დევიდ ბექჰემის ახალი ტატუ
„ლოს ანჯელეს გელექსის” ინგლისელმა ვარსკვლავმა დევიდ ბექჰემმა საზოგადოებას ახალი ტატუ წარუდგინა. ფეხბურთელმა სხეულზე თავისი ახალშობილი ქალიშვილის, ჰარპერის სახელი ამოისვირინგა. პირველად ტატუ პაპარაცებმა „ლოს ანჯელეს გელექსისა” და „დალასის” თამაშის დასრულების შემდეგ, დააფიქსირეს, როდესაც ბექჰემმა მაისური გაიხადა. მოგვიანებით კი დევიდმა თავის „ფეისბუქზე” ტატუს უკეთესი ხარისხის ფოტოები განათავსა. შეგახსენებთ, რომ დევიდს სხეულზე რამდენიმე ტატუ აქვს, მათ შორის შვილების: ბრუკლინის, რომეოსა და კრუზის სახელები და მეუღლის – ვიქტორიას სახელი ჰინდის ენაზე.