ალიონზე წამოხტომა მავნებელია ორგანიზმისთვის
უამრავი აზრი არსებობს ძილის შესახებ. ზოგს მიაჩნია, რომ, რაც მეტხანს გძინავს, მით კარგად გამოიყურები და ენერგიული ხარ მთელი დღის განმავლობაში; ბევრი ამტკიცებს, რომ შუადღით წაძინება ძალებს მატებს ადამიანს. რეალურად კი ეს ასე სულაც არ არის.
რაც უფრო მეტხანს გძინავს, მით კარგად გამოიყურები – ტყუილია. ორგანიზმმა იმდენ ხანს უნდა დაისვენოს, რამდენიც მას სჭირდება. საწოლში გატარებული ზედმეტი საათები გვართმევს არა მარტო ძვირფას დროს, არამედ ცუდად აისახება ჩვენს გარეგნობაზეც. ამ დროს სახე უსიცოცხლო ელფერს იძენს, ქუთუთოები შეშუპებულია, კანი – გაუფერულებული.
შუადღისას ერთი საათის ძილი შემდგომში ენერგიით აგავსებთ – ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანის ინდივიდუალურ ბიორიტმზე. ბევრი ჩივის, რომ, რაც უნდა ადრე დაწვეს დასაძინებლად, დილით მაინც უჭირს ადგომა. თუ ასეთი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებით, უმჯობესია, გვიან დაწვეთ და, სულაც არ არის აუცილებელი, შუადღემდე იძინოთ ან შუადღით „წაუძინოთ“.
ვინც ადრე დგება, ყოჩაღია – ეს არ არის მართალი. ალიონზე წამოხტომა მავნებელია, რადგან ეს არღვევს ფიზიოლოგიურ რიტმს. მხნედ რომ იგრძნოთ თავი, დილის 8-9 საათზე ადრე არ უნდა ადგეთ.
ერთი უძილო ღამეც კი მავნებელია ჯანმრთელობისთვის – სინამდვილეში, უძილო ღამე აბსოლუტურად უვნებელია. არც ერთმა მეცნიერულმა გამოკვლევამ არ უჩვენა რაიმე გადახრა იმ ადამიანის ორგანიზმში, რომელმაც უძილო ღამე გაატარა. მთავარია, ქრონიკული გამოუძინებლობა არ დაგჩემდეთ.