კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მუშაობს თქვენი გული

გულის კუნთი მკვეთრად რეაგირებს ემოციებზე, რადგან მას საკუთარი ნერვული ქსელი აქვს, რომელიც, ნორმალურ შემთხვევაში, გულის კუნთს დაახლოებით 70-ჯერ კუმშავს. ზოგჯერ გულისცემა ნელდება, ან, პირიქით, ხშირდება, რაც მაშინვე აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე.
იმისთვის, რომ გული ერთგულად და ხანგრძლივად გემსახუროთ, აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება მის რიტმს.
ჯანმრთელი გულისთვის დღეში ერთსაათიანი დატვირთვა სასიცოცხლო მინიმუმია. ნავარჯიშევი გული ადვილად უმკლავდება გაძლიერებული რიტმით მუშაობას. პულსი ისინჯება მაჯაზე, პერიფერიული სისხლძარღვების სპაზმის შემთხვევაში კი, გულისცემა ყელზე ასახავს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას.
თუ გსურთ, გაარკვიოთ, როგორ მუშაობს თქვენი გული, როგორ უმკლავდება ის სხვადასხვა დატვირთვას, ხომ არ არის საჭირო ცხოვრების წესის შეცვლა, ამაში ქვემოთ მოყვანილი რჩევები დაგეხმარებათ. კერძოდ:
* ათი-თხუთმეტი წუთის განმავლობაში სწრაფი ტემპით იარეთ და შემდეგ პულსი დათვალეთ. 180-ს გამოაკელით თქვენი ასაკი. პულსის რაოდენობა ერთ წუთში, არ უნდა აღემატებოდეს მიღებულ რიცხვს – ეს თქვენთვის დატვირთვის დასაშვები მაქსიმუმია. რაც უფრო მეტია სხვაობა, მით მეტია გულისა და სისხლძარღვების დაზიანების რისკი.
* ადგილზე იხტუნეთ 3-5 წუთის განმავლობაში და შემდეგ დაითვალეთ პულსი. წამოწექით და ხუთი წუთი დაისვენეთ, შემდეგ კი კვლავ დაითვალეთ პულსი. თუ ორივე მაჩვენებელი დაახლოებით ერთნაირია, მაშინ, ყველაფერი წესრიგშია. თუ დასვენების შემდეგ გულისცემა ათი დარტყმით მაინც აჭარბებს პირველს, ესე იგი, გულს ფიზიკური აქტივობა აკლია.
* ისე დაიხარეთ, რომ თითებით იატაკს შეეხოთ, ოღონდ, არ მოიხაროთ მუხლებში, შემდეგ კი გასწორდით. თუ 40 წელს გადაცილებული არ ხართ, ვარჯიში 15-ჯერ გააკეთეთ, 40 წელს გადაცილებულებმა კი – 10-ჯერ. თუ ვარჯიში შეძელით, კარგია, მაგრამ, თუ გაგიჭირდათ, ეს იმის მაჩვენებელია, რომ თქვენი გული, კუნთოვანი აქტივობის უკმარისობის გამო, თანდათან სუსტდება.
* სწორი კვების რეჟიმი და სპორტი თქვენს გულს დაავადებებისგან დაიცავს.
ვარჯიშის დამთავრებიდან დაახლოებით ორი წუთის შემდეგ დაითვალეთ პულსი. თუ ის 100-ზე ნაკლებია, ესე იგი, კარგ ფორმაში ხართ, თუ მეტია, აუცილებლად მიიღეთ ზომები.

скачать dle 11.3