7 ყველაზე სასარგებლო და აუცილებელი პროდუქტი დიეტის დროს
ჯერ კიდევ ჰიპოკრატე ამბობდა: საკვები წამალი უნდა იყოს, წამალი კი – საკვებიო. მას შემდეგ თითქმის 2 500 წელი გავიდა, მაგრამ დიდი მკურნალის ეს „რეცეპტი“ დღესაც აქტუალურია.
ყველამ ვიცით, რომ დიეტის დროს ორგანიზმი მეტ-ნაკლებად განიცდის ამა თუ იმ ნივთიერების ან ვიტამინის დეფიციტს, რასაც არცთუ სახარბიელო შედეგი მოჰყვება. ამიტომ, აუცილებელია, ვიცოდეთ, რომელი პროდუქტების მიღებაა საჭირო დიეტის პროცესში.
1. ბატიბუტი შეიცავს დიდი რაოდენობით პოლიფენოლს. ესაა ანტიოქსიდანტი, რომელიც იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან, აზღვევს ორგანიზმს კიბოსა და გულის დაავადებისგან, ოღონდ, უნდა მიირთვათ უცხიმო და უშაქრო ბატიბუტი. დიეტის დროს მიირთვით დღეში 1 ჩაის ჭიქა მაინც.
2. შტოში დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინსა და ტანინებს. დღეში 250 მილილიტრი შტოშის უშაქრო წვენი (ახალგამოწურული) იცავს ორგანიზმს სხვადასხვა ინფექციური დაავადებისა და დასუსტებისგან, რაც თან ახლავს ხოლმე დიეტას.
3. ახალი მაწონი (ან იოგურტი) შეიცავს ბიფიდო- და ლაქტობაქტერიებს. ისევე, როგორც სხვა რძემჟავა პროდუქტები, მაწონიც (იოგურტი) აწესრიგებს კუჭ-ნაწლავისა და მომნელებელი სისტემის მუშაობას, რაც ასე აუცილებელია დიეტის დროს, აძლიერებს იმუნიტეტს. აუცილებელია დღეში 100-150 გრამის მიღება.
4. მიწის თხილი შეიცავს A, D, E ვიტამინებს, ნატრიუმს, კალციუმს, მაგნიუმს. ხელს უწყობს სიმაღლეში ზრდას, უჯრედების აღდგენას; ორგანიზმს ავსებს ენერგიით, აწესრიგებს უძილობას, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას და, ამ ყველაფერთან ერთად, თრგუნავს შიმშილის შეგრძნებას.
5. წიწილის ბულიონი შეიცავს ფოსფორს, მაგნიუმს, თუთიას, B ჯგუფის ვიტამინებს, სპობს ვირუსებსა და ბაქტერიებს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ხსნის დაღლილობას, აწესრიგებს საჭმლის მონელებასა და ძილს. 200 მილილიტრი ბულიონი, თუნდაც 2 დღეში ერთხელ, დიეტით დასუსტებულ თქვენს ორგანიზმს კვლავ ენერგიით აავსებს, გახდომაში კი ხელს არ შეგიშლით.
6. ვაშლის ძმარი შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს. ამცირებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, შლის ცხიმებს. 1 ჩაის ჭიქა წყალში შეურიეთ 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი და დალიეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, ოღონდ, მანამდე აუცილებლად აიღეთ ნებართვა თქვენი მკურნალი ექიმისგან.
7. კარტოფილი შეიცავს C ვიტამინს, მინერალურ მარილებსა და სასარგებლო ამინომჟავებს. დიეტის დროს შეგიძლიათ, მიირთვათ დღეში 1 ან 2 ცალი (მომცრო ზომის) მოხარშული კარტოფილი – ამით ხელს შეუწყობთ გულის აქტიურ მუშაობას და თავიდან აიცილებთ ზოგიერთი დიეტური პროდუქტით გამოწვეულ გასტრიტს.