ექიმის რჩევები
კითხვა: არის თუ არა მარწყვი სასარგებლო?
პასუხი: იტალიელმა და ესპანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მარწყვი ანელებს ორგანიზმის დაბერების პროცესს. ასევე, დიდი რაოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ამცირებს კიბოს და სისხლძარღვოვანი დაავადებების განვითარების რისკს.
კითხვა: რა სიხშირით ეცვლებათ სისხლი ქალებსა და მამაკაცებს?
პასუხი: სისხლის უჯრედების სიცოცხლის ხანგრძლივობა სხვადასხვანაირია. ყოველდღიურად 200 მილიარდი ერითროციტი იღუპება, შესაბამისად კი, ძვლის ტვინი იმავე რაოდენობას წარმოქმნის. ასე რომ, ერითროციტები სრულად, საშუალოდ 25 წელიწადში განახლდება (თუ სერიოზულ სისხლის დანაკარგს არ ჰქონია ადგილი). ქალებში, მენსტრუალური ციკლის გამო, ეს ვადა 20 წლამდე მცირდება. თრომბოციტები 10 დღეს ცოცხლობს, ხოლო ლეიკოციტები – 15-30 დღეს.
კითხვა: რისთვის აკეთებენ ძვლის ტვინის პუნქციას?
პასუხი: ძვლის ტვინის პუნქციას აკეთებენ დიაგნოსტიკური მიზნით – დიაგნოზის დასადგენად ან დასადასტურებლად; პროცესის აქტიურობის გასარკვევად და ასევე, სამკურნალო მიზნით – შიდა ქალის წნევის დასაწევად.
კითხვა: რა იწვევს სისხლში კრეატინინის მატებას?
პასუხი: კრეატინინის რაოდენობის მატება შეიძლება გამოიწვიოს შიმშილმა, კუნთების გაძლიერებულმა მუშაობამ, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ღვიძლის ფუნქციის მკვეთრმა დარღვევამ, ფილტვების ანთებითმა დაავადებებმა, კუჭ-ნაწლავის გაუვალობამ და ასე შემდეგ.
კითხვა: გადადის თუ არა შიზოფრენია მემკვიდრეობით?
პასუხი: შიზოფრენიის გამომწვევი მიზეზები საკმარისად შესწავლილი არ არის, მაგრამ, არსებობს მონაცემები შიზოფრენიისადმი მემკვიდრეობით მიდრეკილებასთან დაკავშირებით. დადგენილია, რომ იმ ბავშვების დაავადების ალბათობა, რომელთა ბიოლოგიური მშობლები იყვნენ შიზოფრენიით დაავადებულები, შეადგენს 11-20 პროცენტს. საკონტროლო ჯგუფში კი (ფსიქიკურად ჯანმრთელი მშობლებისგან) ეს მაჩვენებელი 0-დან 90 პროცენტამდეა. თქვენ შეგიძლიათ, მიმართოთ გენეტიკოსს და გაითვალოთ ასეთი მიდრეკილების მქონე ბავშვის დაბადების ალბათობა.
კითხვა: რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ალისფერი სისხლის აღმოჩენა განავალში?
პასუხი: ალისფერი სისხლი განავალში (როგორც წესი, დეფეკაციის ბოლოს და სისხლი განავალთან შერეული არ არის) ჰემოროიდული სისხლდენის დამახასიათებელი სიმპტომია. სასურველია, პროქტოლოგის კონსულტაცია და სწორი, ასევე მსხვილი ნაწლავის ვიზუალური დათვალიერება. თვითმკურნალობას არ გირჩევთ, რადგან ეს სიმპტომი შეიძლება თან ახლდეს ისეთ სერიოზულ დაავადებებს, როგორიც არის პოლიპები ან ავთვისებიანი სიმსივნეც კი. მანამდე კი გირჩევთ, მოერიდოთ ალკოჰოლს, მწარე, ცხარე, ცხიმიან და შემწვარ-მოხრაკულ საკვებს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი