კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: მაქვს ძალიან ცხიმიანი სახის კანი, რის გამოც ხშირად მიჩნდება შავი წერტილები და წვრილი, ჩირქოვანი გამონაყარი. დერმატოლოგის რჩევით, კვების რაციონიდან მთლიანად გამოვრიცხე ცხიმიანი და რაფინირებული საკვები, მაგრამ კანის მდგომარეობა არ შეცვლილა. რას მირჩევთ, როგორ მოვიქცე?
პასუხი: ცხიმიან კანს სჭირდება სისტემატური, კომპლექსური და, რაც მთავარია, სწორად დანიშნული მკურნალობა:
ყოველ დილას და საღამოს სახე დაიბანეთ ბალახების ნაყენით (მონაცვლეობით გამოიყენეთ ჭინჭარი, პიტნა, შვიტა, კალენდულა, გვირილა, სალბი): 1 სადილის კოვზ ბალახს დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ გაგრილებამდე, შემდეგ კი გადაწურეთ. ნაყენი უნდა იყოს თბილი ან ოთახის ტემპერატურის. დაბანის შემდეგ მსუბუქად დაიმასაჟეთ სახე ამავე ბალახების ნახარშისგან მომზადებული ყინულის კუბიკით. ძალიან სასარგებლოა, კვირაში 1-2-ჯერ გაიკეთოთ ამავე ბალახების ორთქლის აბაზანები, სასურველია, ღამით, დაძინებამდე 2 საათით ადრე. ეს პროცედურა ხსნის გაბიდნილ ფორებს, ანთებით პროცესს და კლავს ბაქტერიებს. როცა ფორები გახსნილია, კანი უკეთ იწმინდება, ამიტომ, შემდეგი ეტაპია პილინგი – შეიძინეთ რომელიმე ცნობილი ბრენდის (ანუ, ხარისხიანი) სპეციალური ამქერცლავი საშუალება (აუცილებლად თქვენი კანის ტიპის შესაფერისი) და მხოლოდ ამ პროცედურების ჩატარების შემდეგ წაისვით მკვებავი ცხიმიანი და მგრძნობიარე კანისთვის. მკურნალობის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია და დიდ ნებისყოფას მოითხოვს. ყოვლად დაუშვებელია, სახის გაწმენდა კოსმეტოლოგიური კოვზით.
კითხვა: თქვენთან ორი კითხვა მაქვს:
1) როგორ გავიკეთო თაფლის მასაჟი შინაურ პირობებში და
2) მაინტერესებს თაფლის ნიღბის რეცეპტი დუნდულებისთვის.
პასუხი: 1. სასურველია, თუ ამ მასაჟს სხვა გაგიკეთებთ, რადგან სხეულის ყველა მონაკვეთს თვითონ ვერ მიუდგებით: დაწექით გულდაღმა. დაბანილ და გახურებულ სხეულზე პატარ-პატარა ულუფებით დაიდეთ თაფლი (არა დაშაქრული) და ხელის მკვეთრი, ენერგიული, მაგრამ მოკლე-მოკლე მიტყაპუნებით, მოახდინეთ მისი კანში შეზელა. გაეხვიეთ პირსახოცში და დაახლოებით, 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით. გაითვალისწინეთ, რომ ეს პროცედურა არ შეიძლება მათთვის, ვინც ალერგიულია და, საერთოდაც, უმჯობესია, თაფლის მასაჟის ნებართვა პირადი ექიმისგან აიღოთ.
2. ნიღაბი დუნდულებისთვის: 2 სადილის კოვზ თაფლს კარგად შეაზილეთ 2-3 ცალი უმი კვერცხის გული, წრიული მოძრაობებით წაისვით დუნდულებზე და დაწექით გულდაღმა. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

скачать dle 11.3