კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თვითშთაგონების მეთოდი

არსებობენ ადამიანები მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმით. კარგია, თუ მათი მიბაძვის სურვილი გიჩნდებათ, მაგრამ, ნუ შეგშურდებათ, უბრალოდ, მოინდომეთ და ისწავლეთ. მაგალითად, მიდიხართ მაღაზიაში, ირჩევთ ტანსაცმელს და... ეს სამოსი კარადაში რჩება – თქვენ ის ვერ მოირგეთ, ვერ იგრძენით თავი მასში კომფორტულად. ეს იმის ბრალია, რომ მიბაძვით იყიდეთ და არა გულის კარნახით. მართალია, ზოგჯერ გულიც ცუდი მრჩეველია, მაგრამ, თუ ინტუიციასაც ჩართავთ საქმეში, მაშინ ნუ შეგეშინდებათ. ორიენტირად თქვენი აღნაგობა და ხასიათის თვისებები გამოგადგებათ, თუმცა, ერთიც და მეორეც რეალურად უნდა შეაფასოთ.
გაიხსენეთ ფილმი „ლამაზმანი“. როგორ გადაიქცა უბრალო, უხეში გოგონა, რომელიც საღეჭ რეზინს ჭიქის კედელზე აკრავდა, დახვეწილ, მომხიბვლელ ქალბატონად. მან ერთი დღე მთლიანად დაუთმო ამ პრობლემის მოგვარებას – მოისინჯა უამრავი სამოსი და იპოვა ის, რასაც ეძებდა. ზოგჯერ თქვენთვისაც სასარგებლო იქნება ასეთი ტრენინგი, თუნდაც საკუთარი კარადის წინ.
სტილი უნიკალური და განუმეორებელი უნდა იყოს – ეს მცდარი მოსაზრებაა, მცდარი და ჩიხში შემყვანი. დიახ, გამეორება ცუდია და არავის უნიჭო ასლად არ უნდა გადაიქცეთ, მაგრამ, თუ ზომიერების ზღვარს არ გადააბიჯებთ, ყველაფერი კარგად იქნება. უნდა დაინახოთ, შეათავსოთ და რაციონალურად გამოიყენოთ ვიზუალურად მიღებული ცოდნა.
სტილზე ზრუნვა, მისი ძიება და სურვილი საკუთარი თავის კარგად წარმოჩენისა, შესანიშნავი მეთოდია თვითშეგნებისა – რომ ყველაფერი გამოგივათ. ასე, აუცილებლად იპოვით საკუთარ თავსაც და იმ წარმატების ფორმულასაც, რომელიც ბედნიერებას მოგიტანთ.

скачать dle 11.3