კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მუდმივად ტონუსში...

ცხოვრების ხალისი წინსვლასა და წარმატების პოვნაში გვეხმარება, მუდმივად პოზიტივზე ფიქრი და შემართება კი ამაში ძალიან გვიწყობს ხელს. მაგრამ ყოველდღიურობა არ არის სულ ნათელი ფერებით სავსე და პრობლემები არცთუ იშვიათად გვიკარგავს ამაღლებულ განწყობას. როგორ უნდა იყო მუდმივად ტონუსში? თურმე, მთავარია, არ დაკარგო ინტერესი. ჩვენ გარშემო ბევრი რამ ხდება სასიამოვნო: ბევრია საინტერესო ადამიანი, რომლებთან ურთიერთობასაც უნდა ცდილობდეთ. კარგი ამინდიც სასიამოვნოა და ზოგჯერ წვიმასაც მოაქვს პოზიტიური განწყობა. მთავარია, გვახსოვდეს, რომ ცუდი აუცილებლად გაივლის. დიდხანს ნუ ვიფიქრებთ ამაზე და კარგის მისაღებად მოვემზადოთ.
წვრილმანებით გახარებას თუ ისწავლით, ცხოვრებას ნამდვილად გაიხალისებთ, თუნდაც ერთი ფილა შოკოლადი – ეს ხომ არაჩვეულებრივია! უნდა გწამდეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. თანაც, ძალიან, ძალიან კარგად და ძალიან მალე.
შეეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე. არ იფიქროთ იმაზე, რაც გაღიზიანებთ. არ მიაქციოთ ყურადღება გამღიზიანებელ ფაქტორებს – იმას, რასაც წონასწორობიდან გამოჰყავხართ. ადვილი არ არის, მაგრამ, თუკი მოინდომებთ, შეუძლებელი არაფერია. აღშფოთებას, ბრაზს, უარყოფით ემოციებს ძალიან ბევრი ენერგია მოაქვს, თანაც, სრულიად ფუჭად და, ამას უნდა მოერიდოთ. არ ჯობია, ეს ენერგია საკუთარ თავს მოახმაროთ?!
თუ ყოველთვის იქნებით თვითდაჯერებული, ეს თქვენზე მხოლოდ დადებითად აისახება. აუცილებელია, გიყვარდეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ. თუ რაღაც არ გამოგდით, ამისთვის ნუ დასჯით მას და, მით უმეტეს, ნუ დააყენებთ კუთხეში, პირიქით, წაახალისეთ საჩუქრით და გაანებივრეთ. ბოლოს და ბოლოს, თუ გინდათ, მუდამ ტონუსში იყოთ და არ მოეშვათ, საკუთარ თავს ხშირად უნდა სცეთ პატივი. სხვა ამას, მით უფრო – შენ მაგივრად, არ გააკეთებს.

скачать dle 11.3