კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცხენზე ამხედრებული, მკერდმოშიშვლებული ქალები „ჰერმესისგან“

სულ რაღაც ორი-სამი ნომრის წინ, ჩვენი რუბრიკის საშუალებით, გიამბეთ ჟან-პოლ გოტიეს გაზაფხული-ზაფხულის სეზონის კოლექციაზე, მაგრამ ქართველ მოდის მიმდევრებს გაცილებით დააინტერესებთ მოდის სახლ „ჰერმესის” ჩვენება, რომელსაც სწორედ ფრანგი ჟან-პოლი მართავს. ალბათ, რთულია, წარმოიდგინო ქსოვილი, რომელსაც პარიზში „ტრანსპარანტული ნიანგი” (გამჭვირვალე ნიანგი) შეარქვეს. თუკი გამჭვირვალე ტყავის წარმოდგენა შეიძლება, მაშინ იმაშიც დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ის „ჰერმესის” შექმნილია და დიზაინერი, რომელიც მას სრული ასი პროცენტით იყენებს, ჟან-პოლ გოტიეა. მან თითქოს ინსტინქტურად შექმნა ამ ქსოვილისგან ულამაზესი პიჯაკი. განსაკუთრებით პიჯაკები იყო მომხიბვლელი და მიმზიდველი გოტიეს „გედების ტბის” ფონზე, თუმცა კოლექციის ყველა სხვაც დეტალიც არანაკლებ საინტერესო გახლდათ.
სამოსის მთავარი აქცენტი ცხენოსნობასა და მოჯირითე ქალზე კეთდებოდა. ამ ხაზის გარეშე „ჰერმესი” წარმოუდგენელიც კია. ცხენოსანი ქალბატონი, სპეციალური ქუდით, მათრახითა და განიერი, კორსეტივით ქამრით, ნამდვილი მბრძანებელივით გამოიყურებოდა. რთულად წარმოსადგენია, „ჰერმესის” გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია, რომელსაც შემოდგომაზეც მშვენივრად მოირგებთ, ნაზმა, ჰაეროვანმა ქალბატონმა ატაროს – ქალმა, რომელსაც უყვარს კეკლუცობა და პრანჭიაობა. გოტიემ კოლექცია შექმნა ქალისთვის, რომელიც არ უშინდება მამაკაცურ ძალას, არ აღიარებს მის უპირატესობას და მისი მართვაც შეუძლია. „გაუხედნავ ცხენსაც დავიმორჩილებ”, – ასეთი იყო ქვიშიან პოდიუმზე მტკიცე ნაბიჯებით გამოსული მოდელების მთავარი გზავნილი. შემაჯამებელ გამოსვლად იქცა პოდიუმზე კარლი კლოსის – დიზაინერების საყვარელი მხედრის გამოჩენა. ტყავის შავი კოსტიუმი, გამჭვირვალე ბლუზა და მათრახი ხელში – ასე გამოწყობილმა ქალბატონმა საოცარი აპლოდისმენტები დაიმსახურა. მისი მშრალი, სექსუალური, ფეტიშისტური გამოსვლა ჩვენების საერთო ტონად გადაიქცა.
ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში შეგიძლიათ, ისეთი სამოსი ჩაიცვათ, რომელიც ხაზს გაუსვამს ზაფხულის ნარუჯს ბიუსტის ზონაში, განსაკუთრებით გამოყოფს წელს და ქალურ სილუეტს. „ჰერმესის” ქალი ერთიანობაში, მკაცრი, მაგრამ საოცრად სექსუალურია. ეს არის ქალი, რომლის სიძლიერის მამაკაცებს კი არ ეშინიათ და გარბიან მისგან, არამედ საოცარ, ქვეცნობიერ მიზიდულობას გრძნობენ.
ჟან-პოლ გოტიე მართლაც დიდოსტატია და ამ კოლექციაში მან მთელი თავისი ნიჭი გამოიყენა, შექმნა მკაცრი და საოცრად მგრძნობიარე გლამური. მაყურებელთა განსაკუთრებული ინტერესი დაიმსახურა ქურთუკებმა და დაჭრილმა ბლუზებმა, რომელიც როგორც ფრთები ისე ჩანდა პოდიუმზე.
 მოკლედ, კოლექციაზე ამდენ ლაპარაკს, ჯობია, პირდაპირ გირჩიოთ, როგორ უნდა გამოიყურებოდეთ ამ სეზონზე „ჰერმესის” მიხედვით – შარვლები ულტრამაღალი წელით, კარდიგანები განიერი ფასადით, ტანზე მომდგარი ტყავის ქურთუკები, ტყავისა და „ზამშეს“ არაჩვეულებრივი ქვედაბოლოები და რა თქმა უნდა, „ჰერმესისთვის” ჩვეული, ულამაზესი ჩანთები. ასევე, აქსესუარები, რომელიც განსაკუთრებით ალამაზებს და ხიბლს მატებს ნებისმიერი ტიპის სამოსს, იქნება ეს „ჰერმესის”, თუ ჩვენს გარდერობში მოქექილი გადახეული ჯინსი და უბრალო, თეთრი მაისური.

скачать dle 11.3