კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოხდა ამ დღეს

22 აგვისტო
1770 – ინგლისელმა ზღვაოსანმა ჯეიმს კუკმა აღმოაჩინა ავსტრალიის აღმოსავლეთი სანაპირო და ის დიდი ბრიტანეთის საკუთრებად გამოაცხადა.
1932 – ბრიტანულმა არხმა „ბიბისიმ“ დაიწყო პირველი ტელეტრანსლაციები.
1968 – რომის პაპი პავლე მეექვსე, ეწვია ბოგოტას (კოლუმბია). ეს იყო რომის პაპის პირველი ვიზიტი ლათინურ ამერიკაში.
2005 – მარია შარაპოვა გახდა მსოფლიოს პირველი ჩოგანი.
23 აგვისტო
1903 – რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში განხეთქილების შედეგად, ჩამოყალიბდა ბოლშევიკებისა და მენშევიკების ფრაქციები.
1913 – კოპენჰაგენში გაიხსნა სირინოზის ძეგლი.
1939 – დაიდო მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი საბჭოთა კავშირსა და გერმანიას შორის ევროპის ახალი გადანაწილების შესახებ.
1989 – ბალტიისპირეთის ქვეყნების მოსახლეობამ, საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, 600-კილომეტრიანი ცოცხალი ჯაჭვი შექმნა. მათ ერთმანეთს ჩასჭიდეს ხელი და ვილნიუსიდან ტალინამდე ჩამწკრივდნენ.
24 აგვისტო
79 – ვეზუვის ამოფრქვევამ გაანადგურა სამი იტალიური ქალაქი: პომპეი, ჰერკულანუმი და სტაბიუმი.
410 – რომის პირველი დაცემა – გოთებმა, ალარიხის ბელადობით, აიღეს და გაძარცვეს „მარადიული ქალაქი“.
1572 – „ბართლომეს ღამე“ პარიზში – ჰუგენოტების ხოცვა კათოლიკეთა მიერ.
1949 – ფუნქციონირება დაიწყო საერთაშორისო ორგანიზაცია „ნატომ“.
1995 – გასაყიდად გამოიტანეს ოპერატიული სისტემა „WINDOWS 95“.
25 აგვისტო
1718 – ფრანგმა კოლონისტებმა დააარსეს ქალაქი ნიუ-ორლეანი (ამერიკის შეერთებული შტატები).
1875 – კაპიტანი მეთიუ უები გახდა პირველი ადამიანი, ვინც გადაცურა ლამანშის სრუტე.
1944 – ფაშისტებისგან გათავისუფლდა ქალაქი პარიზი.
1950 – ეკრანებზე გამოვიდა აკირა კუროსავას ფილმი „რასემონი“.
26 აგვისტო
ჩვენს წელთაღრიცხვამდე 55 – გაიუს იულიუს კეისარმა თავისი არმიით მოაღწია ბრიტანელთა ნაპირებს. ეს იყო „ცივილიზებული მსოფლიოს“ პირველი გაცნობა ამ კუნძულთან.
1071 – მანაცკერტის ბრძოლაში თურქ-სელჩუკებმა გაანადგურეს ბიზანტიელები და წაართვეს მათ სომხეთი და მცირე აზიის უდიდესი ნაწილი.
1498 – მიქელანჯელომ დაიწყო მუშაობა სკულპტურულ კომპოზიციაზე – „პიეტა“.
1813 – დრეზდენის ბრძოლა. ნაპოლეონის უკანასკნელი გამარჯვება.
1883 – ვულკან კრაკატაუს უძველესი ამოფრქვევა (ინდონეზია), ითვლება უძლიერეს ამოფრქვევად ჩვენს ათასწლეულში.
1970 – ჯიმი ჰენდრიქსის უკანასკნელი გამოსვლა სცენაზე.
27 აგვისტო
1859 – ედვინ დრეიკმა ამერიკაში გათხარა პირველი ჭაბურღილი ნავთობის მოსაპოვებლად.
1912 – გამოქვეყნდა ედგარ ბეროუზის „ტარზანის თავგადასავალი“.
1939 – პირველი რეაქტიული თვითმფრინავის „HE-178-ის“ პირველი გაფრენა (გერმანია).
1955 – გამოვიდა გინესის რეკორდების პირველი წიგნი.
28 აგვისტო
476 – არსებობა შეწყვიტა რომის იმპერიამ.
1904 – ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუპორტში პირველად გაასამართლეს მძღოლი სიჩქარის გადაჭარბების გამო.
1963 – 200 000-ზე მეტმა ამერიკელმა მიიღო მონაწილეობა მარტინ ლუთერ კინგის მიერ ზანგების დისკრიმინაციის წინააღმდეგ მოწყობილ მარშში.
1996 – პრინც ჩარლზისა და პრინცესა დაიანას განქორწინება.

скачать dle 11.3