კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მივაღწიოთ ავტომობილით დანიშნულების ადგილამდე სხვადასხვა დეტალის დაზიანების შემთხვევაში

ხშირად ავტომობილის ესა თუ ის დაზიანება, კატასტროფად გვეჩვენება, თუმცა ამ მდგომარეობაშიც კი, ავტომობილის სწორი ექსპლუატაციით, დანიშნულების ადგილამდე მისვლას მაინც შეძლებთ. როგორ უნდა იაროთ მსგავსი დაზიანებებით, ვრცლად ამაზე პროფესიონალი მრბოლელი, მევლუდ მელაძე საუბრობს.
მევლუდ მელაძე: არის არასტანდარტული სიტუაციები, როდესაც ავტომობილს შუა გზაში რაღაც ემართება და ვერ ხვდებით. გაჩერდეთ, გააგრძელოთ სვლა, მიაღწევთ კი დანიშნულების ადგილამდე და სხვა. რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია, მაგრამ შაბლონური სიტუაციაც ხშირია. მაგალითად, გზის რაღაც მონაკვეთზე, უფრო ტრასაზე, მიადექით აღმართს და უცებ შეატყვეთ, რომ გაზის პედალს ფეხს აჭერთ, ავტომობილი ღმუის, ძრავას თითქოს ბრუნი ემატება, მაგრამ სიჩქარე არ იმატებს. თუ ძრავას ბრუნი იზრდება, მაგრამ სიჩქარეზე ეს არ მოქმედებს, ნიშნავს, რომ მოდების ქურო „დაბუქსავდა”.
– რითი შეიძლება ეს იყოს გამოწვეული?
– უბრალოდ, მოდების ქურო გაცვდა და მისი შეცვლაა საჭირო. დაბალ სიჩქარეზე ამას ვერ ატყობდით, მაგრამ, როდესაც უკვე მაღალ, მეხუთე ან მეექვსე სიჩქარეში გადართვისას, ქუროს დიდი ძალა დაადგა, მხოლოდ მაშინ აღმოაჩენთ პრობლემას. მეორე მიზეზი – შესაძლოა ძრავას უკანა ჩობალმა („სალნიკმა”), გააპარა ზეთი, მოხვდა მოდებასთან, ის ზეთით დასველდა და დაიწყო „ბუქსაობა”. მესამე – შესაძლოა, მწყობრიდან გამოვიდა რაიმე დეტალი, რომელმაც ვერ უზრუნველყო კარგი მოჭიდება და „დაბუქსავდა”. როგორ უნდა მიაღწიოთ ამ შემთხვევაში კონკრეტულ მონაკვეთამდე?! თუ ატყობთ, რომ ავტომობილი „ბუქსაობს”, მაგრამ გაჩერების გეშინიათ და მაინც გაზს აწვებით, ამ დროს მოდება განადგურდება. შეიძლება, ორი-სამი კილომეტრიც კი ვერ გაიაროთ – ის უბრალოდ დაიწვება, ბოლი აუვა. მაგრამ, თუ სწორად მოიქცევით, არის შანსი, რომ სერვისამდე კი არა, სადაც მიდიოდით, იქამდეც, ჩააღწიოთ და უკანაც ჩამოხვიდეთ. მოდი, ცოტა ტექნოლოგიურადაც გავერკვეთ, რა ხდება. თუ გქონდათ მეხუთე სიჩქარეში, ეს იმას ნიშნავს, რომ ძრავას, იმისთვის საბურავი რომ სწრაფად დაეტრიალებინა, ანუ მანქანა ჩქარა წაეყვანა, სჭირდებოდა გაცილებით მეტი ძალის გადაცემა საბურავზე, ვიდრე ეს პირველ სიჩქარეს სჭირდება. პირველ სიჩქარეში, სტარტერიც საკმარისია, რომ ავტომობილი დაიძრას, ანუ მოდებას და სხვა დეტალებს ძალიან ცოტა დატვირთვა ადგება. შესაბამისად, თუ „ცეპლენია” ბუქსაობს და აღმართს მიადექით, ავტომობილი, რაც შეიძლება, დაბალ სიჩქარეში უნდა გადმოიტანოთ. პირველ სიჩქარეში შეიძლება, მხოლოდ თავიდან „იბუქსაოს” და მერე, როგორც კი ავტომობილი დაიძვრება, ვერც შეატყობთ, თუ „ბუქსაობს”, ისე ძლიერია პირველი სიჩქარე. ამ დროს, რაც შეიძლება, ნაზად უნდა მიაჭიროთ გაზის პედალს ფეხი. თუ ცოტა მეტი მოგივიდათ, ხმა შეიცვალა და მიხვდით, რომ მეტი ბრუნი აქვს, ვიდრე მანქანის სვლას სჭირდება, ფრთხილად გააპარეთ გაზის პედლიდან ფეხი და იპოვეთ იდეალური მოჭიდების წერტილი. ზედმეტი გაზის მიცემა ნიშნავს, რომ „ცეპლენია” დატვირთვას საკუთარ თავზე მიიღებს და ეგრევე „დაბუქსავდება”. ანუ, შესაძლებელია, ასეთი ავტომობილით გარკვეულ წერტილამდე მიღწევა, თუ, რა თქმა უნდა, სწორად მოიქცევით და რაღაც მომენტებში, დაბალ სიჩქარეში გადაიტანთ.
არის შემთხვევები, როდესაც შესაძლებელია, ავტომობილში რომელიმე ღვედი გაწყდეს. თუ კბილანური ღვედი გაწყდა, რა თქმა უნდა, აღარაფერი ეშველება და ავტომობილი გაჩერდება. მაგრამ, არის უამრავი სხვა ღვედი, რომლის გაწყვეტის შემთხვევაში, საჭირო წერტილამდე მიღწევას შეძლებთ – ღვედი, რომელიც კონდიციონერს მართავს; ღვედი, რომელიც დინამოზეა გადაჭიმული და დამუხტვისთვის არის საჭირო; ასევე ღვედი, რომელიც წყლის პომპას მართავს, საჭის ჰიდრავლიკის სისტემას მართავს... მაგრამ ზოგ მანქანას, ამ ყველაფრისთვის ერთი გრძელი ღვედი აქვს. უპრველესად, უნდა გადაამოწმოთ, როგორი სისტემითაა თქვენი ავტომობილი აღჭურვილი და უზრუნველყოფდა თუ არა გაწყვეტილი ღვედი წყლის სისტემის მართვას. შეიძლება, ამას ფიზიკური დაკვირვებით ვერ მიხვდეთ, მაგრამ, სვლის გაგრძელების შემთხვევაში, წყლის მაჩვენებელი თუ მაღლა აიწევს, ეს ნიშნავს, რომ სწორედ წყლის პომპის ღვედი გაწყდა. ამ დროს გადაადგილებას აზრი არ აქვს და უნდა გაჩერდეთ. თუ საჭის ღვედი გაწყდა, საჭე გამაგრდება, მაგრამ გზის გაგრძელებას შეძლებთ.

скачать dle 11.3