კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაეხმარა თუ არა კლიმატური იარაღი საბჭოთა კავშირს გერმანიასთან ომის მოგებაში

ამ კლიმატური იარაღის შესახებ, პირველად გასული საუკუნის 80-იანი წლების პირველ ნახევარში გავიგე, რუსეთის ქალაქ ტულაში. იქაური მცხოვრებნი, რომლებსაც ახსოვდათ 1941 წელი, მიყვებოდნენ, თუ როგორ ამონტაჟებდნენ შინაგანი ჯარის ოფიცრები და მოსკოველი სტუდენტები ქალაქის ირგვლივ აჟურულ ცხაურებს. „მაშინ, აქ ხშირად ჩამოდიოდა თავად ლავრენტი ბერია. დიდი ხნის განმავლობაში გვეგონა, რომ რადარულ მოწყობილობებს ცდიდნენ, მაგრამ, როგორც გამოირკვა, კლიმატურ იარაღს აწყობდნენ“, – ამბობდნენ ისინი.
– რა როლი ითამაშა ამან მოსკოვისთვის ბრძოლაში?
– 1941 წლის შემოდგომაზე მოსკოვი პანიკაში იყო. ხალხს ეშინოდა, რომ ქალაქს გერმანელებს ჩააბარებდნენ. პანიკიორებს ავლენდნენ, ებრძოდნენ, ადგილზევე ხვრეტდნენ, მაგრამ ყველაფერი ამაო იყო. მასიურ ევაკუაციას ვერ დამალავ, გაურკვეველი იყო მხოლოდ დეტალები: ლენინი მავზოლეუმიდან წაიღეს? სტალინი სად არის? გერმანელებს შავი ყავა უყვართ თუ რძიანი?
მოსკოველები ცას შესცქეროდნენ, ეძებდნენ თვითმფრინავს ყაზანის ღვთისმშობლის გამოსახულებით, რომელსაც, თურმე ბელადის ბრძანებით, მისი ვაჟი – ვასილი სტალინი მართავდა. თუ თვითმფრინავი ქალაქის ირგვლივ ას წრეს დაარტყამდა, დედაქალაქს მტერი ვერ აიღებდა...
ოქტომბრის შუა რიცხვებში მოსკოვში დიდი არეულობა – „ბარდაკი“ დაიწყო. მილიციას ძალა არ ჰყოფნიდა, წესრიგი დაემყარებინა. აუცილებელი გახდა, შემოეყვანათ შინაგანი ჯარის დივიზია, რომელიც ძალიან დააკლდა ფრონტს.
და ამ დროს ლავრენტი ბერიას მაგიდაზე დაიდო ერთ-ერთი პატიმრის წერილი შორეული აღმოსავლეთიდან, რომელიც შინაგან საქმეთა სახალხო კომისარს თავის მეთოდს სთავაზობდა – როგორ უნდა ებრძოლო მტერს. ბერია ყოველთვის ინტერესს იჩენდა ახალი ტექნიკური გამოგონების მიმართ. ამიტომაც ბრძანა, დაუყოვნებლივ მიეყვანათ მასთან, 1913 წელს დაბადებული, ნიკოლოზ სიგიზმუნდოვიჩ კოვალჩუკი. მას რვა წელი ჰქონდა მისჯილი სამეურნეო დანაშაულისთვის – 1938 წელს რამდენიმე კილოგრამი ვერცხლი დახარჯა სამეცნიერო ექსპერიმენტზე. კითხვაზე, სად და რაში დახარჯა სახელმწიფო ქონება, – კოვალჩუკს უთქვამს, რომ ვერცხლმა გადაინაცვლა პარალელურ სამყაროშიო და ისიც გადაანაცვლეს... ბანაკში.
კოვალჩუკი ორ დღეში წარდგა ბერიას წინაშე და ყოველგვარი შიშის გარეშე უპატაკა, რომ მან და ვინმე ქართველმა (ამ ქართველის ვინაობა არ დაუსახელებია) გამოიგონეს მექანიზმი, რომლითაც ამინდის მართვა შეიძლება.
– გერმანული ჯარი ცუდად არის მომზადებული ზამთრის კამპანიისთვის. თუ მაგარი ყინვები „დასცხებს“, ცოცხალი ძალა და ტექნიკა მწყობრიდან გამოვა, თუ მთლიანად არა, ნაწილობრივ მაინც.
– თუ არ „დასცხებს“? – შეეკითხა ბერია.
– დასცხებს და როგორ დასცხებს, – უპასუხა კოვალჩუკმა.
მისი მექანიზმი, რომელსაც კოვალჩუკმა და ვინმე ქართველმა (როგორც სავარაუდოდ იხსენებენ, ვინმე ბორის ლაცაბიძემ) რომანტიკულად „ზამთრის დედოფალი“ შეარქვეს, საკმაოდ იოლი ელექტრომაგნიტური მოწყობილობა გახლდათ – იოლი იმიტომ, რომ მისი შექმნა რადიოქარხანაში ორ-სამ დღეში შეიძლებოდა დიდი ძალების გამოყენების გარეშე. მაგრამ, საჭირო იყო 500 კილოგრამი ვერცხლი. ისეთი პიროვნებისთვის, როგორიც ბერია გახლდათ, ეს პრობლემა არ იყო. კოვალჩუკმა, ასევე, მოითხოვა შორეული აღმოსავლეთიდან ჩამოეყვანათ ის „ვინმე ქართველი“. ეს თხოვნაც შეუსრულეს...
ვერცხლისგან დაამზადეს რამდენიმე ათეული აჟურული ცხაური 1,5/3 მეტრზე და მიუერთეს ელექტრომაგნიტური მოწყობილობა. კოვალჩუკის თქმით, ელექტრომაგნიტურ რხევებს უნდა გამოეწვია რეზონანსი გეომაგნიტური ქსელების კვანძებში. ამას კი მოჰყვებოდა ანომალიური სიცივეები. ბერია დათანხმდა მოწყობილობის მონტაჟზეც, რადგან, თუ ეს არ მოხდებოდა, ყველაფერი აზრს დაკარგავდა. მობილიზებულები იყვნენ მოსკოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტებიც, რომელთა სპეციალიზაციაც რადიოელექტრონიკა გახლდათ. მათთან კოვალჩუკმა და „ვინმე ქართველმა“ ჩაატარეს ინსტრუქტაჟი და 36 ასეთი მოწყობილობა მოსკოვის, ვლადიმირისა და ტულის ოლქებში დაამონტაჟეს (ზუსტად ამაზე მიყვებოდნენ ტულელები). ბოლო მოწყობილობა 1941 წლის 28 ოქტომბერს დამონტაჟდა.
საბუთებში პროექტს სახელი გადაარქვეს და „ზამთრის დედოფლის“ ნაცვლად და „მეტელიცა“ („ქარბუქი“) უწოდეს. ბერიას აზრით, ეს უფრო სწორი და სახალხო იყო. ამ პროექტს, თურმე, თავად ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა.
ცივი „ფრონტი“, რომელიც ჩრდილოეთიდან წამოვიდა, გერმანელმა მეტეოროლოგებმა მხოლოდ იმის შემდეგ „იწინასწარმეტყველეს“, როცა ის უკვე გამოჩნდა. ყინვებმა შეანელა მტრის წინსვლა, ტექნიკა ღალატობდათ, დაეცა ბრძოლისუნარიანობა...
იმის თქმა, რომ გერმანელებმა ბრძოლა მოსკოვის დაპყრობისთვის, მხოლოდ ყინვების გამო წააგეს, ალბათ, არ შეიძლება, მთავარი როლი მაინც წითელმა არმიამ შეასრულა, მაგრამ „ქარბუქმაც“ თავისი სიტყვა თქვა.
„მეტელიცას“ დემონტაჟი 1942 წლის იანვარში მოხდა (იმ დროისთვის გერმანელებს უკვე წაგებული ჰქონდათ ბრძოლა მოსკოვისთვის).
არ არსებობს ცნობები, რომ ისინი სხვა ბრძოლებშიც გამოიყენეს... თუ ჯერჯერობით, ეს ყველაფერი კვლავ საიდუმლოდ არ ინახება.
ხომ შესაძლებელია, რომ კოვალჩუკის და „ვინმე ქართველის“ „მეტელიცა“ სტალინგრადის ბრძოლის დროს – 1942-1943 წლების ზამთარშიც გამოიყენეს? – შეიძლება.
კითხვები, კითხვები... პასუხი აქამდე არ არსებობს. არადა, უკვე 70 წელი გავიდა...

скачать dle 11.3