნილი ფოთლები მოაცილეთ. ზაფხულობით მიწა რეგულარულად გაანოყიერეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით, რათა ფოთლებმა ფერი შეინარჩუნოს. მცენარისთვის იდეალურია 18-24 გრადუსი ტემპერატურა, თუმცა თითქმის ნულოვან ტემპერატურასაც გაუძლებს. კარგი იქნება, თუ ამ მცენარეს ზამთრის ბაღში გაზრდით. ასეთ ადგილას უკეთ გაიხარებს.

скачать dle 11.3