კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცოტას გიკარნახებთ...

ანუ, ეს არის „შპარგალკა“ და თვალსაჩინოება იმ ქალბატონებისთვის, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ, იყვნენ განსაკუთრებულები და თვალის მომჭრელნი. ჩვენ არ გირჩევთ, მათ მიჰბაძოთ (თუმცა, რატომაც არა), მაგრამ, შეგიძლიათ, ისწავლოთ, როგორ გახდეთ მოდური, ეფექტური, ამავე დროს, სადა და დახვეწილი. არავითარი ზიზილ-პიპილო... დაივიწყეთ. ხომ გახსოვთ – რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის. ჯობია, გეცვათ სადად, მაგრამ გარშემო მყოფებზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინოთ. ეს შესაძლებელია.
მაგალითად, ჟაკლინ კენედის დახვეწილობა განაპირობა კარგმა გემოვნებამ, სითამამემ და პასუხისმგებლობის შეგრძნებამ. მიუხედავად ძალიან ძვირფასი ტანსაცმლისა, ამერიკის პირველი ლედი ყოველთვის დემოკრატიულად გამოიყურებოდა: უბრალო, „ტრაპეცია“ კაბა მან მაშინ ჩაიცვა, როცა სხვა ქალებს ამაზე წარმოდგენა არ ჰქონდათ და თავის საფირმო ნიშნად აქცია.
სარა ჯესიკა პარკერი გირჩევთ: საკმარისია, ჩაიცვათ წითელი, კომფორტული ფეხსაცმელი (თუნდაც ის მანოლო ბლანიკის კოლექციიდან არ იყოს) და მაშინვე იგრძნობთ, როგორი ხართ სინამდვილეში: ჭკვიანი, დამოუკიდებელი, შინაგანად თავისუფალი...
შეიგრძენით საკუთარი ქალურობა. იამაყეთ იმით, რომ ქალი ხართ და გამოკვეთეთ თქვენი ღირსებები – ეს ვიქტორია ბექჰემის პრინციპია და, ჯერჯერობით, ძალიანაც მოგებულია.
სისადავემ და ჩაცმის მკაცრმა სტილმა, საფრანგეთს თითქმის დაავიწყა, როგორი „ცუდი გოგო“ იყო გათხოვებამდე მათი პირველი ლედი. კარლა ბრუნს არასდროს არაფერი აცვია ზედმეტი. ერთი შეხედვით, მისი იმიჯი თითქოს მოსაწყენია, მაგრამ, უზადოდ დახვეწილი.
P. S. არ მიბაძოთ და არ გააკეთოთ მათი უნიჭო „კალკი“. უბრალოდ, ისწავლეთ...

скачать dle 11.3