კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გრძნობს ადამიანი სიკვდილის მოახლოებას და როდის ჩნდებიან გარდაცვლილთა აჩრდილები ჩვენს გვერდით

 ეზოთერიკოსები და მედიკოსები დიდი ხანია, სწავლობენ სიკვდილის ფენომენს, იკვლევენ, ათასობით ადამიანს და მათი ავადმყოფობის ისტორიებს. გამოკვლევების მონაცემებით, ადამიანების უმრავლესობა წინასწარ გრძნობს სიკვდილის მოახლოებას. როგორც ჩვენი დღევანდელი რუბრიკის სტუმარი, ექიმი-ეზოთერიკოსი, ქალბატონი ნანი ამბობს, ადამიანი სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე, დეპრესიულ მდგომარეობაში ვარდება და შესაძლოა ეს, რამდენიმე კვირიდან, რამდენიმე თვესაც კი გაგრძელდეს.

– ქალბატონო ნანი, ბოლო დროინდელი მონაცემებით, ექიმებისა და ეზოთერიკოსებისგან შემდგარმა ჯგუფმა, დაკვირვებების საფუძველზე დაადგინა, რომ ადამიანი სიკვდილის მოახლოებას გრძნობს და ის ამ პერიოდში დეპრესიულია. თქვენ ამ კვლევაში ჩართული იყავით და იქნებ, გვითხრათ, რეალურია ეს ყოველივე?
– არავინ იცის, როდის მოგვადგება სიკვდილი, როდის დაგვავლებს ხელს და გადაგვიყვანს იმ უსასრულო ცხოვრებაში, რომელსაც ამქვეყნიური ადამიანები ვერ აღვიქვამთ. ამაზე ფიქრიც კი ბევრს აშინებს. არადა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი თუ ახლობელი ადამიანის სიკვდილის მოახლოებას გრძნობენ. ეს რეალობაა და დაკვირვებების შედეგად დამტკიცდა კიდეც. ამ დროს იწყება დეპრესია. დეპრესიას იწვევს ორგანიზმში ჰორმონული ცვლილებები. მისი ფსიქოლოგიური ფუნქცია კი ის არის, რომ დეპრესია ამზადებს ცეტრალურ ნერვულ სისტემას ადვილად მიიღოს სიკვდილი. ინტუიცია ადამიანებს გვაძლევს იმ საიდუმლოს ამოცნობის საშუალებას, რასაც სიკვდილის მოახლოების შეგრძნება ჰქვია. უამრავი ადამიანი მოსულა ჩემთან და მოუყოლია, თუ როგორ გრძნობდნენ, მათ ახლობელს სულ მალე სიკვდილი რომ ეწვეოდა და ამ ქვეყანას დატოვებდა. ანუ, როგორ იგრძნეს მათ ახლობელი ადამიანების გარდაცვალება წინასწარ. სიკვდილი, ეს არის ცნობიერების გადასვლა ყოფიერების სხვა ფორმაში. ამისთვის კი ადამიანის ორგანიზმი წინასწარ, ფსიქოლოგიურ მომზადებას გადის. ბევრისგან გამიგია, სიკვდილის სუნს ვგრძნობო. ესეც სიმართლეა. მაგალითად, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც პარანორმალურად განვითარებული ყნოსვის ორგანო აქვთ და სწორედ სუნით ხვდებიან, კონკრეტულ ადამიანს უახლოეს მომავალში სიკვდილი რომ ელის. და მაინც, რა არის სიკვდილი? ამ კითხვას ბევრი მისვამს და მინდა, მათ ვუპასუხო: ადამიანი არის არსება, რომელიც ორი სახის მატერიისგან შედგება, კერძოდ, მკვრივი და თხევადი. მკვრივი მატერია ადამიანის ფიზიკური სხეულის ფორმირებას უწყობს ხელს, თხევადი კი მის სულიერ ბუნებას ძერწავს. ასე რომ, სიკვდილი სხვა არაფერია, თუ არა თხევადი სხეულის გამოყოფა ფიზიკური სხეულიდან. სიკვდილის წინ, ცოცხალი ორგანიზმის უჯრედები რადიაქტიური სხივების მოულოდნელ გამოდევნას ახდენს. სიკვდილის წინ გამქრალი აურა, როგორც კოსმიური მატერიების ნებისმიერი სახეობა, სივრცეში უკვალოდ არ ქრება. ადამიანის ენერგეტიკულ კომპლექსთან ერთად, მას სხვა სამყაროში გადააქვს მთელი ინფორმაცია მომაკვდავზე. ვისაც ზებუნებრივი ძალები მეტად განვითარებული აქვს, ამ ინფორმაციას იღებს და ასე იტყობს ადამიანის სიკვდილს წინასწარ.
– გამოდის, რომ ადამიანის ფიზიკური სხეულის სიკვდილის შემდეგ, ცნობიერება კვლავ განაგრძობს არსებობას ენერგეტიკულ სივრცეში?
– დიახ, ასეა. გარდაცვალების მომენტში, ადამიანის ცნობიერება სხვა სამყაროში გადადის, ანუ კვდება მხოლოდ მისი ფიზიკური სხეული, ცნობიერება კი განაგრძობს ყოფიერებას ენერგეტიკულად. გაგიგიათ, ალბათ, ადამიანები რომ ყვებიან, თუ როგორ დაინახეს ღამით თეთრებში გამოწყობილი აჩრდილი თუ მოლანდება. ამის გამო მათ დასცინიან კიდეც. არადა, რეალურად, მართლაც მოდიან ჩვენთან გარდაცვლილთა აჩრდილები და მათ ხშირად ისინი ხედავენ, ვისაც მემკვიდრეობით, წინაპართა კარმული ვალები დარჩათ გადასახდელი.
– ესე იგი, გარდაცვლილი წინაპრების აჩრდილები დღევანდელ ყოფაშიც შეიძლება, გამოგვეცხადონ და მათი ხილვაც რეალურია?
– რასაკვირველია და ეს კვლევებმაც დაადასტურა. კერძოდ, როცა ადამიანები გარდაცვლილ წინაპრებს ხედავენ და მათთან კონტაქტსაც კი ამყარებენ, ამას უხილავი კონტაქტი ჰქვია. ეს კი, შესაძლოა, ნებისმიერ ჩვენგანს შეემთხვას და ამისგან დაზღვეული არავინაა. არც რაიმე ზებუნებრივი ნიჭი სჭირდება წინაპრის აჩრდილის ხილვას და მასთან კონტაქტს და არც ეგრეთ წოდებული – მესამე თვალი. ხშირ შემთხვევაში, ადამიანი ხედავს, რეალურად კი ის იქ არ არის. სინამდვილეში, იმ ადგილას არის მისი ენერგეტიკა და ადამიანის გრძნობათა ორგანო სწორედ ამას აღიქვამს კონკრეტულ მომენტში.
– გარდაცვლილის აჩრდილს, ანუ როგორც თქვენ ამბობთ, მის ენერგეტიკას, მხოლოდ მისი შთამომავალი ხედავს, თუ მის გარშემო მყოფი ადამიანებიც?
– გეტყვით, რომ შეიძლება, გარდაცვლილი ადამიანის აჩრდილი მისმა შთამომავალმა დაინახოს, ხოლო მის გვერდით მყოფებმა ვერაფერი შენიშნონ. თუმცა, აქვე იმასაც გეტყვით, რომ არსებობს ფაქტები, როცა გარდაცვლილის თეთრებში ჩაცმული სილუეტი ერთდროულად რამდენიმე ადამიანმა დაინახა.
– ამ დროს რა ხდება?
– ამ დროს ხდება კოლექტიური გენის შეერთება და მოქმედება. კერძოდ, მათი გრძნობათა ორგანოები ინფორმაციას ერთმანეთს გადასცემს. ინფორმაციის მიღების შემდეგ, ადამიანის გონებაში ხდება მისი იდენტიფიკაცია. შედეგად კი, როცა ენერგეტიკა მას გადაეცემა, წარმოსახვის უნარიც გააქტიურებას იწყებს. არ არის გამორიცხული, ამ დროს გარდაცვლილის აჩრდილი დაინახოთ სხვებთან ერთად. ზოგადად, აჩრდილები წარმოსახვითი მოვლენაა, მაგრამ მას მაინც რეალური საფუძველი უდევს, კერძოდ, მიღებული ინფორმაცია.
– კონტაქტის დამყარება ნებისმიერი გარდაცვლილის აჩრდილთანაა შესაძლებელი?
– ბევრი ადამიანი ამბობს, გარდაცვლილი ახლობლების აჩრდილები ხშირად მაკითხავენ ღამით, მაგრამ მათთან კონტაქტს ვერ ვამყარებო. ამ დროს მათი გრძნობათა ორგანოები გარდაცვლილთა ენერგეტიკის არსებობას ვერ გრძნობს. ერთ-ერთ სოფელში ასეთი ფაქტი მოხდა: ახალგაზრდა ბიჭს დედა გარდაეცვალა. ერთ დღესაც ნაქეიფარი მიდიოდა სახლში. გზად ტყეში ბილიკი უნდა გაევლო, რომელიც სახლამდე მისასვლელ მანძილს ამოკლებდა. როგორც თავად ყვებოდა, შეზარხოშებული კი იყო, მაგრამ ცოტა ეშინოდა სიბნელეში ამ გზის გავლა. მერე ყვებოდა, შორს თეთრებში ჩაცმული ქალი დავინახე, ხელში სანთელი ეჭირა. ვიფიქრე, ეტყობა, ოჯახის წევრს თუ შეაგვიანდა და მის დასახვედრად მიდისო. რომ მომიახლოვდა, ვიცანი, გარდაცვლილი დედაჩემი იყო. შევჩერდი, ისე შემეშინდა, ენა კინაღამ გადავყლაპე. მითხრა, ნუ გეშინია, მე მიგაცილებ სახლამდე და გზას სანთლით გაგინათებ, მომყევიო. ის საწყალი კი მოტრიალებულა და სირბილით ისევ იქ მისულა, სადაც ქეიფობდა. იქიდან წაუყვანია რამდენიმე ბიჭი. გულდასმით დაუთვალიერებიათ, ის ადგილი, სადაც ბიჭმა გარდაცვლილი დედის აჩრდილი დაინახა, მაგრამ ვერავინ და ვერაფერი შეუნიშნავთ. ასეთი უამრავი ფაქტი არსებობს და ეს ნამდვილად რეალური, ცხოვრებისეული მოვლენებია. ამის უარყოფა, უბრალოდ, სისულელეა. ყოველ შემთხვევაში, ამის თვითმხილველები არსებობენ და მათი მონაყოლიც ნამდვილად დამაფიქრებელია. ეს მოწმობს, რომ გარდაცვლილთა აჩრდილები, რეალურად არსებობენ და ისინი, უმეტეს შემთხვევაში, ჩვენს დასახმარებლად მოდიან.

скачать dle 11.3